ინგლისის საგანაცხადო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ფიფას რამდენიმე წევრი "არაკორექტულ" და არაეთიკურ" საქციელში დაადანაშაულა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე ინგლისის საგანაცხადო კომიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა ლორდ დევიდ ტრისმანმა ფიფას ერთდროულად რამდენიმე წევრი "არაკორექტულ და არაეთიკურ" საქციელში დაადანაშაულა.

დევიდ ტრისმანმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოსვლისას ყველაფერი თქვა, რასაც ფიფას შესახებ ფიქრობს.

ტრისმანის თქმით, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ფედერაციის პრეზიდენტმა ტრინიდადში საფეხბურთო სკოლების მშენებლობისთვის 2.5 მილიონი ფუნტი მოსთხოვა, სამხრეთ ამერიკის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკოლას ლეოსმა კი სთხოვა "მსოფლიო ფეხბურთის წინაშე დამსახურებისთვის" დაეჯილდოებინა. ლორდ ტრისმანმა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რიკარდო ტეშეირტაც დაადანაშაულა. მისი თქმით, როდესაც ტრისმანს ჰკითხა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ქვეყნის პრეზიდენტს ლულა და სილვას ინგლისის კანდიდატურისადმი, მან უპასუხა: "ლულა აქ არაფერ შუაშია. მოდი და მითხარი, რას მომცემ".

ტრისმანმა ისიც გაიხსენა, რომ ტაილანდის ფედერაციის ხელმძღვანელმა ვორავი მაკუდიმ ინგლისსა და ტაილანდს შორის ამხანაგური მატჩის ტრანსლაციის უფლებისთვის დაჯილდოება სთხოვა.

ტრისმანმა ლორდთა პალატის სპეციალურ კომიტეტს განუცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, ინგლისს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისთვის ქრთამის მიცემის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვების შანსი ჰქონოდა. 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე ინგლისის გაანცხადი გასული წლის დეკემბერში ჩავარდა. ჩემპიონატის ჩატარების უფლება რუსეთმა მოიპოვა, ყატარი კი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად აირჩიეს.

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის