ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ისევ "ჯიქები" და "ბათუმი XV "

ისევ "ჯიქები" და "ბათუმი XV "

საქართველოს ჩემპიონატის I ლიგაში დაუმარცხებელი ისევ ორია თბილისის "ჯიქები" და "ბათუმი XV"
საქართველოს ჩემპიონატის I ლიგაში დაუმარცხებელი ისევ ორია თბილისის "ჯიქები" და "ბათუმი XV". ორივე მათგანმა უკვე არაერთხელ დაადასტურა უმაღლეს ლიგაში გადასვლის ამბიციის საფუძვლიანობა. ისიც საგულსხმოა, რომ "ჯიქები" და "ბათუმი XV" ერთმანეთს პირველი წრის ბოლო მატჩში თბილისში დაუპირისპირდებიან და, სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში გაირკვევა, ვინ იქნება ცალი ფეხით ელიტურ გუნდებს შორის.

მანამდე კი, მე-5 ტურში "ჯიქები" ფოთს სტუმრობდნენ და იქაური "რაინდები" მშრალი ანგარიშით 51:0 დაამარცხეს. ბათუმელებმა კი თბილისში სამოყვარულო გუნდ "დევებთან" გაიმარჯვეს - 57:19.

მომდევნო ტურში "ჯიქები" ოზურგეთში დაუპირისპირდება "არწივებს", რომელმაც სტუმრად ასტრონომიული ანგარიშით 123:0 წააგო თბილისის "ხულიგანასთან". ბათუმელი მორაგბეები კი "რაინდებს" უმასპინძლებენ.

მეხუთე ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში "თი ბი სიმ" შინ მოუგო ქუთაისის "ბაგრატს" - 19:6.

V ტური

ხულიგანა-არწივები 123:0, დევები-ბათუმი XV 19:57, თი ბი სი-ბაგრატი 19:6, რაინდები-ჯიქები 0:51

სატურნირო მდგომარეობა

1. ბათუმი XV - 10 ქულა, 2. ჯიქები - 10, 3. ხულიგანა - 6, 4. თი ბი სი 6, 5. დევები - 4, 6. ბაგრატი - 2, 7. რაინდები - 2, 8. არწივები - 0.

VI ტური

ბაგრატი-დევები, არწივები-ჯიქები, ბათუმი XV-რაინდები, ხულიგანა-თი ბი სი

ტომ ვუდი ინგლისში საუკეთესოა

"ავივა პრემიერშიფი" ანუ ინგლისის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ჩასატარებელი მხოლოდ ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრებიღა დარჩა. ამ ქვეყნის ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა და ინტერესი იქ მიმდინარე მოვლენებისადმი გასაგებიცაა.

მართალია, ჩემპიონატი ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ შეჯიბრების ორგანიზატორებმა უკვე გამოავლინეს "ავივა პრემიერშიფის" სეზონის მოთამაშე. ასეთად ინგლისი ნაკრებისა და "ნორსჰემპთონის" მესამეხაზელი ტომ ვუდი დაასახელეს.

ოცნების გუნდი

15. მაიკ ბრაუნი (ჰარლიქუინზი), 14. დევიდ სტრიტი (სარასენზი), 13. მანუ ტუილაგი, 12. ენტონი ალენი (ორივე-ლესტერი), 11. კრის ეშტონი (ნორსჰემპთონი), 10. ჯიმი გოპერთი (ნიუკასლი), 9. დენ ქერი (ჰარლიქუნზი) 1. სოანე ტონგაუიჰა (ნორსჰემპთონი), 2, სხალკ ბრიტსი (სარასენზი), 3. ბრაიან მუჯატი, 4. კორტნი ლავი (ნორსჰემპთონი), 5. ტომ ჰეისი (ექსეტერი), 6. ტომ ვუდი (ნორსჰემპთონი), 7. ჟაკ ბურგერი (სარასენზი), 8. თომას ვალდრომი (ლესტერი).

მაა ნონუმ მონპელიე უარყო

ახლახან ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი სეზონიდან ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი მაა ნონუ საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეში" ითამაშებს.

ეს ინფორმაცია მაა ნონუმ კატეგორიულად უარყო.

"წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოიტანეს, რომ "მონპელიეში" თამაშს ვაპირებ. ამ გუნდთან მოლაპარაკებაც კი არ მქონია. გასაგებია, რომ ყველას აინტერესებს ესა თუ ის მორაგბე მომავალში რას აპირებს, სად ითამაშებს. მე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.

"ოლ ბლექსის" მორაგბეები ცხოვრების ნახევარზე მეტია ახალ ზელანდიაში თამაშობენ. ცხადია, როცა კარიერა დასასრულისკენ მიდის, ვფიქრობ, რაც შეიძლება სარფიანი კონტრაქტი გააფორმო. ყველა თვითონ წყვეტს როგორ მოიქცეს, ვისაც უნდა საფრანგეთის სამხრეთში პლაჟზე მზეს ეფიცხება, ვის კიდევ ინგლისში ორმოცი მატჩით მეტ თამაშში უწევს გარჯა, ვინ კიდევ მთელ ცხოვრებას სუშის ჭამაში ატარებს.

ერთი სიტყვით, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია და როგორც კი რამე სიახლე იქნება, უმალ შეგატყობინებთ"- თქვა მაა ნონუმ.

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა