სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო, მე-18 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს “ტიტები” და “კაკტუსი” დაუპირისპირდნენ. ამ მატჩს უნდა გაერკვია პლეი-ოფში გამსვლელი ბოლო – მერვე გუნდის ვინაობა. შესაბამისად, პლეი-ოფს მიღმა დარჩენილი გუნდი გადათამაშებაში ხვდებოდა და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ “კავკასიასთან” მოუწევდა.

თავიდანვე გეტყვით, რომ ეს გუნდი აღმოჩნდა “კაკტუსი”, რომელიც “ტიტებთან” მატჩის წინ ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილ გუნდს 17 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რათა პლეი-ოფში შესულიყო და გადათამაშებისგანაც თავი დაეღწია. პირიქით კი მოხდა. “ტიტებმა” საკმაოდ გააზრებულად და შედეგიანად ითამაშა, რისი წყალობითაც 15 ქულით – 86:71 მოიგო და ცხრილში საბოლოოდ მე-8 ადგილზე დამკვიდრდა. “კაკტუსი” კი მე-9 ადგილზე დარჩა და 23 აპრილიდან “კავკასიასთან” საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაებმება, რომლის გამარჯვებულიც სუპერლიგის 2019-20 წლების სეზონის საგზურს მოიპოვებს. აღნიშნული სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ბოლო ადგილზე გასულ “რუსთავს”, დებულების თანახმად, მას მომავალი სეზონის სუპერლიგაში “ა” ლიგის გამარჯვებული “ვერა” ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის ნებისმიერ სტადიაზე, ფინალის ჩათვლით, სერია გრძელდება 3 მოგებამდე.

სუპერლიგის პლეი-ოფი 1-ლი მაისიდან დაიწყება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება