ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

U18. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

U18. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

© Rugby Europe

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში 20:10 დაამარცხეს და შინ თასით ხელდამშვენებული ბრუნდებიან.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებისთვის ეს იყო ზედიზედ მეხუთე ფინალი. გუნდმა ევროპის ჩემპიონის ტიტული შარშან პოლონეთში, საფრანგეთის ძლევით მოიპოვა, წელს კი ის კალინინგრადში დაიცვა.

ფინალური შეხვედრა კალინინგრადის 35-ათასიან მთავარ არენაზე, „კალინინგრად სთედიუმზე“ გაიმართა და მას 8 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. მეტოქემ - ესპანეთის ნაკრებმა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჩენს გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ესპანეთს შემადგენლობაში მრავლად ყავდა ფიზიკურად დიდი ბიჭები, კარგად იშლებოდა ხაზზე და დაცვაში თავდადებით თამაშობდა, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მისი დასკვნით წუთებში გატეხვა მაინც მოახერხა.

ანგარიში მე-4 წუთზე დაჩი პაპუნაშვილმა საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც ესპანეთის გააქტიურება მოყვა, კარის წინ დავჯარიმდით და ახლოდან წონასწორობა აღდგა. მოედანზე უპირატესობის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გაჩაღდა და ანგარიში მხოლოდ მე-20 წუთსეღა შეიცვალა, პაპუნაშვილმა ჯარიმა 33 მეტრიდან გაიტანა. ხუთ წუთში მეტოქემ დერეფნიდან შეგვიტია, შეტევა ფრთაზე გაშალა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ქართველ 18-წლამდელებს ნერვიულობა დაეტყოთ და გასატანი პოზიციიდან ორჯერ ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს, თუმცა ვერც ლელოს გატანა მოახერხეს და პირველი ტაიმი მეტოქემ 10:6 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში პაპუნაშვილმა კარის წინ 25 მეტრიდან სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა სცადა, მაგრამ მღელვარებას ვერ სძლია და დარტყმა გაუცუდდა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლიდერობა 55-ე წუთზე დაიბრუნეს. ლუკა ივანიშვილმა ჩვენს 22-მეტრიანთან წარმოქმნილი რაქიდან, მარცხენა ფრთაზე მცველებისთვის მოულოდნელად მოკლე ფრთაზე შეუტია, მერე მარჯვნივ ხაზი საბა ხონელიძემ გაჭრა და ლელომდე 7-8 მეტრი დააკლდა, ამას დარტყმების სერია მოყვა, უპირატესობის ხაზის გადაკვეთა ყველა ჯერზე მოხერხდა და იერიში ლელოთი მისმა წამომწყებმა, ივანიშვილმა დაასრულა, ხოლო გივი ცინცაძემ გარდასახა - 13:10.

სხვაობიდან გამომდინარე დაძაბულობა თითქმის ბოლო წუთამდე შენარჩუნდა. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, გიორგი ქობალიამ მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ბურთი შეცვლაზე შესულმა გიორგი ყუფარაძემ აიტაცა, მცველს სისწრაფეში აჯობა და ის ლელო გაიტანა, რომელმაც ჩვენს გუნდს გამარჯვება დაუბევა, ხოლო ცინცაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 20:10.

ესპანელებმა კარის გაჯახუნება მოინდომეს და დიდი მონდომებით შეუტიეს, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ამის საშუალება არ მისცეს. საფინალო სასტვენის შემდეგ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ჩაიბარა ევროპის ჩემპიონებისთვის განკუთვნილი მედლები და თასი, რომელიც მინიმუმ ერთი წელი კვლავ საქართველოში დარჩება!

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

კალინინგრადი (რუსეთი)

ფინალი. 20 აპრილი

საქართველო - ესპანეთი 20:10

საქართველო: 15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი), 14. ლევან ქუშაშვილი (ლელო), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გივი ცინცაძე (არმაზი), 11. თემურ კოხოძე (აია), 10. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ლუკა ჩქარეული (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა: 16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 17. საბა ხონელიძე (აია), 18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. რობი ნერსეზაშვილი (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), 22. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), 23. ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), 25. ლევან ბრაგვაძე (არმაზი), 26. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი

ექიმი: სერგო ბერიაშვილი

ფიზიო: გიორგი სვანიძე, დავით კობახიძე

ვიდეო ანალიტიკოსი: ლაშა მჭედლიშვილი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• სოსო

ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას.მართალია 6 ერის ნაკრებებმა გვიგანეს,მაგრამ გამარჯვება მაინც სასიამოვნოა.კარგია რომ ესპანეთს, საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავდა და კარგი გამოცდილება მიიღეს ბიჭებმა,მაგრამ 6 ერის ნაკრებებთან სულ სხვა მოტივაცია,დაძაბულობა და ხარისხი იქნებოდა.სწავლითაც გაცილებით მეტს ისწავლიდნენ.კარგი იქნებოდა ჩანაწერები მაინც დაგედოთ. ადმინ,სანამ ამ პოსტს ვწერდი,სტატია ორჯერ გადავიდა ავტომატურად სხვა სტატიაზე.ჯერ კითხვის დროს და შემდეგ ბეჭდვის დროს.ახლა კი კიდევ ერთხელ დამჭირდა უკან დაბრუნება.ასე რომ ეს ავტომატური გადასვლა,ძალიან ბევრ უხერხულობას იწვევს საიტის სტუმრებში და სჯობია ძველ სისტემას დაუბრუნდეთ.

• Lasha

ამ ევროპაზე 6 ერის ქვეყნები რატომ არ გამოდიან?

• 912

საფრანგეთიც აღარ ჩამოვიდა? სირცხვილი მაგათ და სირცხვილი მთელ ევროპას 6ერის ყველა წარმომადგენელს ასე დაჩიავდნენ და დაფრთხნენ??? რაგბი ღირსეული კაცების თამაშია და არა დამარცხების შიშით ჩირგვებში დამალული კურდღლების. წარმატებას გისურვებთ პატარა ლომებო ადრე თუ გვიან ჩვენ მიზანს მივაღწევთ წინ დიდი გამარჯვებები გველის თქვენთან ერთად

• soxumeli veterani

გენაცვალეთ ბიჭებო!!!

• Bidzia

თქვენი ჭირიმე თქვენი!!!

• Qartveli

Gilocavt yvelas. es bichebi chveni momavalia

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ვინისიუსმა "არსენალით" დაინტერესება გამოიყენა და "რეალთან" კონტრაქტი მომგებიანად გააგრძელა

ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ

სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია

[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა

კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა

სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა

18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ

18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე

18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ