ხავიერ ძანეტი 1000-იანთა კლუბში გაწევრიანდა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროფესიულ კარიერაში სწორედ ამდენი შეხვედრა აქვს ჩატარებული
ინტერი-რომა 1:1 (0:1)

ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, კივუ, ლუსიო, ნაგატომო - კამბიასო, მარიგა, ძანეტი, ხარჯა (75. მოტა) - ეტოო, პაცინი (67. მილიტო).

რომა (4-2-3-1): დონი - კასეტი, ჟუანი, ნ. ბურდისო, რიისე - პისარო (46. გრეკო), დე როსი - პეროტა, სიმპილისიო (56. ვუჩინიჩი), მენეზი (73. კაპრარი) - ბორიელო.

გოლები: 1:0 ეტოო (58), 1:1 ბორიელო (74).

სეზონის წინ, "ინტერისთვის" იტალიის თასის მოგება ნამდვილად არ იყო პრიორიტეტული, მაგრამ სულ არაფერს ნამდვილად ჯობია და ამად იყო, რომ "რომასთან" ნახევარფინალურ პაექრობებში მილანელებმა მაქსიმუმი გაიღეს. ეს მაშინ, როდესაც დედაქალაქელებისთვის უმთავრესი მაინც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და გამომდინარე ყველაფერ ზემოთთქმულიდან, "ნერაძურის" გამარჯვება სრულიად ლოგიკურად მოსჩანს.

მილანელებმა პირველივე შეხვედრაში მოიპოვეს დიდი უპირატესობა - დეიან სტანკოვიჩის გოლის წყალობით რომში დაამარცხეს მეტოქე და დიდი ნაბიჯი გადადგეს ფინალში გასასვლელად. განმეორებით შეხვედრაში "ინტერს" მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნება ევალებოდა და დასახულ მიზანს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიაღწია.

ორივე გუნდი საკმაოდ სერიოზული დანაკლისით შეხვდა მატჩს - ლეონარდომ დეიან სტანკოვიჩი, ვესლი სნეიდერი და ანდრეა რანოკია ვერ დაიხმარა, ვინჩენცო მონტელამ კი თვით ფრანჩესკო ტოტი. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ერთი პერიოდი, მილანელებმა ბურთიც კი დაუმალეს მეტოქეს. თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზაში აკლდათ სიმწვავე და რომაელმა მცველებმა პირველ დაწოლას გაუძლეს. ტაიმის შუაწელიდან შედარებით გათანაბრდა თამაში და ხიფათი მასპინძელთა კართანაც შეიქმნა - მარკო ბორიელომ მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, კარგად შეტრიალდა და ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი ზემოდან გადაცდა ჟულიო სეზარის კარს. ბორიელოს კიდევ ერთხელ შეეძლო თავის გამოჩენა, საშუალო დისტანციიდან დაარტყა, თუმცა ამჯერად კიპერმა იმარჯვა. მილანელთა რიგებიდან სამუელ ეტოო იყო განსაკუთრებულად აქტიური, ერთ-ერთ ეპიზოდში გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

მეორე ნახევარში მონტელამ ინერტული დავიდე პიზარო მოხსნა თამაშიდან და მის ნაცვლად ბრძოლაში ლეანდრო გრეკო ჩართო. მოგვიანებით, მირკო ვუჩინიჩიც ჩაერთო თამაშში და "რომა" კიდევ უფრო გააქტიურდა, თუმცა გოლი აქეთ მიიღო - ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, ბურთი სამუელ ეტოოს მიუვიდა ხელსაყრელ პოზიციაზე, ბევრი აღარ უფიქრია, დაარტყა და ანგარიშიც გახსნა, 1:0. საერთო ჯამში, მილანელები ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ და თავი ქუდში დაიგულეს, თუმცა ბოლო ათი წუთი მაინც მოუწიათ ნერვიულობა. 74-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა 17 წლის კაპრარმა კარგად ჩააწოდა ფლანგიდან, მარკო ბორიელომ ლუსიოს აჯობა და თავური დარტყმით შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა, 1:1. დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და ფინალურ მატჩში მონაწილეობის უფლება მილანის "ინტერმა" მოიპოვა.

ნამატჩევს ლეონარდომ კმაყოფილება გამოთქვა შეგირდების გარჯით: "ძალიან კარგი იქნება თუ სეზონს უტიტულოდ არ დავასრულებთ და ამისკენ ნაბიჯნაბიჯ მივიწევთ. წინ გადაწყვეტი მატჩია, რომლისთვისაც სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ. ბევრმა ჩათვალა, რომ "პალერმოს" ფინალში გასვლით გაგვიმართლა, თუმცა პირადად მე ასე არ ვიტყოდი. დელიო როსის გუნდისთვის თასის მოგებას ეპოქალური მნიშვნელობა ექნება და თავად განსაჯეთ, როგორი მოტივაციით დაგვიპირისპირდებიან სიცილიელები. ამიტომ, თუ მეტოქეს სათანადოდ არ შევაფასებთ და ბოლომდე არ დავიხარჯებით, აუცილებლად დავისჯებით. თუმცა, დღევანდელი თამაში ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ჩემს განკარგულებაში პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც დამატებითი მოტივირება არ სჭირდებათ".

ვინჩენცო მონტელა კიდევ უფრო ვრცელი იყო: "პირველ ტაიმში კარგად ვიცავდით თავს და კონტრშეტევებიც გამოგვდიოდა, აი მეორეში კი თამაში აირია, ზონები გაიხსნა, მღვრიე წყალში კი თევზი "ინტერმა" დაიჭირა. ჩვენი მიზანი თავიდანვე ორი გოლის გატანა იყო, თუმცა მხოლოდ ერთხელ შევარხიეთ მეტოქის კარის ბადე და ფინალს მიღმა დავრჩით. მთავარია, დროზე დავივიწყოთ წარუმატებლობა და სერია A-ს დარჩენილ ორ ტურზე გადავერთოთ. ორი გადამწყვეტი მატჩის ჩატარება მოგვიწევს და იმედია, ჩემპიონთა ლიგის საგზური სწორედ ჩვენ დაგვრჩება. ძალიან რთული სეზონი გამოვიდა და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ".

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც "პალერმოს" თასის ფინალში გასვლამ გამოიწვია - გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო სეზონში "ინტერი" ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, ევროპის ლიგის საგზური სიცილიელებმა უკვე გაინაღდეს. - ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერია A-დან მხოლოდ ორი გუნდი გავა ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე. ანუ, ამ დროისთვის ევროპის ლიგის ზონაში "ლაციო" და "რომა" არიან, ტურინის "იუვენტუსი" კი ევროზონის მიღმაა დარჩენილი.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ხავიერ ძანეტი 1000-იანთა კლუბში გაწევრიანდა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროფესიულ კარიერაში სწორედ ამდენი შეხვედრა აქვს ჩატარებული. "რომასთან" პაექრობა საიუბილეო იყო არგენტინელისთვის და ბუნებრივია, ეს საოცარი მიღწევა საგანგებოდ აღინიშნა.

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება