ინტერვიუ. რუუდ ვან ნისტელროი; რუუდი ჰამბურგულ წვიმას და მოწყენილობას ემშვიდობება
შაბათს ბუნდესლიგის რიგით 48-ე სეზონი „ჰამბურგისთვისაც“ დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონატის ფარდა ჩრდილოგერმანული კლუბის ჰოლანდიელი თავდამსხმელისთვის, რუუდ ვან ნისტელროისთვის საბოლოოდ დაეშვება. გადაწყვეტილია, რომ 34 წლის რუუდი 18-თვიანი მოღვაწეობის შემდეგ, „ჰამბურგს“ და ზოგადად გერმანიას დატოვებს. ვან ნისტელროის „ბილდმა“ გამოსათხოვარი ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც რუუდი გერმანიაში გატარებულ 18 თვეს აჯამებს და ასკვნის, რომ ეს პერიოდი მის კარიერაში ყველაზე წარუმატებელი იყო.

- ჰერ ვან ნისტელროი, „ჰამბურგს“ როგორ დაემშვიდობებით?

- იმედი მაქვს, რომ მოედანზე გასვლას შევძლებ და „ჰამბურგის“ ქომაგებს არა მაყურებლის, არამედ ფეხბურთელის რანგში გამოვეთხოვები. სამშაბათს სრული დატვირთვით ვარჯიში განვაახლე და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლო მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდები. „გლადბახთან“ თამაში ძალიან მინდა, რადგან ეს იქნება ბოლო თამაში „ჰამბურგის“ რიგებში.

- მაინც როგორ წარმოგიდგენიათ კლუბის გულშემატკივრებთან და თანაგუნდელებთან გამოთხოვება - მატჩის დასრულების შემდეგ რას გააკეთებთ?

- განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავ, ყველაფერი სპონტანურად მოხდება. ვფიქრობ, ნორმალური, მეგობრული დამშვიდობება იქნება. მართალია, ჩემი ჰამბურგული კარიერა ფაქტობრივად წარუმატებლად წარიმართა, მაგრამ ფანები ყოველთვის მხარში მედგნენ და მამხნევებდნენ - გულშემატკივრების ვალში ვრჩები. ერთადერთი რამ, რაზეც „ჰამბურგში“ გატარებული 18 თვიდან აუგს ვერ ვიტყვი, ეს გულშემატკივრები არიან. ამ გუნდს მართლა ფანტასტიკური ფანები ჰყავს, რომლებიც ჩემი აზრით, გაცილებით ძლევამოსილ კლუბს იმსახურებენ.

- მოდით, „ჰამბურგში“ გატარებული 18 თვე უფრო კონკრეტულად შეაჯამეთ.

- მიმაჩნია, რომ თავს არასდროს ვზოგავდი და ყველა მატჩში მაქსიმუმს ვაკეთებდი, მაგრამ სამწუხაროდ, 12 გოლზე მეტი ვერ გავიტანე, რაც ჩემი აზრით, ძალიან ცოტაა. „ჰამბურგის“ ფორმით გაცილებით მეტი გოლის გატანა მინდოდა...

- ისიც აღსანიშნავია, რომ „ჰამბურგში“ ძალიან ცუდ დროს გადახვედით. გუნდი ფაქტობრივად ქაოსსა და კრიზისში იყო და დღემდე ასეა...

- მართალია. ბევრი მეუბნება, ამ კლუბს თავისი არსებობის მანძილზე ასეთი ქაოტური პერიოდი პირველად ჰქონდაო. ამ ხნის მანძილზე მართლაც ზედმეტად ბევრი ცუდი რამ მოხდა და მიუხედავად ამისა, აქ გატარებული დრო ჩემთვის მაინც ძალიან სასიამოვნო იყო, რაც პირველ რიგში ქომაგების დამსახურებაა. რაც ყველაზე მთავარია, ჰამბურგში გადმოსვლა არასდროს მინანია.

- როგორი შთაბეჭდილება გქონდათ შექმნილი HშV-ზე 2010 წლის ზამთარში, იმ დროს, როცა კონტრაქტს აფორმებდით?

- აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბს შეეფერება - ისეთს, რომელიც მუდმივად ჩემპიონთა ლიგაში უნდა თამაშობდეს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ ვერ უნდა გვებრძოლა გერმანიის ჩემპიონობისთვის, როგორ ვერ უნდა მოგვეპოვებინა ევროტურნირების საგზურები. დარწმუნებული ვიყავი, რომ ევროსარბიელზე ვითამაშებდით. მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგი ჩანდა, მაგრამ მოვლენები სხვანაირად, საპირისპიროდ განვითარდა. თუმცა ახლა ეს ყველაფერი ჩემთვის ფაქტობრივად უკვე წარსულია.

- გადაწყვეტილია, რომ „ჰამბურგიდან“ ზაფხულში წახვალთ. რამე მოგენატრებათ?

- ნამდვილად მომენატრება ჩემი ქუჩა და ძალიან თბილი მეზობლები. მომენატრებიან „ჰამბურგის“ გულშემატკივრები და ის ბავშვები, რომლებიც ავტოგრაფებისთვის დამსდევდნენ - აქ ყოველ ნაბიჯზე უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი. მომენატრება თვითონ ქალაქიც და თითოეული კუთხე, სადაც თავისუფალ დროს ვატარებდი და ერთი სიტყვით, ყველა ის ადამიანი, ვინც პატივს მცემდა.

- არის თუ არა ჰამბურგი ყველაზე ლამაზი ქალაქი, მათ შორის, სადაც გიცხოვრიათ?

- რომ არა მუდმივად წვიმიანი ამინდები, ჰამბურგი მართლაც საუკეთესო იქნებოდა. თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან შემიყვარდა.

- გუნდიდან წასვლა ძალიან ადრე გადაწყვიტეთ. რატომ?

- ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კლუბის წინა ხელმძღვანელობა იყო. ბოსებმა, რომლებიც ზაფხულიდან კლუბს აღარ უხელმძღვანელებენ, ძალიან გამაბრაზეს. მართალია, ახლა უკვე ვიცით, რომ „ჰამბურგს“ ახალი შეფობა ეყოლება, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. რაღაც ახალი მინდა...

- სად ითამაშებთ მომავალი სეზონიდან?

- ეს ჯერ არ არის ცნობილი. კარიერის გაგრძელება ყველაზე მეტად ესპანეთში მინდა, სადაც მიცხოვრია და მითამაშია კიდეც. არც ინგლისი და პრემიერლიგაა ცუდი ვარიანტი.

- კონკრეტული წინადადებები უკვე გაქვთ?

- ჰო, თანაც ძალიან ბევრი, მაგრამ ამაზე სერიოზულად ფიქრს მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ დავიწყებ. წინადადებებს მშვიდად, მეუღლესთან ერთად განვიხილავ და მერე გადავწყვეტ, სად გადავიდე.

- „ჰამბურგში“ კი უდიდესი წმენდა დაიგეგმა. ამ კლუბის მომავალს როგორ უყურებთ?

- გუნდის ახალი შეფი ფრანკ არნესენი იქნება, რომელიც ძალიან კარგი სპეციალისტია და იცის, როგორ უნდა მიხედოს კლუბს. მიხაელ იონინგიც ნიჭიერი მწვრთნელია. ვფიქრობ, ისინი შეძლებენ „ჰამბურგის“ ფეხზე წამოყენებას. ფაქტია, რომ HSV-ს ქომაგად დავრჩები.

რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა