ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923

ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" გათამაშების ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" დაამარცხა (4:2) და ცხრილის სათავეში აღზევდა.

ანგისის ბაზაზე უხვგოლიან შეხვედრას ათასობით გულშემატკივარი დაესწრო, რომლებმაც ტრიბუნებზე ნამდვილი საფეხბურთო გარემო შექმნეს.

Sportall.ge მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ბათუმელთა დამრიგებელს, გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა თემაზე ესაუბრა.

- "საბურთალოსთან" ბათუმის "დინამომ" კარგი შეხვედრა ჩაატარა. სანახაობრივი, უხვგოლიანი შეხვედრა გამოვიდა. როგორ შეაფასებთ მატჩს?

- თქვენ თვითონ იხილეთ ალბათ, რა ატმოსფერო სუფევდა, რამაც ძალიან კარგად იმოქმედა თამაშზე. სანახაობრივი, უხვგოლიანი და დაძაბული მატჩი გამოვიდა.

- შეხვედრას ათასობით გულშემატკივარი დაესწრო, ტრიბუნებზე ადგილი არ იყო, უამრავი ადამიანი ფეხზე იდგა. რამდენად იმოქმედა ასეთმა მხარდაჭერამ საბოლოო შედეგზე?

- შემიძლია დავიტრაბახო, რომ ყოველთვის სასწაული გულშემატკივრობა გვაქვს, მაგრამ "საბურთალოსთან" მატჩში რაც ვნახე, საოცრება იყო. რომ ვთქვა, ასეთი რამ ბევრგან მინახავს-მეთქი, მოვიტყუები. მხოლოდ საქართველოზე არ მაქვს საუბარი, წამყვან საფეხბურთო ქვეყნებსაც შეიძლება შეედაროს, შეიძლება მცირე მასშტაბით, მაგრამ იმხელა ხარისხი იყო, რომ ამანაც განაპირობა 0:2-დან ანგარიშის ამოქაჩვა და გამარჯვება.

- საწყის წუთებში ორი გოლი გაუშვით, თუმცა მატჩის შემოტრიალება მოახერხეთ. რის ხარჯზე გამოვიდა ეს?

- პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ორი ღირსეული გუნდი წარდგა ერთმანეთის წინაშე. ვერ ვიტყვით იმას, რომ "საბურთალომ" ცუდი შეხვედრა ჩაატარა. ერთ-ერთი ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც ამშვენებს ეროვნულ ლიგას. მეორე - ეს არის გულშემატკივრის ფაქტორი, რომელმაც არ მისცა ჩვენს ფეხბურთელებს დანებების უფლება და მესამე, რაც მთავარია, ფეხბურთელების მონდომება და ჟინი, რომლის გარეშეც ამ შედეგის ამოქაჩვა შეუძლებელი იქნებოდა.

- ბათუმის "დინამოს" სეზონის წინ ბევრი ახალი მოთამაშე შეუერთდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთელებმა ადაპტაცია გაიარეს?

- ვერ ვიტყვი, რომ გუნდის შენების პროცესი დასრულებულია და უკვე ყველაფერი კარგადაა. სამუშაო ძალიან ბევრია და არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით. მთელი ბრძოლები და ბატალიები წინ გვაქვს. ეს გამარჯვება კარგია, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ჯერ მხოლოდ ერთი წრეა დასრულებული. მთავარი ისაა, რომ ვხედავ გუნდის პროგრესს, ზრდას. რაც გვინდა, რომ გულშემატკივარმა იხილოს, იქამდე კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

- თქვენი გუნდის მეკარე მიხეილ ალავიძე პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ზოგადად, იშვიათია ასეთი ჯილდოს მეკარისთვის გადაცემა. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

- მიშას ამ აღიარებას კიდევ ერთხელ მივულოცავ, მოხარული ვარ ამ ამბით, ნამდვილად დამსახურებული ჯილდოა. ვისურვებდი, რომ ჩვენს მეკარეს ნაკლები სამუშაო ჰქონდეს და ნახევარმცველებმა და თავდამსხმელებმა იბრძოლონ ამ პრიზისთვის.

- რა არის თქვენი მთავარი მიზანი სეზონის ბოლოსთვის?

- ყოველთვის საუკეთესო შედეგის დადება და ერთი საფეხურით წინ წაწევა გვსურს. ნუ დაგვავიწყდება, რომ გუნდს ახლა ვაშენებთ, რომელიც სულ ახალია. პროგრესი მოჩანს და მეტი გვინდა.

- თქვენ საქართველოს ჩემპიონატში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მწვრთნელი ხართ. რას იტყვით 2019 წლის ეროვნულ ლიგაზე, რა მიღწევებია და რა არის გამოსასწორებელი?

- უკვე შემიძლია დანამდვილებით იმის თქმა, რომ აშკარად განვითარდა ჩვენი ჩემპიონატი. გახდა გაცილებით მომხიბვლელი, უფრო მოქნილი, სწრაფი. ნებისმიერ მატჩში ვერცერთი კლუბი ვერ დაგეგმავს მარტივ გამარჯვებას. ეს ალამაზებს ჩვენს ჩემპიონატს. იმატა როგორც დაძაბულობამ, ასევე ხარისხმაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროგრესი არის და მჯერა, რომ ეს გაგრძელდება, რაც მომავალში ევროსარბიელზე გასულ ქართულ კლუბებს თამაშს გაუადვილებს.

1234
აგერ ევროტურნირები. აგვისტოს ბოლოსთვის, ერთი გუნდიც თუ შემორჩა,მერე იბაქიბუქეთ.
გოგა
სულ ეგაა ფედერაცის პირადი მწვრთნელები და ექსპერტები. შე კაცო სად შეამჩნიე,რო დონემ აიწია?
Hmm
ეურო თასების შესარჩევზე გამოჩნდება რაც იმატა :))))
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"