ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მაიამი უფრო ძლიერია

მაიამი უფრო ძლიერია

კალათბურთი. NBA. პლეი ოფი. 1/4 ფინალი

"მაიამი" მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა "ბოსტონთან", მაგრამ ბოლოსკენ იპოვნა ძალები 16:0 გაქცევისთვის. ეს გარღვევა ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე თამაშის წყალობით გახდა შესაძლებელი.

"ლეიკერსის" შემდეგ პლეი ოფს კიდევ ერთი ლეგენდარული გუნდი გამოაკლდა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში აღწევდა ფინალს. რა თქმა უნდა, კალიფორნიელებისგან განსხვავებით "ბოსტონი" მთლად უიმედოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ ისიც აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე "მაიამი" ობიექტურად ძლიერი იყო თავის მეტოქეზე. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ 2004 წლის შემდეგ პირველად "სელტიქსმა" სერიაში ვერ შეძლო 100 ან მეტი ქულის დაგროვება.

რაც შეეხება გუშინდელი მატჩის სცენარს, ის "ბოსტონისთვის" ერთგვარად გულდასაწყვეტი იყო. სტუმრები სამმეოთხედნახევარი კარნახობდნენ მეტოქეს საკუთარი პირობებს. პირველ რიგში, ეს დაცვაში კარგი თამაშისა და რეზერვისტების უნარიანი მოქმედების ხარჯზე ხდებოდა. რეი ალენის სამქულიანებსა და კევინ გარნეტის აქტიურობას თუ არ ჩავთვლით, "ბოსტონის" მხრიდან შეტევაში რომელიმე კალათბურთელის გამოყოფა შეუძლებელია. პირსი და რონდო მხოლოდ საკუთარი თავის აჩრდილები იყვნენ და სერიის ანტირეკორდები დაამყარეს - პირსმა დაგროვილი ქულებითა (12) და მოხსნებით (3), რონდომ - შედეგიანი გადაცემებით (3).

საფინალო სირენამდე 4 წუთითა და 28 წამით ადრე ნენად კრსტიჩის ზუსტი ტყორცნის შემდეგ "მწვანეები" ექვსი ქულით დაწინაურდნენ - 87:81. სწორედ იმ მომენტში სტატისტიკურმა სამსახურმა ტელემაყურებლებს საინტერესო ფაქტი მოგვაწოდა - "ბოსტონმა" მოიგო მიმდინარე პლეი ოფის ხუთივე მატჩი მაშინ, როცა მეტოქეზე უკეთესი ტყორცნების რეალიზაცია ჰქონდა (იმ მომენტისთვის სხვაობა კოლოსალური იყო - 53.2 42.6-ის წინააღმდეგ).

მაგრამ, როცა ერთი გუნდის რიგებში თამაშობენ უეიდი, ჯეიმსი და ბოში, ექვსქულიანი ჩამორჩენა თუნდაც "ბოსტონის" წინააღმდეგ, ბევრს არაფერს ნიშნავს. მით უმეტეს, თუ მეტოქეს პოზიციური შეტევისას არაფერი გამოსდის. საფინალო სირენამდე დარჩენილ დროში "სელტიქსმა" თამაშიდან ვერც ერთი ბურთი ვეღარ ჩააგდო, ხუთჯერ ააცილა კალათს, სამი შეცდომა დაუშვა და შესაბამისად, "ჰიტის" 16:0 გაქცევა მიიღო.

დუეინ უეიდის სტატისტიკა ცალკე აღნიშვნის ღირსია - 34 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 4 დაფარება, მაგრამ მატჩის გმირი ლებრონ ჯეიმსი გახდა. თავიდან მან ორი ბრწყინვალე პასით ჯონსსა და კრის ბოშს ჩააგდებინა, შემდეგ პირსის აქტიური მეურვეობის მიუხედავად ორი სამქულიანი ჩააგდო, სოლო გამოსვლა კი თავისივე ჩაჭრის შემდეგ ეფექტური ჩატენვით (ფოტოზე) და საშუალო მანძილიდან ზუსტი სროლით დაამთავრა - 97:87.

აღმოსავლეთი

მაიამი-ბოსტონი 97:87

16:24, 31:25, 24:24, 26:14

მ: უეიდი (34+10 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), ჯეიმსი (33+7 მოხსნა+4 პასი), ბოში (14+11 მოხსნა), ჰოვარდი (5), ბიბი (3), ჯონსი (3), მილერი (2), ჩელმერსი (2), ენტონი (1+6 მოხსნა).

ბ: ალენი (18), გარნეტი (15+11 მოხსნა+3 პასი), პირსი (12+4 პასი), უესტი (10), გრინი (9), კრსტიჩი (8+2 დაფარება), რონდო (6+3 პასი), დევისი (6), ჯ. ო'ნილი (3 + 2 დაფარება).

სერია: 4-1

სერიის მეხუთე მატჩში "ოკლაჰომა-სიტი" ბრწყინვალე სტილში გაუსწორდა "მემფისს" და ამ სერიაში პირველად დაწინაურდა.

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში "ოკლაჰომამ" სამი ოვერტაიმის შემდეგ დაამარცხა მეტოქე. 1993 წლიდან მოყოლებული კიდევ სამმა გუნდმა შეძლო სამ დამატებით დროში შეხვედრის მოგება: "ფინიქსმა" 1993 წელს ("ჩიკაგოს" წინააღმდეგ), "ნიუ ჯერსიმ" 2004 წელს ("დეტროიტის" წინააღმდეგ) და "ჩიკაგომ" 2009 წელს ("ბოსტონის" წინააღმდეგ). ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთ თრილერში გამარჯვებული აუცილებლად მარცხდებოდა შემდეგ შეხვედრაში და უფრო მეტიც - მთლიანად სერიაში. გუშინ ეს ტრადიცია დაირღვა - "თანდერმა" მეხუთე მატჩში გაანადგურა "მემფისი" და სერიის მოგების ძალიან კარგი შანსი მიიღო.

მესამე და მეოთხე მატჩებში სკოტ ბრუქსის შეგირდებს ერთი სენი შეეყარათ - ვერ ინარჩუნებდნენ მოპოვებულ უპირატესობას. თავიდან ქარს გაატანეს 16-ქულიანი სხვაობა და ოვერტაიმში დამარცხდნენ, შემდეგ კი ბოლო მეოთხედში 10-ქულიანი უპირატესობა გაფლანგეს და ამას მოჰყვა სწორედ ის სამი ოვერტაიმი და ნერვების წყვეტა.

ამჯერად ასეთი რამ არ მომხდარა. მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდა და მეოთხე მეოთხედმა უბრალოდ

ფორმალური ხასიათი მიიღო. მასპინძელთა გუნდი არ დააღალატეს რეზერვისტებმა - ნიკ კოლისონმა, დეშუან კუკმა, ნაზრ მოჰამედმა და ჯეიმს ჰარდენმა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეფექტური იყო - მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა "+29" შეადგინა.

ბუნებრივია, წინა სამოვერტაიმიანმა მარათონმა ორივე გუნდის კალათბურთელებს უამრავი ძალა წაართვა და წესით, ეს აუცილებლად უნდა დატყობოდა გუშინდელი მატჩის მონაწილეებს. "ოკლაჰომა" ახალგაზრდული გუნდია და ძალები მალე აღიდგინა, რასაც ვერ ვიტყვით "მემფისზე", კერძოდ კი მის ლიდერ ზაკ რენდოლფზე. ის ყველაზე დაღლილი ჩანდა და მეორე ტაიმში ძლივს დარბოდა მოედანზე. მატჩის ბოლოს მის ანგარიშზე მოკრძალებული 9 ქულა და 7 მოხსნა მოდიოდა - ლიდერის ასეთი თამაშით "მემფისს" მოგება არ ეწერა. არადა, რენდოლფი ამ სერიის წინა მატჩებში საშუალოდ 26 ქულასა და 14 მოხსნას აგროვებდა.

წინ სერიის მეექვსე მატჩია, რომელიც "მემფისის" მოედანზე გაიმართება. საინტერესოა, ეყოფა თუ არა ძალა და მონდომება მასპინელთა გუნდს სერიის მეშვიდე შეხვედრამდე მისაყვანად.

დასავლეთი

ოკლაჰომა-მემფისი 99:72

17:17, 29:18, 25:17, 28:20

ო: დურანტი (19+7 მოხსნა+2 დაფარება), კუკი (18), უესტბრუკი (11+6 პასი), მოჰამედი (10+6 მოხსნა), იბაკა (9+3 დაფარება), კოლისონი (9+10 მოხსნა), ჰარდენი (9+6 მოხსნა+5 პასი), პერკინსი (5), ივეი (3), რობინსონი (3), სეფოლოშა (2+6 მოხსნა), მეინორი (1+9 პასი).

მ: მ. გასოლი (15+5 მოხსნა+3 ჩაჭრა+2 დაფარება), რენდოლფი (9+7 მოხსნა), კონლი (9+5 მოხსნა+4 პასი), არტური (9), ალენი (8), ვასკესი (6+3 პასი), მაიო (5+4 პასი), იანგი (4), ჰადადი (4+2 დაფარება), პოუ (3).

სერია: 3-2

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა