ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლორდი ტრისმენი მექრთამეების წინააღმდეგ

ლორდი ტრისმენი მექრთამეების წინააღმდეგ

ფიფა თხემით ტერფამდე დამპალი ორგანიზაცია ყოფილა - თუ ის, რაც ლორდმა ტრისმენმა თემთა პალატის წინაშე ბრძანა მართალია
ფიფა თხემით ტერფამდე დამპალი ორგანიზაცია ყოფილა - ყოველ შემთხვევაში, თუ ის, რაც ინგლისელმა ლორდმა ტრისმენმა თემთა პალატის წინაშე ბრძანა მართალია, მაშინ ასე თქმის სრული უფლება გვაქვს.

ლორდი ტრისმენი, 2008-2011 წლებში თავისი ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე გახლდათ. გარდა ამისა, ინგლისი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის მისი ხელმძღვანელობით იბრძოდა. და აი, ეს, საქმეში უკიდურესად ჩახედული ადამიანი ბრძანებს, რომ ფიფას აღმასკომის ექვსი წევრი მექრთამეა. ისინი მას ფულს სთხოვდნენ და სანაცვლოდ 2018 წლის მუდიალის მასპინძლობას ჰპირდებოდნენ.

სურათს ის ამძიმებს, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით ცალკე გამოძიება მიმდინარეობს - გაჩნდა ეჭვი, რომ კიდევ ორ დიდმოხელეს ყატარელებმა მისცეს ქრთამი. ლაპარაკია ისა ჰაიატუსა და ჟაკ ანუმაზე. პირველი კამერუნელია, მეორე კი კოტ დ’ივუარელი. როგორც თემთა პალატისთვის გაზეთ „სანდი თაიმსის“ ჯერაც გამოუქვეყნებელი მასალებიდან გახდა ცნობილი, მათ ყატარისთვის ხმების მისაცემად 1,5 მილიონი დოლარი გამოურთმევიათ. ახლა ამას დაამეტეთ, რომ ფიფას აღმასკომის სხვა ორი წევრი უკვე მოკვეთილია (მათაც გაზეთებმა გაუხეთქეს საქმე) და მივიღებთ, რომ დეკემბრის თვეში, ციურიხში, რუსებსა და ყატარელებს, 2018 და 2022 წლების მუნდიალები, არც მეტი არც ნაკლები, დანაშაულებრივი გზით მიუთვისებიათ.

ინგლისის პარლამენტის წევრმა დემიენ კოლინზმა თქვა: „სანდი თაიმზის“ მიერ მოგროვილი მასალების თანახმად, ისა ჰაიატუმ და ჟაკ ანუმამ მილიონნახევარი დოლარი აიღეს და კენჭისტრის დროს ხმა ყატარს მისცეს. ამავე საქმეში ნახსენებია აფრიკის კონტინენტის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნიგერიელი ამოს ამადუ, თუმცა მას ხმის უფლება ჩამოართვეს“.

ტრისმენმა, რომელიც უკვე ორჯერ გამოვიდა პარლამენტარების წინაშე ფარდა ახადა ფიფას აღმასკომის წევრთა კვარტეტისა და მის ურთიერთობას. მან ახსენა ტრინიდადელი ჯეკ უორნერიც. ამ ადამიანმა ინგლისელთა პროექტი ყველაზე მეტად გააკრიტიკა, თუმცა ციურიხში, კენჭისყრის წინ პრინც უილიამს პირობა მისცა, რომ ხმას სწორედ ინგლისს მისცემდა.

ტრისმენი იგონებს, რომ 2009 წლის ოქტომბერში, უორნერმა მას და პრემიერლიგის თავმჯდომარე სერ დეივ რიჩარდსს უთხრა, ტრინიდადში 2,5 მილიონ ფუნტად საგანმანათლებო ცენტრის აშენებას ვაპირებ და მინდა, რომ ეს თანხა თქვენ გამოგართვათ. კარგი იქნება თუ მას პირადად მე მომცემთ, მე კი გარანტიას გაძლევთ, რომ ის მხოლოდ დანიშნულების მიხედვით დაიხარჯებაო. იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც უორნერმა ინგლისელებს ფული სთხოვა. ეს უკვე ჰაიტის მიწისძვრის შემდეგ მოხდა. უორნერს 500 ათასი ფუნტი უნდოდა, რათა, როგორც თავად ამბობდა, სატელევიზიო უფლებები შეესყიდა და მის ხალხს მსოფლიოს ჩემპიონატი ენახა.

ლორდი ტრისმენი ერთ მეტად სახალისო ამბავსაც ჰყვება. ის ამბობს, რომ პარაგვაელმა ნიკოლას ლეოსმა პრინც უილიამთან სადილობის დროს ინგლისის მომავალ მონარქს... სერის ტიტული ანუ ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდება სთხოვა. როგორც ჩანს ლეოსს ფული არ აკლია.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტ რიკარდო ტეიშეირას ტრისმენი 2009 წელს, ყატარში, ბრაზილიისა და ინგლისის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის შემდეგ შეხვდა. მაშინ ტრისმენს კოლეგისთვის მისი ქვეყნის პრეზიდენტ ლულასთან შეხვედრა უთხოვია - 2018 წლის მუნდიალთან დაკავშირებით მოლაპარაკება სურდა. ტეიშეირას პასუხი ასეთი იყო: „ლულას არავინ ჰკითხავს. თუ რამე გინდათ, ჩემთან მოდით, ოღონდ ჯერ მითხარით ჩემთვის რა გექნებათ“.

და კიდევ ერთი - შეხვედრა ტაილანდელ ვორავი მაკუდისთან, რომელთან ურთიერთობის ეშხითაც ინგლისელებმა სისულელე ჩაიდინეს და ბანგკოკში სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრას დაყაბულდნენ. ეს თამაში, წესით, ახლა, ივნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ციურიხის ფიასკოს შემდეგ გადაიდო. მაკუდის ტრისმენისთვის ამ შეხვედრის ტრანსლაციის უფლება უთხოვია - პირადად უნდოდა მთელი შემოსავალი დარჩენოდა.

ერთი სიტყვით, დეკემბერში, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში, ინგლისელებმა მხოლოდ ორი ხმა მიიღეს. ერთი თავად ინგლისელმა ჯეფ ტომსონმა მისცა, მეორე კი ზემოთ უკვე ნახსენებმა ჰაიატუმ, რომელსაც ყატარელებისგან ფულის აღება ედება ბრალად.

თემთა პალატაში ლორდი ტრისმენის მონაყოლმა გააჩინა ბუნებრივი კითხვა - რატომ არ მიმართა თავად ფიფას დაუყოვნებლად? ლორდმა უპასუხა, რომ სანამ ციურიხში კენჭისყრა არ ჩატარდა, მანამდე სკანდალის ატეხვა ვერ გაბედა, რადგან შეეშინდა, რომ მის გამო ინგლისს პროექტს ჩაუგდებდნენ.

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა, რომელიც მეოთხე ვადით აპირებს თანამდებობაზე დარჩენას თქვა:

„თუ ეს ყველაფერი მართალია, მაშინ ბრძოლაში ჩავებმები. მე ვალდებული ვარ ფიფას გასაწმენდად, ფიფასთვის ვიბრძოლო. პირადად ამა თუ იმ პიროვნებაზე კი ვერაფერს ვიტყვი. ვერავისზე ვიტყვი, რომ ანგელოზი ან დემონია“.

პირველი, ვინც ლორდი ტრისმენის ნათქვამს გამოეხმაურა ზემოხსენებული ტაილანდელი ვორავი მაკუდი იყო. მან თქვა, რომ ტაილანდისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრის ტრანსლაციის უფლება თავისთვის კი არა, ქვეყნისთვის სურდა. უორნერი ამბობს, რომ ლორდი ტრისმენის პოლიტიკური კარიერა დაღმასვლას განიცდის და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფი სისულელეებითა და სკანდალით ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას.

ისტორიას, რა თქმა უნდა, გაგრძელება ექნება.

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის