ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ბრავო - "აიაქსმა" "რეალს" "იუვენტუსიც" ზედ მიაყოლა! [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ბრავო - "აიაქსმა" "რეალს" "იუვენტუსიც" ზედ მიაყოლა! [VIDEO]

16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "აიაქსმა" სტუმრად "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მართლაც კარგი გუნდია "აიაქსი". ჯერ "რეალს" რა დღე აყარა და ახლა იგივე "იუვენტუსს" დამართა. დებიუტში პოზიციური თამაში მიდიოდა და პირველი მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ ნერესმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა რონალდომ და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, ვან დე ბეკმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამსტერდამულმა გუნდმა მძლავრად შეუტია და შესნიმ ზიეშსა და ვან დე ბეეკს არ დაანება გოლის გატანა, ხოლო იმავე ზიეშს კარის წინ ბოლო მომენტში პაიანიჩმა ვარდნაში აართვა ბურთი. ჰოდა, უნდა გაეტანა "აიაქსს" და გაიტანა კიდეც - დე ლიხტმა შესნის კარი დალაშქრა.

მაინც არ დაცხრა ჰოლანდიური გუნდი, ნერესმა კარის აღების კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მერე ზიეშმა ცხრიანში ჩააჭედა ბურთი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩათვალა. საბოლოოდ 1:2 და ტენ ჰაგის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ასე და ამრიგად, ჩვენ დიადი "აიაქსის" აღორძინების მომსწრენი შევიქენით.

რონალდო 2010 წლის შემდეგ პირველად არ ითამაშებს ამ ტურნირის ნახევარფინალში.

"აიაქსმა" ამ სეზონში 155 გოლი გაიტანა და 2009/10 წლების სეზონში დამყარებული თავისი საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 32 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

"აიაქსი" პირველი გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "რეალსაც" სძლია და "იუვენტუსსაც".

ტურინი. "ალიანც სტედიუმი". 41 445 მაყურებელი

იუვენტუსი - აიაქსი 1:2

გოლები: 1:0 რონალდო (28), 1:1 ვან დე ბეეკი (34), 1:2 დე ლიხტი (67)

იუვენტუსი: შესნი, რუგანი, სანდრო, დე შილიო (კანსელუ 64), ბონუჩი, ჩანი, პიანიჩი, მატიუიდი, ბერნარდესკი (ბატანკური 80), რონალდო, დიბალა (კინი 46)

აიაქსი: ონანა, ბლინდი, დე ლიგტი, ველტმანი, მაზრაუი (სინგკრავენი 11, მაგალიანი 82), ვან დე ბეკი, ზიეში (ჰუნტელაარი 88), ტადიჩი, შენე, ნერესი, დე იონგი

• beso

თქვენ გეტყობათ როლანდოს ფანი ხართ და ყველანაირად ცდილობთ გუშინდელი მარცხის გამართლებას. ძალიან უსუსური კომენტარია. აიაქსის გუნდს ყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები მონდომებულები და ენერგიულები, რაც თამაშის ხარისხშიც აისახა და ამის დანახვა უბრალოდ არ გინდათ. კიდევ კარგი ტოტალიზატორები არსებობს თორემ ვის გაადაბრალებდით ამ მარცხს.

• სადღაა ფეხბურთი???

დავიწყებ იმით, რომ არც იუვეს ბალეშიკი ვარ და არც აიაქსის.. აიაქსი მართლაც კარგი გუნდია, მაგრამ სად იუვე და სად აიაქსი? თქვენ რა მართლა გჯერათ რომ აიაქსმა იუვე პატიოსნად გააგდო?)))) კარგით ხალხო რა, რა გჭირთ, დროა უკვე თვალები გაახილოთ... ფეხბურთი აღარ არსებობს და ეგ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესია... მე არ ვიძახი რომ იუვემ თამაში თავისით გაყიდა, ეგ ყველაფერი მოდის უეფადან და გუნდები ჩართულები არიან მაგ სიბინძურეში.. იქნებ ისიც მითხრათ რომამ რო ბარსელონას 4-0 მოუგო (3-0 ის მერე) ეგ თამაშიც პატიოსნად ჩატარდაო)))))) მანდ ბარსელონამ ვალი დააბრუნა როდესაც პსჟ გააგდო 7-1 ით))) უბრალოდ ხალხს აჩვევენ რომ ვითომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება... კი გააგდო აიქსმა იუვე, მაგრამ თუ არ ითამაშებს იუვე ეგრე თბილისის დინამოც გააგდებს... რეალურად ფეხბურთი ვისაც ესმის, იმან იცის რომ აიაქსისნაირ გუნდებთან თამაში, რომელიც გახსნილ ფეხბურთს თამაშობს, იუვეს ყველაზე მეტად უადვილდება... 10 დან 10 თამაშს მოუგებს იუვე აიაქს, უბრალოდ გუშინ ეგრე იყო საჭირო და მოხდა ის რაც მოხდა)))) იმხელა ფული ტრიალებს მაგ სფეროში, ელემენტარულად მაგიტომ არ უნდა გჯეროდეთ რომ პატიოსნად ტარდება ყველაფერი.... 21 საუკუნეა, ხალხი ფულის გამო ყველაფერს აკეთებს და მაგას ვინ მიუშვებს თავის ნებაზე??? საქართველოში რომ იჭერენ გარიგებულ თამაშებზე ხალხს, გოლებს რო შიფრავენ და რო აღმოჩნდება ხოლმე რომ განზრახ წააგეს თამაში, თქვენ რა, ეგ ქართველების მოგონილი გგონიათ?))))) მე არ ვიძახი რო რამდენი ფავორიტი წააგებს იმდენი ჩაწყობილი იყოთქო, მაგრამ თამაშს ეტყობა ხოლმე რა... იუვეს გუშინ 2 კარში დარტყმა ქონდა როდესაც მოგება ჭირდებოდა, და ვისთან აიაქსთან?? ))))) კარგით რა ნუ მაცინებთ, ნუ ხართ ეგეთი გულუბრყვილოები, 21 საუკუნეა და სადაც დიდი ფული ტრიალებს ყველგან მიდის ხელების ფათური ეს ხომ 2*2 =4 ია !!! ძააან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია ისეთის, სადაც ვერ შემეკამათებით, უბრალოდ ადამიანს თუ არ უნდა არ დაიჯერებს... წარმატებებს გისურვებთ :)

• ATP 17

ეს სპორტული საიტია თუ ჩეკას ცენზურის განყოფილებაა , თქვენი მოწონების მიხედვით რომ უშვებთ კომენტარებს ?!

• ლაშა

რონალდოზე გაბოროტებულ მასას იუვეს გავარდნა უხარია, რაც ძალიან დასანანია, რადგან ბარსა-იუვეს თამაშის სიამოვნება აღარ გვავს წინ. არადა რა მაგარი იქნებოდა მესი-რონალდოს ხილვა პირისპირ. აიაქსი ნამდვილად იმსახურებდა კონკრეტულად ამ თამაშის მოგებას.

• Geo_Dinamo

ბრავო აიაქს. მე არ მინახავ ბოლო 2-3 წელი ასე რომელიმე გუნდს ეჯობნა იუვესთვის ორივე თამაში. ეს ბიჭები ფანტასტიკურად თამაშობენ. მინდა 1/2 ფინალი აიაქსი-სიტი ჩემი აზრით ღია ფეხბურთით გვარდიოლა აიაქსთან კისერს მოიმტვრევს და თვით ბარსაც არ Eტამაშება ამ აიაქს ღია თამაშს. მე მჯეროდა რომ იუვეს ვერ გაუძლებდა აიაქსი, მარა ეს ფანტასტიკური გუნდია. საწყენია რომ მომავალ წელს დაანაწევრებენ და დაფლეთავენ ამ გუნდს. თვითონ ამ გუნდს შეუძლია დაფლითოს მთელი ევროპა. ბრავო ფანტასტიკური აიაქსს.

• V

ძალიან მაგარი და ნიჭიერი, სიმპატიური ფეხბურთის გუნდია აიაქსი, მართლა ერთი სიამოვნებაა ამათი თამაშის ყურება, იმსახურებდნენ გასვლას და ნამდვილად არ ვაკნინებ მათ თამშს, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ალეგრის უნიჭობის და ხისთავიანობის ბრალი უფროა იუვეს გამოვარდნა ამ 1/4 ფინალიდან, 3 გადაბმული პასი ვერ გააკეთა გუნდმა 90 წუთი, მეგონა ჩვენი ნაკრების თამაშს ვუყურებდი. ის ერთი გოლიც როგორ გაიტანეს ძალიან გასაკვირია და ისევ რონალდოს "სინდისზეა" ეგეც. გაუთლელი მწვრთნელია ალეგრი აბა რა არის, სერია ა-ს ძოძუაშვილიც მოიგებს ამ იუვეთი და ამისთვის რონალდო სულ არ დაჭირდება. პ.ს. გილოცავთ იუვეს ფანებო, ალეგრიმ თქვა ვრჩებიო და ანიელიმაც დაადასტურა ალეგრი რჩებაო. ისევ ფროსინონესთან და სასუოლოსთან 1-0ების გაწურვის ყურება მოგიწევთ. მე პირადად ამის ყურებას აღარ ვაპირებ :)))

• ATP 17

თანამედროვე სპორტული და არამარტო , მარკეტინგული და ბიზნეს ინტერესების გამო , რა გუნდი იშლება , ერთი სიამოვნებაა ამათი თამაშის ყურება . სამწუხაროდ ტოტალიზატორმა შეცვალა ჭეშმარიტი თეხბურთის გულშემატკივრობის განცა . ერთხელ იქნება ისე , სიამოვნებისთვისაც უყუროთ თამაშს . მე პირადად , ძალიან მიხარია , როცა ფულით გაძეძგილ ტომრების გუნდებს , ასე აბითურებენ , საკუთარი გაზრდილი ფეხბურთელებით . ვითომ ტოპ-კლუბების უმეტესობა , ათწლელში ერთხელ ერთ საშუალო დონის ფეხბურთელსაც კი ვეღარ ზრდის . მე მომხრე ვარ თითოეული კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტი , არ აღემატებოდეს , 50 ლიმონს და ვალდებულება ჩაუდო საკუთარი გაზრდილი სულ მცირე , 7 ფეხბურთელი განაცხადში . აი მაშინ დაბრუნდება ჭეშმარიტი ფეხბურთი . მაგრამ , ამის მეთვითონ არ მჯერა . ბრავოო აიაქსს , კრუიფის სული ყოველთის იტრიალებს ამ კლუბში .

• ფენომენო

რა გაყიდულია: რას ლაპარაკობთ ვინ გაგაყიდიებს თამაშს თან ასეთ გადამწყვეტ თამაშს დამსახურებული მოგება აიაქს და დამსახურებული მოგება ბარსას. ისე დღეს რას ფიქრობთ რა მოხდება.

• შაკოიუვე

ბრავო აიაქსს!

• ხიხო

თამაში რომ გაყიდო მინიმუმ 30-40 კაცი უნდა იყოს საქმის კურსში.. გუნდის პრეზიდენტი, მწვრთნელები, ფეხბურთელები.. მყიდველი გუნდის ხალხი იგივე რაოდენობით, ვიღაც აუცილებლად ჩაუშვებს. ასე, რომ მოეშვით ზღაპრების მოყოლას, საჩხერეში ხომ არ გგონიათ თავი? საქმე თუ გასკდა სამუდამოდ მოუწევთ ფეხბურთისთვის თავის დანებება.. ასეთ რისკზე ევროპაში არავინ წავა, მითუმეტეს მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები.

• გიორგის

:))))))))) ეს სუპერვარსკვლავი თამაშის გასაყიდად დაასვენეს ბოლო თამაშები უეჭველი.

• ერთი დანამდვილებით ვიცი...

იუვე პროცესის გუნდია, აიაქსი სათასო. ათიდან შეიძლება აიაქსმა ერთი მოუგოს, მაგრამ ის ერთი იქნება გადამწყვეტი. ამიტომ გაუჭირდებათ თასის მოგება იუვეს, პსჟ-ს, სიტის და მსგავს პროცესის გუნდებს.

• დათ

სად ნახე პენალტი პრაფესორა

• აკაკი

როდესაც რონალდომ სიმეონეს უპასუხა პროვოკაციით იგივე ჟესტით მაშინ დავწერე რომ რონალდო დაისჯებოდა და დაისაჯა კიდევაც როგორც სიმეონეს მოუვიდა და ღირსიც იყო ...გაყიდული იყოვო აქ წერენ სასაცილოა რატო მაშინ არ იყო გაყიდული ატლეტიკოს რომ მოუგო იქნებ იქ არ ითამაშა ატლეტიკომ.გადაახიეს ბურთი მეორე ტაიმში აიაქსის ახალაგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელებმა,მატუიდიმ ვერ ითამაშა როგორც თამაშობს იმ დონეზე და შედეგიც სახეზეა და არამარტო მატუიდიმ აიაქსს მინიმუმ ორი კიდევ უნდა გაეტანა...

• Dato

პრაფესორ ოჯახის სიამაყე

• Tbiliseli

წავიდა ტოტალიზატორა ხალხის კომენტარები :D იიი გაყიდული იყო :D ხო რონალდო იყიდეს იმისთვის რო მერე ლიგაზე თამაში გაეყიდათ)))) აბა სერია ას ისედაც იგებენ და რისთვის იყიდეს? :D რა თამაში გაყიდეს რეების გჯერათ, შეეგუეთ რო წააგო იუვენტუსმა და ბილეთმა გაგიტეხათ :D :D :D :D

აიაქსი კარგი გუნდია ნამდვილად, მაგრამ იუვე რომ ალეგრის აბდაუბდა ტაქტიკას (უტაქტიკობას) შეეწირა ფაქტია. კაცმა ხომ ვერაფერი დაასკვნა პირველი თამაშის შემდეგ, და ვერც პირველი ტაიმის მერე გაერკვა და ისეთი შეცვლები გააკეთა უარესი გახდა გუნდი. იუვეს კარში ნორმალურად არ დაურტყავს მეორე ტაიმში და საერთოდ მწვავე შეტევაც კი არ გაუკეთებია, რის ხარჯზე უნდა მოეგო, რონალდოს და კინის? და ბურთი რომ არ აღწევდა მათთან? მოკლედ ჩაისვარა ალეგრიმ ბოლომდე.

• აკაკი

ვულოცავ აიაქსს ძალიან მაგარი გუნდია ყოჩაღ სამაგალითოა.....

• Bavarieli

ბავარიამ გაყიდა ორივე თამაში ვერ მოუგო რეალმა გაყიდა სახლში რო განადნურდა თურმე იუვესაც გაუყიდია ეხლახან გავიგე

• Gu

იუენტუსმა უნდა ისწავლოს მსაჯის დახმარების გარეშე თამაში. რამდენი 100% პენალი არ დაუდიათ იუეს კარში??? ასე რომ მსაჯობაზე საუბარი ზედმეტია

• იკა

ყველა თამაში რაც არ მოგეწონება გაყიდული ვერ იქნება, მაგრამ პირველად ვნახე ესეთი აშკარა მხარდაჭერა მეორე გუნდის წინააღმდეგ

ერთი ორი თამაშები იყო რომელიც უეფამ უნდა გამოიძიოს, ეს ბოლო დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს განსაკუთრებით, იყო პსჟ მანჩესტერის მესამე გუნდის თამაშიც

• გიორგი

კი რონალდუ მაგიტომ იყიდეს რომ მერე ასე ,,გაეყიდათ” თამაში:))) ძაან ლოგიკურია, თანაც რა უნდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის გაყიდვას, ძაან მარტივია:))

• აკაკი

არ დაიწყოთ ეხლა პენალტიო ერთი ტაიმი კიდევ რომ ეთამაშად აშკარად ჩანდა იუვენტუსი არაფრის გამკეთებელი იყო უკეთესი გავიდა შემდეგ ეტაპზე...ვაღიაროთ ყველამ

• ირაკლი

ძაან საეჭვო თამაში იყო, იუვენტუსს იმის ნახევარი რომ ეთამაშა რაც ატლეტიკოსთან 5 0 მოიგებდა და საქმეც ეგაა არ ითამაშეს თუ არ შეეძლოთ გამოუცდელ ბავშურ გუნდთან თამაში, სულ ვერიდები გაყიდვებზე დაწერებს

5 წუთის დამატება პირველ ტაიმს და მისი ნახევარიც არა მეორეს, როცა ხუთმეტი წუთით თამაში შეჩერებულია, იუვენტუსის არასერიოზული თამაში, გარდაუვალი პენლის არ დანიშვნა და არც სერიოზულად გაპროტესტება,მერე უკვირთ თამაშის გაყიდვებზე რატომ ლაპარაკობენო, ვის ეპარება ეჭვი, იუვენტუსის მესამე გუნდად არ ღირს აიაქსი

• ზურა

თავიდან დავწერე რომ ვერ მოერეოდა აიაქსი იუვეს მაგრამ რაც გააკეთა ამ ახალგაზრდულმა კლუბმა აპლოდისმენტების ღირსია და აღფრთოვანებული ვარ მათი თამაშით, მხოლოდ იმაზე დამწყდა გული რომ მესი და რონალდოს ჯახი მინდოდა მენახა, კარგი სანახაობა იქნებოდა

• barsa

ქედი მოიხარე მეპესტან პენო!

[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]

"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე

22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]

Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა

37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა

კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება