ცნობილი გახდა, რომ ევროგრანდი კლუბები თავიანთი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის რეფორმირებას გეგმავენ.

"ტაიმსი" იტყობინება, რომ ევროპის კლუბების ასოციაცია (ECA) აპირებს უეფას ცვლილებები უკვე 2024 წლიდან შეატანინოს.

კერძოდ, შეთავაზებული ფორმატის მიხედვით, პლეი-ოფში გასული 32 გუნდიდან 22-ს გარანტირებული ექნება ამ ტურნირის შემდეგ გათამაშებაში მონაწილეობა.

მოკლედ, ეროვნული ჩემპიონატებიდან გუნდები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 8-ადგილიან კვოტას მიიღებენ.

ამის წინააღმდეგია პრემიერლიგა, რადგან ინგლისელებს მიაჩნიათ, რომ ამან შეიძლება ნეგატიური შედეგი გამოიღოს - ახლა მათი გუნდები ქვეყნის პირველობაზე პირველ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან, რათა ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მიიღონ მონაწილეობა და თუ ეს სტიმული არ ექნათ, მათი ჩემპიონატი გარკვეულწილად დაზარალდება.

ECA-ს ფორმატის გეგმა 8 4-გუნდიანი ჯგუფის ნაცვლად 4 8-გუნდიანი ჯგუფის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. გუნდები ჯგუფურ ეტაპზე 14 მატჩს ჩაატარებენ და შესაბამისად, მეტ ფულს გამოიმუშავებენ.

მოკლედ, ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგა რაგბის 6 ერის დარად ჩაკეტილი ტურნირი გახდეს.

ირაკლი
საკალათბურთო ევროლიგას უფრო გავს ვიდრე ექვს ერს.
ქართველი გულშემატკივარი
კარგია. ამის შემდეგ უცხოელი ფეხბურთელების შეძენას აზრი დაეკარგება. უცხოელ ფეხბურთელებს თვითონაც არ ექნებათ იმის სურვილი, რომ ქართულ კლუბებში ითამაშონ. ახლა მოდიან იმ იმედით, რომ ჩემპიონთა ლიგაში თავს გამოიჩენენ და ძლიერ დუნდებში გადავლენ. ქართველი ბიჭები ათამაშეთ ქართულ კლუბებში.
ვეტერანი
ჩაკეტილი იქნება თუ ღია ჩვენთვის რა მნიშნელობა აქვს? შანსი იქ მოხვედრის მაინც ნოლია, სანამ უვარგისი კონცეფცია გვაქვს. სანამ ჩვენს ჩემპიონიონატში სუსტებში საუკეთესო წავა ჩ.ლ-ზე. ჩვენს ლიგას სანამ არ გავხდით ფინანსურად ძლიერს და კონკურენტუნარიანს მაინც ვერ მოვხვდებით იქ. ისე კი ამ კარგი თამაშის ყურება სხვაა და შენი საყვარელი გუნდის გულშემატკივრობა სხვა. ჩვენთვის ეს უცხო ხილია კარგა ხანია.
emigranti
სიმართლეს თვალი გავუსწოროდ და ჩვენ იქ გამსვლელები არც ეხლა ვართ და არც 2024-ში ვიქნებით. ისეთი მიდგომით,როგორც ფიფია იქცევა რა ლიგაზეა ლაპარაკი. სხვა კლუბებს კი თუ ვინმე ყვათ ახალგაზრდა და გამორჩეული, ფიფიას მიჰყავს გაყიდვის პერსპექტივით. ვინც კი ცოტა ფეხი მოიდგა და ნიჭი გამოაჩინა, მაშინვე ჰყიდის. სხვებიც არ აკლებენ. იმის მაგივრად 2-3 წელი ათამაშე ერთად ეს ნიჭიერები და გუნდიც დადგება. მათ მაგივრად კი მოგყვას იაფფასიანი, ჩამოწერილი ლეგიონერები და ჩვენი კლუბებიდან რომელი აშენებს გუნდს? ჩვენ გვინდა რომ ეს დაუღვინებელი ტალანტები არ გაუშვან, თორემ უნიჭოთა საყურებლად ხალხი არ მოვა სტადიონზე. ამას ჩაწყობები დაუმატეთ და ეჭვი გებადება რომ აზრი აქვს კი ასეთ ჩემპიონატს. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ყველამ იცით, ისინი ვინც წასულები არიან ორ ისეთ გუნდს გააკეთებდნენ, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს მოიგებდა. ყოველ შემთხვევაში იდეა ცუდი არაა. ფეხბურთი დიდი ბიზნესია და პრაქტიკულად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 22 კლუბი იყვეს მუდმივად(თეორიულად და ლამის პრაქტიკულად ყველაზე ძლიერები არიან) და დანარჩენი ჩემპიონები 10 ადგილისათვის იბრძოლებენ.ჩაკეტილი სულაც არაა და რატომ ადარებს ავტორი ექვს ერს ვერ გამიგია. არ დაბლოკო იცოდე:)
სსსწც
ხოდა მატარებელმა ჩაიარა და დაკმაოფილდით შიდა ჩემპიონატით. ოღონდ წესიერად უნდა მართოთ.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა