ფეხბურთს ღარიბები თამაშობენ, ოღონდ ფეხბურთი არ უნდა იყოს ღარიბი!
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებას მაქინატორებთან გარიგებული ფეხბურთელების დასჯის შესახებ გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმრავლესობა უკმაყოფილოა და უფრო შორს წასვლას ითხოვს. მათ კომენტარებში საინტერესო მოსაზრებები ამოვიკითხეთ და ზოგიერთს გაგაცნობთ:

- ვინ და რამ მიიყვანა ეს ხალხი აქამდე, ამაზე რატომ არ დაფიქრდნენ? მიზეზებთან არის საჭირო ბრძოლა, ვიდრე შედეგთან.

- ასეთი კლუბების პრეზიდენტებს და მწვრთნელებს ბევრჯერ უთქვამთ ჟურნალისტებთან, რომ ნასესხები ფულით დადიან გასვლით თამაშებზე, ასევე აგვარებენ კვების საკითხსაც და რითი ისტუმრებენ ამ ვალს, ასეთი მაიმუნობის გარდა?

- სანამ უფულო, უპატრონო გუნდები იქნებიან, ასე იქნება და სამწუხაროდ ამაზე არავინ არ თქვა.

ცხადია, გარიგებაში მონაწილეობას მცირე ხელფასი და უფულობაც ვერ გაამართლებს, მაგრამ ძნელია, გულშემატკივართა ამ მოსაზრებებსაც არ დაეთანხმო. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაამტკიცა, რომ პროფესიული ფეხბურთის ხელმძღვანელები არ ცდებოდნენ, როდესაც წლების წინ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობისთვის საბანკო გარანტიები მოითხოვეს. ცხადია, იდეალური და გამართული ჩემპიონატი მაშინაც არ გვქონია, მაგრამ უფულო გუნდები მოპოვებულ "საგზურებს" ვერ იფორმებდნენ, რადგან უმაღლესის "საბაჟოზე" პროფლიგა "წითელს" უნთებდა.

მაგალითად, საქართველოს მე-18 ეროვნული ჩემპიონატი დაწყებული არ იყო, როდესაც უმაღლეს ლიგას ორი გუნდი დაემშვიდობა. სეზონის დაწყებამდე ლიგამ ის მოითხოვა მინიმალური, 300-ათას ლარიანი ფინანსური გარანტია, რამაც საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" შეიწირა.

"ჩიხურამ" მე-17 ეროვნული ჩემპიონატის გადათამაშებაში "გაგრასთან" მოგებით უმაღლეს ლიგაში ადგილი (2:1) შეინარჩუნა. თუმცა პროფესიული ფეხბურთის ლიგაში ფინანსურ გარანტიები ვერ წარადგინა. ასევე გარანტიების არარსებობის გამო აეკრძალა უმაღლეს ლიგაში თამაში ქუთაისის "ტორპედოს" - გარანტიები ვერც ამ გუნდის ხელმძღვანელებმა წარადგინეს. პროფესიული ფეხბურთის ლიგისთვის, ეს იყო უმძიმესი გადაწყვეტილება, რადგან ქუთაისი ყოველთვის ჩვენი ფეხბურთის ბურჯი იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჩანდა - უმაღლესში უფულო გუნდს არაფერი ესაქმება. თუკი ერთ გამონაკლისს დაუშვებდა, ლიგას სხვებიც შეღავათს მოსთხოვდნენ,

რაც ცუდი პრეცედენტი გახდებოდა და ქართულ ფეხბურთს ასეთი პროტექციონიზმი არ წაადგებოდა.

ორი გაჭირვებულის ნაცვლად ლიგას შედარებით უზრუნველყოფილი ორი კლუბი დაემატა. ეს საერთო დონის გასაზრდელად მკაცრი, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება იყო.

ვითარება შარშან შეიცვალა, როდესაც გამოცხადდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კლუბები კერძო ბიზნეს გადაეცემოდა და გარანტიების მოთხოვნა დაირცხვინეს, უხერხულია, სოლიდურ კომპანიებს საგარანტიო წერილები ვთხოვოთ, ისედაც მილიონი ლარი უნდა გადაიხადონო.

ეს იყო შეცდომა, რადგან, ფაქტობრივად, სახელმწიფო სტრუქტურებს კლუბების დაფინანსება აეკრძალათ, კერძო ბიზნესი კი მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოსა" და ბოლნისის "სიონში" გამოჩნდა (თბილისის "დინამო" ისედაც კერძო საკუთრებაში იყო). "სამტრედია", ფოთის "კოლხეთი" და ზუგდიდის "ბაია" კი ბედის ანაბარა დარჩნენ. რა სამსახურიც გაუწია ამან ჩვენს ფეხბურთს, უეფასა და კუდ-ის გამოძიებებმაც დაამტკიცა, გარიგებულთაგან, უმთავრესად სწორედ ამ გუნდების მოთამაშეები დაასახელეს.

დანაშაულის აღკვეთის საუკეთესო საშუალება მისი პრევენციაა, საგარანტიო წერილზე უარის თქმით კი პრევენციული ზომების ნაწილზე უარი ვთქვით. სწორედ ამის გამო ვფიქრობთ, რომ მომავალი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აღადგინოს საბანკო გარანტიები და თან უმაღლესი ლიგის ფეხბურთელის ხელფასის მინიმალური ზღვარიც უნდა დააწესოს. ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან შეიძლება გუნდმა 500-ათას ლარიანი საგარანტიო წერილი წარადგინოს, მაგრამ ფეხბურთელს 200 ლარი დაუნიშნოს, რაც, ფაქტობრივად, მაინც უხელფასობას ნიშნავს, 200-ლარიანმა ფეხბურთელმა კი, დიდია ალბათობა, ცდუნებას ვერ გაუძლოს. რამდენი უნდა იყოს სახელფასო ზღვარი, 1000 ლარი თუ 1500, ამის განსაზღვრაც ადვილია.

1979 წელს მანჰეტენზე ნახევარი საათით შუქი გამოირთო და არ დარჩენილა მაღაზია, რომელიც არ გაეძარცვათ. და ეს მოხდა ქვეყანაში, სადაც არ იციან, რა არის საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ მომხდარმა ადამიანთა მცირე ნაწილს ბნელი ინსტინქტები გაუღვიძა.

ამერიკაში კი არა, ყველგან ასე მოხდებოდა, მეტ-ნაკლები მასშტაბით: ჩვენი ფეხბურთის უბედურება კი მუდამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში არსებობაა – 200 და 300-ლარიანი ხელფასი ფეხბურთში სხვა არაფერია. ეს კი ადამიანთა სისუსტეებს აჩენს, როდესაც ტოტალიზატორის კაცი მოვა და 20 ათას ლარს ყვითელი ბარათის მიღებისთვის შემოგთავაზებს - მხოლოდ დასჯილ ხუთეულს არ ვგულისხმობ.

საბანკო გარანტიები და მინიმალური სახელფასო ზღვარის დაწესება ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად მაინც მოაგვარებს. ცხადია, ზღაპრების არ მჯერა და ასეთ შემთხვეაშიც გარიგდებიან ტოტალიზატორები და ფეხბურთელები, საქმის კურსში კი კვლავ იქნება "ტრენერი", მაგრამ კრიმინალურ მოვლენებს მაინც ნაკლები გასაქანი მიეცემა. პრევენციის მიზანი კი დანაშაულის აღკვეთა- შემცირებაა.

ამით უპირველესად ფედერაცია უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან ჩემპიონატი, სადაც ფეხბურთელი 200 ლარს იღებს, პრესტიჟული ვერასოდეს გახდება და კარის უკან მდგომ აუტ-კუთხურების აღმრიცხავ "ჩინელსაც" მოედანზე მყოფი ბევრი ფეხბურთელი დაელაპარაკება სიხარულით.

japaneze
საბანკო გარანტიები და მინიმალური ხელფასის დაწესება სახელმწიფოს მახინჯი ჩარევის აღკვეთის ერთ-ერთი ფორმა იქნება. თუ დაგაინტერესებს, მოგწერ, რატომ.
ზვიადი
ცხადია დასაგმობი ასეთი ფაქტები, მაგრამ პრესის მხრიდან ამაზე მეტად სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთში მახინჯ ჩარევაზე ყურადღების მიქცევა უფრო უპრიანი იქნებოდა. უმცროსი ნოდარ ახალკაცის ხანაც რომ გავიხსენოთ და პასუხისგებაში მიცემა. აქ რამდენიმე ათასზეა საუბარი, როცა იმ არამზადამ მილიონები შეჭამა და დააქცია ფეხბურთი.
ზვიადი
ცხადია დასაგმობი ასეთი ფაქტები, მაგრამ პრესის მხრიდან ამაზე მეტად სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთში მახინჯ ჩარევაზე ყურადღების მიქცევა უფრო უპრიანი იქნებოდა. უმცროსი ნოდარ ახალკაცის ხანაც რომ გავიხსენოთ და პასუხისგებაში მიცემა. აქ რამდენიმე ათასზეა საუბარი, როცა იმ არამზადამ მილიონები შეჭამა და დააქცია ფეხბურთი.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა