გუშინ, 28 აპრილს, გაიმართა ინგლისის ჩემპიონშიფის 45 ტურის შეხვედრა. ლიდსში, ადგილობრივი "ლიდს იუნაიტედი" ლონდონის "ასტონ ვილას" ეთამაშებოდა. ორივე კლუბი პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის. "ასტონ ვილას" ამ თამაშამდეც პლეი-ოფში მოუწევდა ბრძოლა, ხოლო "ლიდსს" გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლისა და პრემიერლიგის საგზურის პირდაპირ მოპოვების შანსი რჩებოდა.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ჩრდილოელები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. 73-ე წუთზე კი მოხდა ის, რის გამოც ეს მატჩში ისტორიაში შევა. მოედნის ცენტრში, ბრძოლაში წაიქცა "ასტონ ვილას" ფეხბურთელი. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა თამაში არ გააჩერა. შესაბამისად, "ლიდსის" ფეხბურთელებს ყველანაირი უფლება ჰქონდათ შეტევის გაგრძელებისა და გააგრძელეს კიდეც, რაც "ასტონ ვილას" კარში გატანილი გოლით დასრულდა. ამას ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოჰყვა, ასტონვილელი ელ ღაზი გააძევეს კიდეც. "ლიდს იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და "ასტონ ვილას" საპასუხო გოლის გატანის უფლება მისცა.

ამ მომენტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინგლისში. უმრავლესობა თვლის, რომ "ლიდსს" "ასტონ ვილასათვის" გოლის გატანის უფლება არ უნდა მიეცა, რადგან ფეხბურთის წესები ყველამ იცის და მსაჯის სასტვენამდე არ უნდა გაჩერებულიყვნენ.

თვითონ არგენტინელმა სპეციალისტმა კი ეს განაცხადა DT Leeds-თან მატჩისშემდგომ ინტერვიუში:

"ჩვენ არ გვიჩუქებია, არამედ დავუბრუნეთ ის გოლი. ჩვენ დავინახეთ ფაქტები და მათი ინტერპრეტაციის შედეგად მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. ინგლისური ფეხბურთი ცნობილია სპორტული ღირსებით და მე ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ".

ამ შეხვედრის შემდეგ "ლიდს იუნაიტედი" ჩემპიონშიფის მე-3 პოზიციაზე დარჩა და "შეფილდ იუნაიტედს" 5 ქულით ჩამორჩა. უკვე გადაწყვეტილია, რომ შემდეგი წლიდან პრემიერლიგაში "ნორვიჩ სიტი" და "შეფილდ იუნაიტედი" ითამაშებენ. ხოლო "ლიდსი", "ასტონ ვილა" და "ვესტ ბრომვიჩი" პლეი-ოფში არიან. მეოთხე გუნდის ვინაობა "დერბი ქაუნთისა" და "მიდლსბროს" შორის გაირკვევა.

emigranti
ერთერთი საუკეთესო მწვრთნელია და საკმაოდ ცნობილი პიროვნება. ეს მოგვცა ნაკრების მწვრთნელად თქვენ მოწონებულ გუნდს დააყენებდა.
გოგა
ასტონ ვილა ბირმინგემის გუნდია და არა ლონდონის.
ჯონდო
"გიჟი" თავის ამპლუაშია. ისე გაასწორეთ ბილსა არგენტინელია
ლადო
Respect! პ.ს. ბიელსა არგენტინელი უნდა იყოს ვეჭვობ და არა ესპანელი.
ლორდების ლორდი
ერთი ბიელსაა ესპანელი და მეორე მე ფრანგი :)
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"გიჟი", რომელიც უფეხბურთოდ ვერ ძლებს - ბიელსამ 11-წლამდელთა გუნდი ავარჯიშა [PHOTO]
მარსელო ბიელსა, შესაძლოა, პრემიერლიგას დაუბრუნდეს
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
ისევ ნაკრებში - 67 წლის ბიელსამ ახალი სამსახური იშოვნა
13 თვის შემდეგ - ბიელსამ ახალი სამსახური იპოვა
მარსელო ბიელსა სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება, ამჯერად ევროპის გარეთ