© ლევან ვერძეული

რუსთავის "ხარებმა" მარნეულის "არმაზს" დრამატულ მატჩში 27:21 სძლია და საქართველოს ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება 25-წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა.

დიდი 10-ის მცირე ფინალში მარნეულელებმა 15-ქულიანი ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანა მოახერხეს, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმა ვეღარ შეასრულეს, ბოლოს ლელო თავად მიიღეს. მიუხედავად მარცხისა, "არმაზმა", დაარსების დღიდან პირველად, მედლების მოპოვება მოახერხა და ბრინჯაოს მედლები ჩაიბარა.

თამაში უაღრესად დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, სრული მობილიზებით ირჯებოდა და რუსთავის რაგბის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმაც მაგრად ისიამოვნა. მატჩის დებიუტი სტუმრების იყო. "არმაზმა" ბურთზე კონტროლი დაამყარა და დაცვაში აგრესიულად, თავდადებით მოთამაშე "ხარებს" შეცდომა მე-7 წუთზე დააშვებინა. ხაზი ჯერ გიორგი კვესელაძემ გაჭრა, მერე მარცხენა ფრთაზე ნიკა გიგაური გაიქცა და ბოლო მცველის ბოჭვის მიუხედავად, ლელო გაიტანა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვა შეასრულა.

უშეღავათო ბრძოლაში ანგარიში ტაიმის ბოლომდე აღარ შეცვლილა, დასკვნით 5 წუთში კი მასპინძლებმა 10 ქულა და ლიდერობა მოიპოვეს. მათ ჯერ მოლი დააყენეს, რომელმაც ლელოს ხაზამდე იარა და რაქიდან გადამწყვეტი მიძალება ლაშა გოგიაშვილმა შეასრულა, კობა ბუჯიაშვილმა კი ზუსტი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა - 10:7.

"ხარებმა" შეტევების ტემპს მეორე ტაიმში მოუმატა, 49-ე წუთზე ორივე ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშა ბურთი, გურამ ქანდაურიშვილი მბოჭავს გასცდა და მისი ლელო ბუჯიაშვილმა გარდასახა. 56-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი კარგი შეტევა განახორციელეს, მორკინალებმა "არმაზის" დაცვა მოქანცეს და ქანდაურიშვილმა დუბლი შეასრულა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო - 22:7.

"არმაზმა" ძალები მოიკრიბა და შეტევაში დიდი დრო გაატარა. თავდაპირველად "ხარები" ახერხებდა თავის დაცვას, მაგრამ მერე კობა ჯიმშელეიშვილი მბოჭავს გაექცა და 69-ე წუთზე ლელო გაიტანა, რომელიც ჯინჭველაშვილმა გარდასახა. ოთხ წუთში ჯინჭველაშვილმა მოედნის ცენტრში ჩაჭრა გადაცემა და ლელომდე ირბინა, რასაც ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და საფინალო სასტვენამდე 7 წუთით ადრე, სხვაობა მინიმუმამდე დავიდა.

მარნეულელებმა ჯარიმის მოპოვება სცადეს, თუმცა "ხარებმა" ჯერ თავი დაიცვა, მერე ბურთი მოიპოვა, დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარა და გიგა ქვლივიძის ლელოთი გამარჯვება დაიბევა - 27:21.

"ხარები" ფინალურ მატჩს 12 მაისს, ბათუმში გამართავს, სადაც შესარჩევ ფინალში "ბათუმთან" დამარცხდა და ახლა რევანშის შანსი ექნება. "არმაზმა" კუთვნილი ბრინჯაოს მედლები რუსთავის რაგბის სტადიონზე, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი გორგასლიძისგან ჩაიბარა და ახალი ისტორიული შედეგის დაფიქსირებას უკვე მომავალ სეზონში ეცდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ბათუმმა" "ხარებს" სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ყოჩებმა" დაბრუნება მოგებით აღნიშნა
"ხარებმა" "ბათუმთან" გასული სეზონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა