გუშინ, 11 მაისს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კარიერის საიუბილეო, მე-200 გამარჯვება მოიპოვა - მონღოლური სუმოს პიონერი კიოკუტენჰო დაამარცხა
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, როგორც მას სუმოს სამყაროში იცნობენ, 23 წლისაა და ელიტაში ყველაზე ახალგაზრდა ფალავანია. მან პროფესიული სუმო 2006 წელს "დააგემოვნა", ზუსტად 3 წლის წინათ კი მაისის ბაშოზე უმაღლეს დივიზიონში ჰქონდა დებიუტი.

მას მერე ტოჩინოშინი ელიტაშია. ქართველმა შარშან ორჯერ მოიპოვა კომუსუბის ტიტული, ერთხელ კი ბაშოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. გუშინ ამ მიღწევებს ტოჩინოშინმა კარიერის საიუბილეო, მე-200 გამარჯვებაც დაურთო - ამისთვის კი მან მონღოლური სუმოს პიონერი კიოკუტენჰო დაამარცხა. თითქმის წუთი რიკიშები დოჰიოს ცენტრში ჯაჯგურობდნენ, შემდეგ ლევანმა შეძლო მასზე 13 წლით უფროსი მონღოლის ძლიერი ჩაჭიდების "გახსნა" და მიწოლით გაიყვანა მეტოქე რკალს მიღმა.

ტოჩინოშინს 4-0 ბალანსი აქვს, ასეთი შედეგით ნაცუ ბაშოზე მის გარდა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და კიდევ სამი რიკიში თუ იწონებენ თავს. ლევანს კარიერაში საუკეთესო დასაწყისი აქვს, რაც ელიტაშია - აქამდე მისი რეკორდი სტარტზე სამი მოგება იყო. ტოჩინოშინის დღევანდელი მეტოქე არანია, 27 წლის ოსი ალან გაბარაევი. ქართველსა და ოსს შორის ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა - 3:3.

ტოჩინოშინის ყოჩაღობის შესახებ წერით ტოკიოდან კარგი სიახლეები გამოგველია, სხვა ქართველებს მაგრად უჭირთ ნაცუ ბაშოზე. ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია 200-კილოგრამიანმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). ამჯერად მას დაუმარცხებელმა ტოიოჰიბიკიმ აჯობა. ქართველის ძლიერი შეტევის მიუხედავად, 170-კილოიანი ტოიოჰიბიკი კდლესავით დადგა და გვერდული კონტრშეტევით იხეირა. გაგამარუს 1-3 ბალანსი აქვს, თუკი მის რეიტინგს გავითვალისწინებთ (მე-14 მაეგაშირაა), გავარდნის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. დღეს გაგამარუ 37 წლის ტოჩინონადას ხვდება, რომელსაც ქართველმა სამივე ურთიერშეხვედრა მოუგო.

გაცილებით ცუდად მისდის საქმეები ძურიოს დივიზიონში კარიერაში პირველად გავარდნილ კოკაის (ლევან ცაგურია). მას იქ 0-4 ბალანსი აქვს და არც პერსპექტივა მოჩანს კარგი. დღეს კოკაის მეტოქე ექსსეკივაკე ტამანოშიმაა. თუკი "შავი ზღვა" ძურიოდანაც გავარდა, კარიერის გაგრძელებას აზრი ნაკლებად ექნება.

დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ ამჯერად ტოჩიოძანი დაიბრიყვა. მონღოლი ისეთი ძალით მიაწვა ტოჩინოშინის თანაკლუბელს, რომ, როცა ეს უკანასკნელი დოჰიოდან გადავარდა, თავად ჰაკუჰო მუცლით დაეცა თიხნარზე. დაუმარცხებლები არიან რიგითი მაეგაშირები ასასეკირიუ, ტოიოჰიბიკი და კაისეი. მოკლედ, ხუთი ლიდერიდან 2 მონღოლია, თითო ქართველი, იაპონელი და ბრაზილიელი.

IV დღე

მაკუუჩი: ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (იორიკირი), გოეიდო-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), ჰომაშო-კოტოოშუ (იორიკირი), კაიო-კიტატაიკი (იორიკირი), ბარუტო-ამინიშიკი (ოშიდაში), კისენოსატო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კაკურიუ-კოტოშოგიკუ (ჰატაკიკომი), ტაკეკაძე-ვაკანოსატო (ოშიდაში), ოკინოუმი-არანი (სუკუინაგე), ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო (იორიკირი), იოშიკაძე-ტამავაში (იორიტაოში), ასასეკირიუ-შოტენრო (უჩიმუსო), ტოსაიუტაკა-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ვაკაკოიუ-ტოკიტენკუ (ჰატაკიკომი), ტოიოჰიბიკი-გაგამარუ (ცუკიოტოში), ტოჩინონადა-მიაბიამა (ცუკიოტოში), ტაკამისაკარი-ბუშუიამა (იორიკირი), კაისეი-კიმურაიამა (ოშიდაში). ძურიო: სადანოფუჯი-კოკაი (ოშიდაში).

4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 6), ასასეკირიუ (მ 9), ტოიოჰიბიკი (მ 12), კაისეი (მ 16)... 1-3: გაგამარუ (მ 14).

V დღე

მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-კიტატაიკი, კოტოოშუ-გოეიდო, კაიო-ჰომაშო, ბარუტო-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-ტაკეკაძე, კაკურიუ-ტოიონოშიმა, ამინიშიკი-ოკინოუმი, ტოჩინოშინი-არანი, გაგამარუ-ტოჩინონადა. ძურიო: კოკაი-ტამანოშიმა.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა