პირველი ბუნდესლიგის საგზურის განაღდებიდან რამდენიმე დღეში, „აუგსბურგმა“ „ვოლფსბურგის“ 19 წლის წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი აკაკი გოგია გადაიბირა.
პირველი ბუნდესლიგის საგზურის განაღდებიდან რამდენიმე დღეში, „აუგსბურგმა“ „ვოლფსბურგის“ 19 წლის წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი აკაკი გოგია გადაიბირა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა „მგლებთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2015 წლამდე გააფორმა, „აუგსბურგში“ კი განათხოვრების წესით ორი წელი ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გოგია გერმანიის 19 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს.

„აკაკი გოგია ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მიხარია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენთან ითამაშებს,“ - ეს „აუგსბურგის“ მთავარი მწვრთნელის, იოს ლუჰუკაის სიტყვებია. მენეჯერი ანდრეას რეტიგი კი ამბობს, გოგიას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ძალიან მოგვწონს, ჩვენთან სათამაშო პრაქტიკა ექნება და პროგრესს განიცდისო.

გოტფრიდ ლენცი

სანია, ბაიერნის ახალი სანიოლი?

„ბილდის“ ინფორმაციით, „ბაიერნი“ ლონდონის „არსენალის“ ფრანგი მცველით, ბაქარი სანიათი დაინტერესდა. თუ ტრანსფერი განხორციელდა, 28 წლის სანია რეკორდმაისტერს დაცვის მარჯვენა ფლანგზე გააძლიერებს - როგორც იცით, მიუნხენში უკვე გადაწყვიტეს, რომ მომდევნო სეზონში კაპიტანმა ფილიპ ლამმა მარცხენა მცველის პოზიციაზე უნდა ითამაშოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავარიელებს ახალი მარჯვენა მცველი სჭირდებათ.

ამრიგად, დიდი შანსია, რომ სანია „ბაიერნისთვის“ ახალი ვილი სანიოლი გახდეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ლონდონური კლუბი ფრანგს მინიმუმ 10 მილიონ ევროდ აფასებს. სანიას „არსენალთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული.

ბოატენგი: ბალაკის დამტვრევამ კარიერა ამიწყო

განის ნაკრებისა და „მილანის“ ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი მიიჩნევს, რომ მის კარიერაში მთავარი და გარდამტეხი როლი ერთი წლის წინ მიხაელ ბალაკისთვის უმძიმესი ტრავმის მიყენებამ ითამაშა. „ცხადია, ეს არ მინდოდა, ნამდვილად არ მსურდა, რომ მერე მთელი გერმანიის საგინებელი გავმხდარიყავი. შესაბამისად, რაკი ბალაკის დამტვრევის შემდეგ გერმანიაში პერსონა ნონ გრატად გამომაცხადეს, ორმაგად მოვინდომე და მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცე. ბალაკის ტრავმამ ჩემს კარიერაზე ძალიან კარგად იმოქმედა. მუნდიალზე კარგი თამაშის შემდეგ „მილანში“ გადავედი და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და თანაც, იტალიის ჩემპიონი გავხდი,“ - ბედნიერია 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი.

ვერდერმა იენსენი მოკვეთა

„ვერდერის“ ნახევარმცველი დანიელ იენსენი ბრემენული კლუბის რიგებში აღარასოდეს ითამაშებს. კლუბის ხელმძღვანელების გაკრიტიკების შემდეგ, „მუსიკოსების“ გენერალურმა მენეჯერმა და მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა 31 წლის დანიელი გუნდიდან სამუდამოდ მოკვეთეს. შეგახსენებთ, რომ დანიელ იენსენს „ვერდერთან“ კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და დიდი ხანია ცნობილია, რომ ბრემენული კლუბი მას ახალ ხელშეკრულებას არ გაუფორმებს. ალოფსი ამბობს, პირველ რიგში იმიტომ მოვკვეთეთ, რომ მთლიანად ახალი გუნდის ძიებაზე იყოს კონცენტრირებულიო. იენსენი „ვერდერში“ 2004 წელს ესპანური „მურსიადან“ გადავიდა და მას მერე, ბუნდესლიგის 133 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა