ფეხბურთის ლეგენდა პელემ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მექსიკელ თავდამსხმელ ხავიერ ერნანდესზე ილაპარაკა და "ჩიჩარიტო" „ახალ მესიდ“ მონათლა
ფეხბურთის ლეგენდა პელემ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მექსიკელ თავდამსხმელ ხავიერ ერნანდესზე ილაპარაკა და "ჩიჩარიტო" „ახალ მესიდ“ მონათლა. მექსიკელი ჩინებულ სეზონს ატარებს: 42 შეხვედრაში 20-ჯერ შესძლო გოლის გატანა და ლომის წილი დაიდო „იუნაიტედისთვის“ პრემიერლიგის ჩემპიონობა რომ გაინაღდეს. ასევე, „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან, სადაც კატალონიურ „ბარსელონას“ დაუპირისპირდებიან. „ის შესანიშნავი მოთამაშეა. მისი რამოდენიმე თამაში ტელევიზორის საშუალებით ვნახე და ფანტასტიური ფეხბურთელის შთაბეჭდილება დამიტოვა. მას შეუძლია ლიონელ მესის დონეს მიაღწიოს. ის ისეთივე სიურპრიზია, როგორიც ჰუგო სანჩესი გახლდათ - ჩიჩარიტოს გოლის საოცარი ალღო აქვს. ცოტა ხანი ვაცადოთ, გამოავლინოს მექსიკის ნაკრებშიც თავისი სრული შესაძლებლობები და მერე მის უდიდეს პოტენციალს დავინახავთ“.

ბაიერნი: 21 მილიონი ნოიერის სანაცვლოდ

მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე „შალკეს“ სპორტულ დირექტორ ჰორსტ ჰელდტცს ამ სეზონში უკვე მეორედ შეხვდა გელზერკინხენთა კიპერ მანუელ ნოიერის ტრანსფერთან დაკავშირებით. მიუნხენური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია: „ჩვენ მანუელ ნოიერი ძალიან გვჭირდება და მის სანაცვლოდ მზად ვართ, 21 მილიონი გავიღოთ“. შეგახსენებთ, რომ ნოიერი ამ სეზონის დასრულებისთანავე ნებისმიერ ვარიანტში დატოვებს „შალკეს“ - მას კონტრაქტი უმთავრდება, რომლის გაგრძელებაზე მანუმ უარი თქვა.

დავიდ ლუიზზე ჯოხი არ უნდა გადატყდეს!

მოგეხსენებათ, კვირას, „ოლდ ტრეფორდზე“ პრემიერლიგის „დიდი ოთხეულის“ ერთ-ერთ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „ჩელსი“ 2:1 დაამარცხა და ამით ფაქტიურად გაინაღდა პირველი ადგილი. ამ მატჩს კი „სანის“ ჟურნალისტი სტივენ ჰოვარდი გამოეხმაურა, რომლის მოსაზრებები „ლელოს“ მკითხველთათვის არაერთხელ გვითარგმნია. „სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა დამსახურებულად იმარჯვა, - წერს ჰოვარდი - ისინი ძალზე დიდ უპირატესობას ფლობდნენ. ღოგორც სერ ალექსმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, მეტოქე გუნდიდან გამორჩეული ფეხბურთელი მეკარე პეტრ ჩეხი გახლდათ, რომელმაც 2-3 რთული ბურთი აიღო და დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მე კი ვფიქრობ, რომ მარცხი მხოლოდ დავიდ ლუიზს არ უნდა დავაბრალოთ: კი ბატონო, შეცდა პირველი გოლისას, მაგრამ მას ტრავმაც ჰქონდა და ესეც გასათვალისწინებელია“.

კვირის სიმბოლური

(4-4-2): ედვინ ვან დერ სარი (მანჩესტერ იუნაიტედი) - გლენ ჯონსონი (ლივერპული), პეტრი პასანენი (ვერდერი), ჟუანი (რომა), კარლოს მარჩენა (ვილიარეალი) - არიენ რობენი (ბაიერნი), ლუის ჰოლტბი (მაინცი), გრენ უილანი (სტოკ სიტი), მესუთ იოზილი (რეალი) - ლუის სუარესი (ლივერპული), მარიო გომესი (ბაიერნი).

კვირის გმირები

კვირის გმირებად ჩვენ მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელებს ვასახელებთ, რომელთაც „ზანკტ პაულის“ სტუმრად 8:1 (!) სძლიეს. არიენ რობენმა, ფრენკ რიბერიმ და მარიო გომესმა დუბლები მიითვალეს, ერთი გოლი კი დანიელ ვან ბუიტენმა გაიტანა.

გიორგი ფულარიანი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა