10 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართება.

ორივე შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს და დიდი ალბათობით, დაძაბული ბრძოლები გველოდება.

მანჩესტერ იუნაიტედი-ბარსელონა

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი "ბარსელონაა", რომელთანაც 2009 და 2011 წლებში ორი ფინალი დათმო.

ფავორიტი აშკარად "ბარსელონაა". "წითელი ეშმაკების" ქომაგები რამდენიმე თვის წინ იმასაც ვერ იფიქრებდნენ, რომ მათი კლუბი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდოდა და პრემიერლიგის ოთხეულისთვის იბრძოლებდა, თუმცა პსჟ-ის გაგდების შემდეგ ოლე-გუნარ სოლსკიაერის უკვე ყველას სჯერა.

სოლსკიაერის ხელმძღვანელობით შესანიშნავი სტარტის შემდეგ "იუნაიტედს" მცირე კრიზისი აქვს - ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრიდან კლუბმა 3 მარცხი განიცადა. საპირისპიროს თქმა შეგვიძლია "ბარსელონაზე", რომელიც ოფიციალურ შეხვედრაში 16 მატჩია არ დამარცხებულა.

ლიონელ მესის ლა ლიგის ბომბარდირობა, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს. ის მთავარი ფავორიტია ჩემპიონთა ლიგაზეც. მას 8 გოლი აქვს, იმდენივე, რამდენიც რობერტ ლევანდოვსკის, თუმცა მისი "ბაიერნი" გათამაშებას უკვე გამოეთიშა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" კატალონიელებს დანაკლისით ხვდება, ტრავმის გამო მოედანზე ალექსის სანჩესს ვერ ვიხილავთ. კლუბს დაცვის ცენტრში დააკლდება ბაილიც.

"ბარსელონა" კი ინგლისს ოპტიმალური შემადგენლობით სტუმრობს. ერთადერთი, ვინც შეიძლება მათ დააკლდეთ, უსმან დემბელეა, თუმცა ერნესტო ვალვერდემ ის განაცხადში მაინც შეიყვანა.

ფაქტები

ამ კლუბებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 8 ოფიციალური მატჩი გამართეს და "იუნაიტედმა" მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა (4 ფრე, 3 მარცხი).

"ბარსელონამ" ბოლო 6 შეხვედრაში მატჩის უკანასკნელ 10 წუთში 9 გოლი გაიტანა.

ეს კლუბები ბოლო ორ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩში "ბარსელონამ" გაიმარჯვა.

10 აპრილი. ოლდ ტრაფორდი

მანჩესტერ იუნაიტედი-ბარსელონა 23:00

შემადგენლობები

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა, ეშლი იანგი, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ, მატიჩი, ერერა, პოგბა, ლინგარდი, მარსიალი, რაშფორდი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა, არტური, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო, სუარესი, მესი.

არ იქნებიან: ბაილი, დარმიანი, ალექსის სანჩესი, ვალენსია (ყველა - მანჩესტერი), რაფინია (ბარსელონა).

საეჭვოა: ერერა, მატიჩი, რაშფორდი (სამივე - მანჩესტერი), დემბელე (ბარსელონა).

აიაქსი-იუვენტუსი

არანაკლებ საინტერესო შეხვედრა გველოდება "იოჰან კრუიფის არენაზე", სადაც ახალგაზრდული "აიაქსი" თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, ტურინის "იუვენტუსს" მიიღებს.

"იუვემ" იტალიის ჩემპიონობა უკვე გაიფორმა. მას ამ შედეგის ოფიციალურად დასაფიქსირებლად მხოლოდ 1 ქულა აკლია, ამსტერდამელებს კი შიდა ჩემპიონატში სერიოზული ბრძოლა პსვ-სთან უწევთ.

სეზონის წინ, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ჰოლანდიური კლუბის "იუვენტუსთან" ტოლ-სწორად თამაში მოსალოდნელი იქნებოდა, თუმცა მადრიდის "რეალთან" ფანტასტიკური მატჩის შემდეგ ყველა მოუთმენლად ელოდება "აიაქსის" მომავალ გამოცდას.

თუმცა, "სამეფო კლუბისგან" განსხვავებით, "ბებერ ქალბატონს" კრიშტიანო რონალდო ეყოლება, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებში თამაშისას მიღებული ტრავმა მოირჩინა და თამაშს მოწყურებული გოლების გატანას ჰოლანდიელების კარში ეცდება.

"აიაქსს" მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰყავს მაზრუის სახით, რომელიც ამ ფორმაციის გუნდში შეუცვლელი მოთამაშეა, თუმცა ის დისკვალიფიცირებულია, შეტევაში კი ტენ ჰააგის გუნდს პრობლემები არ აქვს.

"იუვენტუსს" კი კაპიტანი ჯორჯო კიელინი და ემრე ჩანი დააკლდებიან.

ფაქტები

"აიაქსს" "იუვენტუსი" ოფიციალურ მატჩში არასდროს დაუმარცხებია (2 ფრე, 4 მარცხი).

"აიაქსს" ჩემპიონთა ლიგა (ჩემპიონთა თასი) 4-ჯერ აქვს მოგებული, მათ დღევანდელ მეტოქეს კი - 2-ჯერ.

ჰოლანდიელები ფინალში 2-ჯერ დამარცხდნენ, "იუვენტუსს" კი წაგებათა რეკორდი აქვს დამყარებული - 7 მარცხი ფინალში.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "აიაქსმა" ბოლოს საკუთარ მოედანზე 1995-96 წლების სეზონში დორტმუნდის "ბორუსიასთან" გაიმარჯვა.

10 აპრილი. იოჰან კრუიფის არენა

აიაქსი-იუვენტუსი 23:00

შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): ონანა, ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო, ვან დე ბიკი, შონე, დე იონგი, ტადიჩი, ნერესი, ზიეჩი.

იუვენტუსი: შესნი, დი შილიო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო, ბენტაკური, პიანიჩი, მატუიდი, მანჯუკიჩი, ბერნანდესკი, რონალდო.

არ იქნებიან: მაზრუი, ბანდე (ორივე - აიაქსი), კასერესი, ჩანი, კიელინი (იუვენტუსი).

საეჭვოა: ბარძალი, დუგლას კოშტა, პერინი (ყველა - იუვენტუსი).

ზურა
აიაქსი კარგი გუნდია მაგრამ ვფიქრობ ძალა აღარ ეყოფა ქალბატონის გასამკლავებლად
ამაშია საქმე
კრიშტიანომ თუ ტერმინატორი ჩართო და ფრენა დაიწყო იუვენტუს აიაქსი კი არა ვერავინ გააჩერებს.იგი 21 საუკუნის ყველაზე დიდი სპორტსმენია,თან მაგარი კაცი.
sormona
ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ბოლოს აიაქსმა ბორუსიას კიარა რეალს მოუგო სულ ახლახან :)
Merlo
ორივე ძალიან კარგი თამაში იქნება. თუ იცით, ბარსელონა რომ გავიდეს ნახევარფინალში, ლივერპული-პორტოს გამარჯვებულს ხვდება და პირველი მატჩი 30 აპრილს იქნება ბარსელონაში?
alex
1973 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი გახსოვთ?საიდან მოგაქვთ ეს სტატისტიკა,პროფესორებო???!!!
ნონა
ბარსა! გისურვებთ დღევანდელ თამაშში წარმატებას და შენი ერთგული ქომაგების გახარებას. ლეო შენ კი გისურვებთ, ლამაზი თამაშის ჩვენებას და ბურთების გატანას!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა