თბილისის "დინამოს" ახალი სეზონიდან ესპანელი სპეციალისტები წვრთნიან.

ოფიციალურად კლუბის მთავარი მწვრთნელი ფელის ვისენტეა, თუმცა მასთან ერთად გადაწყვეტილებებს ჩისკო მუნიოსი იღებს.

ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა დროს მომუშავე უცხოელი სპეციალისტები გაგვეხსენებინა და მათი შემდგომი კარიერა მიმოგვეხილა. მაშ ასე:

საქართველოს ჩემპიონატში არაერთ მწვრთნელს უმუშავია, ამიტომ გავიხსენებთ იმ სპეციალისტებს, რომლებიც ეროვნულ ლიგაში (უმაღლესი ლიგა) უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ასპარეზობდნენ:

რაინერ ცობელი (თბილისის დინამო)

გერმანელი სპეციალისტი თბილისურ კლუბს 2008 წლის 10 ივნისიდან 2009 წლის 23 მარტამდე წვრთნიდა. თბილისური კლუბის დატოვების შემდეგ ცობელი სამხრეთ აფრიკის, მოლდოვისა და ეგვიპტის ჩემპიონატის გუნდებს წვრთნიდა და არანაირი სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია. შემდეგ კი კარიერა გერმანულ კლუბებში გააგრძელა. დღესღეობით ის "ჰანზას" წვრთნის, რომელიც გერმანიის რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს.

ალექს გარსია (თბილისის დინამო)

ალექს გარსია თბილისის "დინამოში" "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდიდან აღმოჩნდა. მან თბილისური კლუბი 2011 წლის 1 ივნისს ჩაიბარა და ნახევარ სეზონში, 2012 წლის 30 იანვარს დატოვა.

საქართველოდან წასული გარსია კვლავ "ბარსელონაში" დაბრუნდა, ამჯერად მატჩების ანალიზატორად, 10 მატჩის განმავლობაში ესპანურ "საბადელს" წვრთნიდა, რომელიც ცუდი შედეგების გამო მალევე დატოვა და 2015 წლიდან კატალონიელთა სკაუტია.

დუშან უჰრინი უმცროსი (თბილისის დინამო)

ჩეხი სპეციალისტის მამა თბილისის "დინამოში" 2006-2008 წლებში მოღვაწეობდა, შვილი კი მის გზაზე 2012 წელს დადგა და კლუბს წელიწადნახევრის განმავლობაში წვრთნიდა.

თბილისური კლუბიდან წასვლის შემდეგ 3 ჩეხურ და 1 ბელორუსულ კლუბს წვრთნიდა. სხვადასხვა დროს "პლზენს", პრაღის "სლავიას" და ბოლესლავის "მლადას" ხელმძღვანელობდა. ამ მომენტისთვის კი უმუშევარია.

მიხაელ ბილეკი (თბილისის დინამო)

მიხაელ ბილეკი თბილისურ კლუბს სულ ორი მატჩის განმავლობაში წვრთნიდა და ორივეში დამარცხდა. ის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2014 წლის 1-დან 31 ივლისამდე იკავებდა.

შემდეგ ჩეხურ "ვიშოჩინასა" და "ჟილინას" ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 18 იანვრიდან ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელია და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

იურაი იარბაეკი (თბილისის "დინამო)

სლოვაკი სპეციალისტი თბილისის "დინამოს" 2016 წლის 27 იანვრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით ხელმძღვანელობდა და კლუბიდან წასვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და "ზლატე" ჩაიბარა. დღეის მდგომარეობით უმუშევარია.

ვიაჩესლავ გროზნი (თბილისის დინამო)

უკრაინელი სპეციალისტი თბილისურ კლუბში 2016 წლის 25 ოქტომბრიდან წასვლის შემდეგ ყაზახურ "ირტიშს" წვრთნიდა,

საქართველოს XXV ჩემპიონატში რომან პოკორა მეოთხე უცხოელი მწვრთნელია: თბილისის "დინამოს" ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი (უმცროსი) წვრთნის, "ზესტაფონს" - რატკო დოსტანიჩი (სერბეთი), ხოლო "ტორპედოს" - ჟერარდ სარაგოსა (ესპანეთი).

მსგავსი რამ კი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა 2002-03 წლების სეზონში ოთხი უცხოელი მწვრთნელი მოღვაწეობდა ჩვენთან: ივო შუშაკი (ხორვატია), ჯანი კარნევალე (იტალია), ალექსანდრ შტელინი (უკრაინა) და ლუის ცაკარიასი (პერუ).

საერთოდ კი, უკვე ნახსენები რვა სპეციალისტის გარდა, საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ათ უცხოელ მწვრთნელს უმუშავია: იოჰან ბოსკამპს (ჰოლანდია), რაინერ ცობელს (გერმანია), ალექს გარსიას (ესპანეთი), ანდრეი ჩერნიშოვს (რუსეთი), ვალდას ივანაუსკასს (ლიტვა), დუშან უჰრინ-უფროსს (ჩეხეთი), ჟოაო დე კამპუშს (ბრაზილია), ანატოლი პისკოვეცს, ვლადიმერ ზემლიანოის, ვიქტორ კაშჩეის (სამივე - უკრაინა).

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა