ფილიპინელი მენი პაკიაოსა და ამერიკელი შეინ მოზლის ბრძოლის წინ საინტერესო რეიტინგი გამოქვეყნა ჟურნალმა "რინგმა".
ფილიპინელი მენი პაკიაოსა და ამერიკელი შეინ მოზლის ბრძოლის წინ საინტერესო რეიტინგი გამოქვეყნა ჟურნალმა "რინგმა". მან შეადგინა ათი მოკრივის სია, რომლებიც ყველაზე მეტ ჰონორარს იღებენ რინგზე გასვლისთვის. ასევე შეადარა ამ მებრძოლების დღევანდელი შემოსავალი იმასთან, რაც მათ კარიერის დასაწყისში ჰქონდათ. როგორც "რინგის" ჟურნალისტი წერს, ამ კვლევას კონკრეტული მიზანი ჰქონდა - ჟურნალს აინტერესებს, უახლოესი ერთ-ორი წლის განმავლობაში რა ხარისხის ბრძოლების ხილვა შეეძლებათ კრივის მოყვარულებს.

10. ანტონიო მარგარიტო

ანტონიო მარგარიტომ პოლ უილიამსთან ბრძოლისთვის მილიონი დოლარი მიიღო, პაკიაოსთან შარშანდელი ჩხუბისთვის - 6 მილიონი. მართალია, ამ თანხისთვის მან კინაღამ ორივე თვალი დაკარგა და რამდენიმე კბილის გარეშე დარჩა, სამაგიეროდ, ახლა ფული იმდენი აქვს, შეუძლია პლასტიკური ოპერაცია გაიკეთოს. მთავარია, პაკიაოს აღარ გადაეყაროს რინგზე.

9. მიგელ კოტო

მიგელ კოტოს ყოველთვის კარგი ჰონორარი ჰქონდა, მაგრამ რიკარდო მაიორგასთან ბოლო ბრძოლისთვის მხოლოდ მილიონი მიიღო. შემდეგი იქნება რევანში მარგარიტოსთან. მიგელი დაახლოებით 5 მილიონის აღებას აპირებს (გაყიდული სატელევიზიო უფლებების გაუთვალისწინებლად). თუმცა არ არის გამორიცხული, ამ ბრძოლის გამარჯვებულმა კიდევ უფრო მეტი თანხა გამოიმუშავოს, წაგებულს კი ასეთი პატივი არ ერგება. კოტო რეიტინგში მაღლა დგას, ამიტომაც წინა ბრძოლებში საშუალოდ უფრო მეტს იღებდა. მაგალითად, მარგარიტოსთან პირველ ბრძოლაში გარანტირებული 3 მილიონი ჰქონდა, მექსიკელს - 1.5 მილიონი.

8. ხუან მანუელ მარკესი

ხუან მანუელ მარკესი კარიერის პირველ ეტაპზე საუკეთესო შემთხვევაში 50 ათასს იღებდა, როგორც ეს მაიდანასთან ბრძოლაში იყო. პაკიაოსთან პირველმა ბრძოლამ ნახევარი მილიონი მოუტანა, 4 მილიონი - ფლოიდ მეივეზერთან წაგებული ჩხუბისთვის. ასეთ სიტუაციაში მისთვის წამგებიანია არაპრესტიჟული ბრძოლები. უკეთესი იქნება დაელოდოს პაკიაოსთან მესამე ბრძოლას. შემდეგ? ამის შემდეგ ის დათანხმდება მორალესთან ჩხუბს. სხვათა შორის, ოდესღაც მარკესმა მორალესთან 1.5-მილიონიან ჩხუბზე თქვა უარი და კრის ჯონსს შეხვდა 30 ათასისთვის. თან წააგო.

7. სერხიო მარტინესი

სერხიო მარტინესის ჰონორარი სტაბილურია: პოლ უილიამსთან - ერთი მილიონი, კელი პავლიკთან - ამდენივე, ძინძირუკთან - 1.2 მილიონი. რა თქმა უნდა თანხის ოდენობა შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ არგენტინელს პერსპექტივები გააჩნია. ამისთვის საჭიროა რინგზე ფლოიდ მეივეზერის შეტყუება. რაც შეეხება პაკიაოს, მან უკვე თქვა უარი მარტინესთან შეხვედრაზე. შესაძლებელია მარგარიტოსთვის რევანშის აღება ან უილიამსთან მესამე ბრძოლის ჩატარება. ერთი ცხადია - იაფი ბრძოლები აღარ იქნება.

6. ბერნარდ ჰოპკინსი

ბერნარდ ჰოპკინსი ხარბი მოკრივეა და ამას მისთვის დიდი ფული მოაქვს. ჟან პასკალთან მომავალი რევანშის საჰონორარო ფონდი სულ რაღაც 1.9 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ცოტაა იმ ადამიანისთვის, ვინც ოსკარ დე ლა ჰოიასთან ბრძოლისთვის 15 მილიონი მიღო, ტრინიდადთან ჩხუბისთვის - 2.75 მილიონი, ჰოვარდ ისტმენთან - 3.8 მილიონი. თუმცა ეს არც არის გასაკვირი - ბოლოს და ბოლოს, ჰოპკინსი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო. მისი ბოლო ჰონორარი როი ჯონსთან მატჩ-რევანშისთვის 2 მილიონ დოლარს უდრიდა. სხვათა შორის, კარიერაში პირველი ჩხუბისთვის ბერნარდმა 350 დოლარი გამოიმუშავა.

5. დევიდ ჰეი

დევიდ ჰეი წყალს ამღვრევს. ზუსტად არავინ იცის, რა თანხას მიიღებს სკანდალური ბრიტანელი ვლადიმერ კლიჩკოსთან ბრძოლისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა საერთოდ გაიმართა. თუმცა თანხა ნაკლები არ იქნება იმაზე, რაც ბრიტანელმა თანამემამულე ოდლი ჰარისონთან ჩხუბისთვის მიიღო - 5.6 მილიონი.

4. შეინ მოზლი

შეინ მოზლი საკმაოდ ძვირი ღირს. ის ადრეც ფასობდა, რადგან ტელეკომპანია HBO-ის ერთ-ერთი საყვარელი მოკრივე იყო. 4.5 მილიონი დე ლა ჰოიასთან ერთი ჩხუბისთვის და თითქმის ამდენი - მეორესთვის. 4.5 მილიონი უინკი რაიტთან ორი ბრძოლისთვის. 2009 წლის მაისში მეივეზერთან წაგებული ბრძოლის ჰონორარმა 6.7 მილიონი დოლარი შეადგინა. დადასტურებული ინფორმაცია არ არის, მაგრამ წინა კვირას პაკიაოსთან ჩხუბისთვის 5 მილიონი გამოიმუშავა.

3. ძმები კლიჩკოები

სადებიუტო ბრძოლებში ძმები კლიჩკოების ჰონორარი სასაცილო იყო. მაგალითად, ვლადიმერმა ბრიუსტერთან შეხვედრაში 531 ათასი დოლარი დაიმსახურა, უილიამსონთან ჩხუბისთვის - 300 ათასი. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. 3 მილიონი ევრო ტელეკომპანია RTL-სგან ყოველი ჩხუბისთვის, 1-1.5 მილიონი ბილეთების რეალიზაციიდან, ნახევარი მილიონი მთელს მსოფლიოში ბრძოლის ტრანსლიაციის გაყიდვიდან, 2 მილიონი ჩხუბის დროს რეკლამის გაშვებისთვის. რა თქმა უნდა, ძმებს გასავალიც აქვთ - თანხას უყოფენ ბიზნეს-პარტნიორებს. და მაინც, ჰონორარები ძალიან მაღალია.

2. მენი პაკიაო

მაგრამ მენი პაკიაო უკრაინელებზე მეტს იღებს. თავის დროზე მარკესთან მეორე ბრძოლისთვის 3 მილიონი გამოიმუშავა, შემდეგ კი 13-13 მილიონი მიიღო ჰატონთან და კოტოსთან შეხვედრებისთვის, 15 მილიონი შეადგინა კლოტისთან ჩხუბის შემოსავალმა, 20 მილიონი მარგარიტოს გალახვისთვის. თან ჩვენ არ ვიცით "ნაიკთან" და ლუდ San Miguel-თან კონტრაქტების ოდენობა. ასე რომ, ფილიპინელს ფლოიდ მეივეზერთან ჩხუბი მძაფრი შეგრძნებებისთვის თუ სჭირდება - მისი ფინანსური მდგომარეობა ძალიან მყარია.

1. ფლოიდ მეივეზერი

ფლოიდ მეივეზერმა 2007 წელს ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენების სიაში წინ მხოლოდ ტაიგერ ვუდსი (128 მლნ), ფილ მიკელსონი (62 მლნ) და ლებრონ ჯეიმსი (40.5 მლნ) გაუშვა. მაგრამ დღეს ამ რეიტინგში პაკიაოს ვხედავთ, ფლოიდს - აღარ. ამბობენ, რომ წინა რიცხვებიც გადაჭარბებული იყო. მაგალითად, არ მიუღია 20 მილიონი რესტლინგში მონაწილეობისთვის. ეს ორჯერ ამცირებს საერთო თანხას.

1.5 მილიონი კორალესთან ჩხუისთვის, 3.2 - გატისთან, 5 - ჯუდასთან, 25 - დე ლა ჰოიასთან, 30 - მარკესთან. სწორედ ამ ბოლო ბრძოლის გამო უსწრებს ამ რეიტინგში ფლოიდი მენის. მეივეზერისა და მარკესის ჩხუბი თითქოს უინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ ამერიკელმა 30 მილიონი გამოიმუშავა - არაფრის გამო. ფასიან საკაბელო არხებზე ბრძოლის ხილვისთვის მილიონმა ადამიანმა გადაიხადა ფული. შედარებისთვის, მარკესისა და პაკიაოს ბოლო ბრძოლა 400 ათასმა კაცმა შეუკვეთა. მეივეზერისა და დე ლა ჰოიას ბრძოლის გახვაც უფრო მეტ მაყურებელს სურდა, ვიდრე ოსკარისა და მენის დაპირისპირების. ჰატონთან ბრძოლაც ფლოიდმა უკეთ გაყიდა, ვიდრე ფილიპინელმა. მოზლისთან ბრძოლისთვის ფლოიდმა გარანიტრებული 22.5 მილიონი მიიღო და თან 1.4 მილიონ კაცს მიჰყიდა ჩვენების უფლება. მისმა საერთო შემოსავალმა 30 მილიონი შეადგინა. ჯერჯერობით უცნობია, რა მაჩვენებელი დააფიქსირდა პაკიაომ გასულ კვირას იგივე მეტოქესთან ბრძოლაში.

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე