სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გამარჯვება იზეიმა ლიუბლიანის "ოლიმპიამ", ოლიმპიელებმა "სლოვანი" 70:45 გაანადგურეს
სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გამარჯვება იზეიმა ლიუბლიანის "ოლიმპიამ". გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას გუნდი "სლოვანთან" პირველ წრეში 1 ქულით დამარცხდა, ახლა კი თანაქალაქელებზე შური იძია. ოლიმპიელებმა "სლოვანი" 70:45 გაანადგურეს.

საქართველოს ნაკრების წევრებმა ამ შეხვედრაში ართცუ დიდ ხანს ითამაშეს. ხუთეულში არც ერთი არ გახლდათ. შერმადინმა მოედანზე 8,44 წუთი გაატარა და 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ ოთხიდან ოთხივე ორქულიანი ჩააგდო.

ვლადიმერ ბოისა მოედანზე 16 წუთზე ოდნავ მეტ ხანს იმყოფებოდა. მან "სლოვანის" ფარს თამაშიდან მხოლოდ ერთხელ, ისიც უშედეგოდ შეუტია, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. ბოისას ანგარიშზე ასევე 1 მოხსნა და 1 პასია.

"ოლიმპიას" 7 მოგების წილ 4 მარცხი აქვს. ანალოგიური შედეგი გააჩნიათ "ზლატოროგსა" და "ჰელიოსს", თუმცა ამ გუნდებს ლიუბლიანელები ბურთების უკეთესი შეფარდებით ჯობნიან და მეორე ადგილზე იმყოფებიან. პირველზე კი 11 ტურში ჯერაც დაუმარცხებელი "კრკაა".

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა