"ენფილდზე" "ბარსელონას" განადგურების (4:0) შემდეგ "ლივერპული" ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც დღეს, 8 მაისს უნდა გაირკვეს.

იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე მეორე ფინალისტის ვინაობას ამსტერდამის "აიაქსი" და "ტოტენჰემი" გაარკვევენ.

პირველი მატჩის შემდეგ უპირატესობა ჰოლანდიელთა მხარესაა. მათ სტუმრად მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მნიშვნელოვანი ფორა აქვთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია და არაერთხელ დამტკიცდა, რომ პირველ შეხვედრაში არსებული უპირატესობა ხშირად არაფერს ნიშნავს.

ეს ფინალში გასვლით "ლივერპულმაც" დაამტკიცა და რაც მთავარია, დაამტკიცა "აიაქსმა", რომელმაც მადრიდის "რეალსა" და "იუვენტუსს" სხვაობა "ამოუქაჩა".

ამსტერდამელები შეხვედრას უდანაკარგოდ ხვდებიან და დიდი ალბათობით, მოედანზე მრავალჯერ გამოცდილი შემადგენლობით გამოვლენ. "ტოტენჰემს" კი ამ მხრივ პრობლემები აქვს, მაურისიო პოჩეტინოს დღევანდელ მატჩში მთავარი დამრტყმელი ძალა ჰარი კეინი არ ეყოლება, რომელმაც ტრავმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მიიღო და სეზონის ბოლომდე ლაზარეთში გადაინაცვლა.

თუმცა ლონდონელთათვის შესანიშნავი ამბავია სონის დაბრუნება, რომელმაც პირველი შეხვედრა ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. მიმდინარე სეზონში კორეელი შესანიშნავ ფორმაშია და გუნდის ნამდვილი ლიდერია.

"აიაქსი" შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება. გასულ კვირას მათ ჰოლანდიის თასის ფინალში "ვილემ II" (4:0) გაანადგურეს და სეზონის პირველი ტიტული მოიპოვეს. ამასთან ერთად, ახლოს არიან ერედივიზიონის მოგებასთან - ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პსვ-სთან ერთად გათამაშებას 80 ქულით ლიდერობენ, თუმცა მეტოქეს ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებენ.

"ტოტენჰემი" კი სეზონის დასკვნით ეტაპზე ცუდ ფორმაშია, მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან 5 მარცხი იწვნიეს და ერთადერთხელ გაიმარჯვეს.

"პირველ შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ - დაცვაში ორგანიზებულად ვითამაშეთ. იგივე შეტევაშიც უნდა გავიმეორეთ. თამაში უნდა წავიკითოთ და გავიგოთ, რისი საშუალება გვაქვს.

პირველ მატჩში სტუმრად გატანილი გოლი მნიშვნელოვანია. ახლა იმ არენაზე ვითამაშებთ, სადაც საოცარი ატმოსფეროა და იმედი მაქვს, ეს დაგვეხმარება. როდესაც პრემიერლიგის კლუბს ეთამაშები, წნეხი უფრო დიდია", - განაცხადა შეხვედრის წინ ერიკ ტენ ჰააგმა.

"ლონდონში დაფიქსირებული ნეგატიური შედეგი ყველაფერს ართულებს, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია. ვიცით, რომ გამარჯვება გვესაჭიროება. ეს ამაღელვებელი მომენტია.

თამაშის დროს მეტი თავისუფლება უნდა ვიგრძნოთ, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს. ვერავინ იფიქრებდა იმას, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსი გვექნებოდა, ახლა კი მომენტი უნდა შევიგრძნოთ და ჩვენი ძალების ვიწამოთ", - ეს უკვე მაურისიო პოჩეტინოს სიტყვებია.

ფაქტები

"აიაქსი" ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩია დაუმარცხებელია (9 მოგება, 1 ფრე).

"ტოტენჰემმა" ყველა ტურნირზე ბოლო 11 შეხვედრიდან 7 მარცხი იწვნია (4 გამარჯვება).

"ტოტენჰემს" ჰოლანდიური კლუბების წინააღმდეგ სულ 18-ჯერ უთამაშია - 9 მოგება, 5 ფრე, 4 მარცხი.

"აიაქსმა" მიმდინარე სეზონში იმდენი საპლეიოფო საგარეო მატჩი მოიგო, რამდენიც "მანჩესტერ სიტიმ" ისტორიაში (3-დან 3 გამარჯვება).

8 მაისი. "იოჰან კრუიფ არენა"

აიაქსი-ტოტენჰემი. 23:00

აიაქსი (4-3-3): ონანა, მაზრაუი, ბლინდი, დე ლიხტი, ტალიაფიკო, ვან დე ბეეკი, დე იონგი, შონე, ზიეჩი, ტადიჩი, ნერეში.

ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, სისოკო, ვანიამა, ალი, ერიქსენი, მოურა, სონი.

არ იქნებიან: კეინი, ვინქსი, სანჩესი (ყველა ტოტენჰემი).

გია
აიაქსი ფინალშია..
Giorgi
Totenhemi gaanadgurebs!!!
გოგა
მოიგებს ტოტენჰემი და გავა ფინალში
zviads
პოჩეტინო ბარსაში!
გია
მიდი აიაქსო მოუგე ამ ტოტენჰემს და მერე ლივერპულსაც.
glot
სულელური სათაური
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება