ხორვატმა თავდამსხმელმა გოლების გატანა ყველაზე საჭირო მომენტში დაიწყო

გადარჩენა, პლეი ოფი მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან თუ ელიტიდან გავარდნა? გერმანიის 2009 წლის ჩემპიონი „ვოლფსბურგი“ სენსაციური ტრიუმფიდან 2 წლის შემდეგ, უკანასკნელი ტურის წინ მძიმე მდგომარეობაშია. შაბათს, ბუნდესლიგის საფინიშო ტურში „მგლები“ „ჰოფენჰაიმს“ სტუმრობენ და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ. მართალია, მწვრთნელ-მენეჯერის პოსტზე დაბრუნებულმა ფელიქს მაგათმა რაღაც-რაღაცების გამოსწორება შეძლო, მაგრამ იმდენი მაინც ვერ მოახერხა, რომ ვოლფსბურგელებისთვის გადარჩენა ბოლო ტურამდე გაენაღდებინა. შესაბამისად, გუნდი, რომელიც ორი წლის წინ გერმანიის ჩემპიონი იყო, ახლა მე-15 ადგილის დაკავებაზე ოცნებობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ახლა კარგ ფორმაშია და რომლის იმედიც მთელ ვოლფსბურგს აქვს, 24 წლის ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩია, რომელსაც მაგათის წინამორბედები, ჯერ სტივ მაკლარენი, მერე კი პიერ ლიტბარსკი არასწორ პოზიციაზე ათამაშებდნენ, ფელიქსის ხელში კი, როგორც იქნა, გოლების გატანა დაიწყო. შესაძლოა, მანჯუკიჩი „ვოლფსბურგის“ გადარჩენის მთავარი გარანტი გახდეს.

33-ე ტურამდე ვოლფსბურგელებს სამმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ და იმ სამი შეხვედრიდან ორი მოიგეს კიდეც (4:1 კიოლნთან და 1:0 ვერდერთან), რამაც ყველას აფიქრებინა, რომ გერმანიის 2009 წლის ჩემპიონს ბოლო ტურში ნერვიულობა აღარ მოუწევდა, მაგრამ წარმატებულ სერიას საკუთარ მოედანზე „კაიზერსლაუტერნთან“ წაგება მოჰყვა. „მგლები“ „ფოლკსვაგენარენაზე“ 1:2 დამარცხდნენ და მანჯუკიჩი მართლა ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც მაგათს იმედი დაუტოვა - მარიომ მე-6 წუთზევე შეძლო „კაიზერსლაუტერნის“ კარში გოლის გატანა. სხვა საქმეა ის, რომ ვოლფსბურგელებს ეს გოლი არ ეყოთ.

ეს მანჯუკიჩის მეექვსე გოლი გახლდათ ამ სეზონის მეორე წრეში. გეთანხმებით, ეს არ არის საუცხოო შედეგი (მით უმეტეს თავდამსხმელისთვის), მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წინა ზაფხულში ნაყიდ ხორვატს ფორვარდს პირველ წრეში ერთი გოლიც არ გაუტანია, მივხვდებით, რომ მანჯუკიჩმა მაგათის ხელში აშკარად პროგრესი განიცადა. ამ ყველაფერიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ „ვოლფებს“ იანვარს აქეთ ედინ ჯეკო აღარ ჰყავთ, მანჯუკიჩი, რომელიც 21 მაისს 25 წლის ხდება, დღესდღეობით „ვოლფსბურგის“ მთავარი იმედია.

მანჯუკიჩი გერმანულ კლუბში წინა ზაფხულში, ზაგრების „დინამოდან“ გადავიდა. ხორვატიის ნაკრების 18-გზის მოთამაშეს, „დინამოს“ რიგებში 110 მატჩში 52 გოლი ჰქონდა გატანილი და მისგან ბუნდესლიგაშიც გოლებს ელოდებოდნენ, მაგრამ მისი ვოლფსბურგული კარიერა ძალიან ცუდად დაიწყო, რაც მეტწილად „მგლების“ ყოფილი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის ბრალია. მარიო ცენტრალური თავდამსხმელია, რომელიც მუდმივად საჯარიმოში უნდა მოძრაობდეს, ინგლისელი სპეციალისტი კი 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ხან მარცხენა, ხანაც მარჯვენა გარემარბად ათამაშებდა.

როგორც ჩანს, მანჯუკიჩს სწორედ მაგათი სჭირდებოდა იმისათვის, რომ გოლების გატანა დაეწყო და კითხვაზე, რა მოუხერხა მარიოს ისეთი, რომ ხორვატი ფორვარდი ასე რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ, „დესპოტმა ფელიქსმა“ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ძალიან მარტივად უპასუხა: „არც არაფერი... უბრალოდ, ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი საყვარელი პოზიცია და მარიო ახლა სწორედ ასეთ პოზიციაზე თამაშობს.“

ამრიგად, შაბათს „ვოლფსბურგი“ სწორედ მანჯუკიჩმა უნდა გადაარჩინოს, რადგან ისევე, როგორც ქომაგებს, სხვა ლიდერების იმედი აღარც მაგათს აქვს. მაგალითად, გერმანელი ექსპერტები ასი პროცენტით დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მაგათი ზაფხულში დიეგოს თავიდან მოიშორებს, რადგან ასეთ არამშრომელ და ზარმაც მოთამაშეებს ვერ იტანს. რაც მთავარია, „ვოლფსბურგის“ ბედი „ვოლფსბურგის“ ხელშია, რასაც გავარდნის სხვა კანდიდატებზე, მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და მით უმეტეს ფრანკფურტის „აინტრახტზე“ ნამდვილად ვერ ვიტყვით.

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა