ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მზის ქვეშ ადგილისთვის

მზის ქვეშ ადგილისთვის

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXV ტურის მიმოხილვა. "სანჩეს პისხუანზე" "რეალმა" 6 გოლი გაიტანა, აქედან 4 კი - კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა
35-ე და 36-ე ტურებს შორის სულ ორი დღე იყო. ამიტომ, როცა ამ მიმოხილვას წაიკითხავთ, მომდევნო ტურის ნაწილი უკვე გამართული იქნება. ტურის მთავარ მოვლენად ყველა ბარსელონურ დერბის სახავდა, თუმცა "ბარსელონამ" მშვიდად და აუღელვებლად მოუგო "ესპანიოლს" და საჩემპიონო სვლა განაგრძო, თუმცა ტიტულს ფინიშამდე 3 ტურით ადრე ვერ შეწვდა. "სანჩეს პისხუანზე" "რეალმა" 6 გოლი გაიტანა, აქედან 4 კი - კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა. სხვა მხრივ, კი ტური პრიმერადივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად მეომართა ველს დაემსგავსა.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Goal.com 3-4-3

მეკარე

ვილფრედო კაბალიერო (მალაგა, 1): ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა "მალაგას" გამარჯვება იყო "ვისენტე კალდერონზე". მიუხედავად იმისა, რომ ანდალუსიელები საოცრად უტევდნენ, სენსაცია არ შედგებოდა, რომ არა მათი 29 წლის არგენტინელი გოლკიპერი. კაბალიეროს "სეივებიდან" განსაკუთრებით სამაგალითო დიეგო ფორლანის დარტყმულის მოგერიება იყო.

მცველები

ენრიკე (რასინგი, 2): ბრაზილიელმა მცველმა მაშინ გამოიჩინა თავი, როცა მის გუნდს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა ეს - "ერკულესთან" დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.

კარლოს მარჩენა (ვილიარეალი, 4): ბოლო დროს "ელ სუბმარინოს" დაცვის ხაზი ბევრ შეცდომას უშვებს, თუნდაც "პორტუსთან" 1:5 გავიხსენოთ, თუმცა "მალიორკას" წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონმა მარჩენამ უნარიანად უხელმძღვანელა თავისიანებს და ბალეარელებს გოლის გატანა არ დაანება.

მანე (ხეტაფე, 1): სეგუნდაში დაქვეითებულ "ალმერიასთან" მადრიდელებმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს. ყველაზე საიმედო გუნდში "ხეტაფეს" მარცხენა მცველი მანე იყო.

ნახევარმცველები

ხავიერ კამუნიასი (ოსასუნა, 1): ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ნავარელები "ლა რომალედადან" 3 ქულას წაიღებდნენ. კამუნიასის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

ჯოვანი დოს სანტოსი (რასინგი, 3): ერთ დროს "ბარსელონას" ფეხბურთელმა "ერკულესის" კარში დუბლი შეასრულა.

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 7): ანდრესს საუკეთესო სეზონი აქვს, მისი გოლი კი "ესპანიოლის" კარში შედევრი იყო.

მესუთ იოზილი (რეალი, 7): გერმანელს ჯერჯერობით, რაც არ გამოსდის "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშია. "სევილიასთან" იოზილი საუცხოოდ გაისარჯა.

თავდამსხმელები

ადრიანი (დეპორტივო, 3): ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ალბათ არ დარჩება "დეპორტივოში", მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, რომ გალისიურმა კლუბმა ადგილი შეინარჩუნოს ლიგაში. ადრიანმა "სპორტინგთან" მატჩში დუბლი შეასრულა.

რობერტო სოლდადო (ვალენსია, 5): სოლდადომ ძალიან კარგი სერია გამოაცხო. ახლა მას ყველა შეჯიბრში 23 გოლი დაუგროვდა. არადა, სეზონი მან ვერ დაიწყო ყოჩაღად.

კრიშტიანო რონალდო (რეალი, 11): რონი სიმბოლურში მე-11-ჯერ მოხვდა და ხშირად ყოფილა, რომ ის საუკეთესო იყო ტურში. ახლაც ასეა - სევილიაში პოკერის შესრულება მხოლოდ გამორჩეულ ფორვარდებს თუ შეუძლიათ. ყველა ტურნირში მას უკვე 46 გოლი დაუგროვდა.

ტურის გმირი

მანუელ პელეგრინი

ჩილელი მწვრთნელი, რომელიც შარშან "რეალს" თავკაცობდა, არც ცუდად ათამაშა "სამეფო კლუბი", მაგრამ ერთ ტიტულსაც ვერ შეწვდა და პოსტი ჟოზე მოურინიოს გადაულოცა. გავარდნის პირას მყოფი გუნდი პელეგრინიმ "ვისენტე კალდერონზე" გამოიყვანა და შემტევი ფეხბურთი ათამაშა, 3:0-იც მოაგებინა.

ტურის ანტიგმირი

გრეგორიო მანსანო

"რეალი" ძლიერია, რონალდო სუპერმოტივირებული იყო, მაგრამ შინ 2:6 მაინც ძალიან ბევრია. მართალია, მწვრთნელმა თამაშის შემდეგ მოიბოდიშა, მაგრამ ბოდიში საქმეს ვერ უშველის.

ლეო vs რონალდო, დუბლი 35...

ბოლო კვირებია, ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო მორიგეობით ამყარებენ გოლეადორულ რეკორდებს და ახლებს უტევენ. მოკლედ, შესანიშნავ ფორმაში არიან.

ვინ როგორ ითამაშა? მესიმ დერბიში ვერ გაიტანა, თუმცა კარგად ითამაშა, თანაგუნდელებსაც მომენტები შეუქმნა. მესიმ უკვე იცოდა რონალდოს პოკერის შესახებ, მოწადინებულიც იყო, თუმცა ეს არ იყო არგენტინელის დღე - კარში სულ ორჯერ დაარტყა და მხოლოდ ერთ ეპიზოდს ეთქმოდა საგოლე. ზედიზედ მე-7 შემთხვევაა მესის "ესპანიოლის" კარში გოლი ვერ გააქვს. რონალდომ კი ამ სეზონში მე-2 პოკერი გაახერხა. პირველ ტაიმში მან "სევილიას" კარში ბურთის დაუმუშავებლად დაარტყა და ისე გაიტანა, მეორე ტაიმის სულ რამდენიმე წუთში კი 3 გოლი მიითვალა.

ტურში

მესი რონალდო

გოლი 0 4

დარტყმა 2 (0) 11 (6)

საგოლე პასი 0 0

დაკარგვა 9 15

მოპოვება 0 3

ეუხეშნენ 3 3

გოალ.ცომ 6,5 9,0

სეზონში

მესი რონალდო

წუთი 2892 2775

გოლი 31 33

პენალტით 4 7

ჯარიმით 1 2

I გოლი 12 6

დარტყმა 143 (78) 230 (89)

საგ. პასი 19 8

პასი 2262 1296

ზუსტი 1887 919

ეუხეშნენ 54 80

იუხეშეს 21 22

გოალ.ცომ/საშ. 7,50 7,23

რეკორდული სეზონი

გოლი ფეხბურთელი კლუბი სეზონი

38 ტელმო ზარა ბილბაო 50/51

38 უგო სანჩესი რეალი 89/90

35 ბალტასარი ატლეტიკო 88/89

34 უგო სანჩესი რეალი 86/87

34 რონალდო ბარსელონა 96/97

34 ლეო მესი ბარსელონა 09/10

ტურის ფრაზები

"ძალიან დამსახურებული ტიტულია, განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რა არ გადაგვხდა ამ 9 თვის განმავლობაში და როგორ გვებრძოდა მადრიდული მედია", - ჩავი დერბის მოგების შემდეგ.

"მე შემიძლია განვაცხადო, რომ ამ სეზონში მოურინიო არ აპირებს პრესკონფერენციებზე მოსვლას. როცა სიტუაცია დამშვიდდება, იხილავთ მას", - მოურინიოს ასისტენტი აიტორ კარანკა.

"ვფიქრობ, ერთი ქულაც გვჭირდება", - "მალიორკას" თავკაცი მიქაელ ლაუდრუპი.

"სამივე გოლი საშინელი შეცდომის შემდეგ გავუშვით", - კიკე ფლორესი "მალაგასთან" 0:3-ის შემდეგ.

"თქვენ ბიჭებო ხომ არ აფრენთ? ეს რა პენალტები დანიშნეთ", - მიგელ ანხელ ლოტინა (დეპორტივო).

"უარესიც შეიძლებოდა", - მარტინ ლასარტე (რეალ სოსიედადი).

ტურის მსხვერპლნი

კარლოს დიოგო (სარაგოსა): მცველმა "ოსასუნასთან" მატჩში მარცხენა კოჭი დაიზიანა. შესაძლოა, მისთვის სეზონი დასრულდა კიდეც.

მიკელ გონსალესი (რეალ სოსიედადი): მცველმა ორთავა კუნთი დაიშავა და მომდევნო ტურს ტოვებს.

ლუის პერეა (ატლეტიკო): "მალაგასთან" მატჩში კოლუმბიელმა კუნთი დაიზიანა და 2 კვირას ვერ ითამაშებს.

პირველი...

"ბარსელონას" ფრანგმა მცველმა ერიკ აბიდალმა ღვიძლზე სიმსივნის გამო ოპერაციის გაკეთების შემდეგ პირველად ითამაშა ლა ლიგის მატჩში. 31 წლის მცველმა ბოლოს 13 მარტს ითამაშა და 2 თვეში დაბრუნდა! დერბიში მან ბოლო 29 წუთი ითამაშა.

ტურის სტატისტიკა

36 გოლი 10 მატჩში. 3,6 გოლი საშუალოდ. 4 შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს, ამდენივე - სტუმრებმა, 2 კი ფრედ დასრულდა. ტურში აჩვენეს 44 ყვითელი ბარათი და 1 წითელი. შესრულდა 1 პოკერი (კრიშტიანო რონალდო) და 4 დუბლი (სოლდადო, ადრიანი, დოს სანტოსი, ნეგრედო). ტურის ყველაზე ახალგაზრდები: მუნიაინი (18), კოკე (19), ამატი (19), ხ. ლუკე (19).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 89 994 - კამპ ნოუ

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 16 500 - ალფონსო პერეს კოლისეუმი

ყველაზე მეტი დარტყმა: 21 - ერკულესი

ზუსტი დარტყმა: 12 - რეალი

ჯარიმა: 20 - რასინგი

კუთხური: 12 - ერკულესი

თამაშგარე: 6 - რასინგი

ბურთის ფლობის %: 68 - ბარსელონა

Top-10 "დონ ბალონის" მიხედვით

ფეხბ. კლუბი ქულა (თამ.) საშუალო

1. მესი ბარსელონა 235 (32) 7,34

2. რონალდო რეალი 221 (31) 7,13

3. როსი ვილიარეალი 234 (33) 7,09

4. ინიესტა ბარსელონა 237 (34) 6,97

5. კასორლა ვილიარეალი 236 (34) 6,94

6. ბ. ვალერო ვილიარეალი 222 (32) 6,94

7. დიეგო ალვეში ალმერია 227 (33) 6,88

8. ჩავი ბარსელონა 201 (30) 6,70

9. არანსუბია დეპორტივო 194 (29) 6,69

10. დანი ალვეში ბარსელონა 214 (32) 6,69

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა