ბელგიის ჩემპიონატის წარმომადგენელ "პეპინსტერში" მოთამაშე თორნიკე შენგელიამ "გენტის" წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა
ბელგიის ჩემპიონატის წარმომადგენელ "პეპინსტერში" მოთამაშე თორნიკე შენგელიამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 19 წლის ქართველის 19 ქულის წყალობით "პეპინსტერმა" სტუმრად "გენტი" დაამარცხა, ხოლო თავად შენგელიამ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ევრო-2011-ზე საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

ახლა უფრო კონკრეტულად. პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი "პეპინსტერისთვის" რეგულარული ეტაპის ბოლოსწინა ტურში "გენტის" დამარცხება აუცილებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლის რანგში "გენტი" თამაშობდა, პეპინსტერელებმა (რომელთა სასტარტო ხუთეულში შენგელიაც მოხვდა) თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და საწყისი მეოთხედი 22:9 მოიგეს. მეორე-მესამე ათწუთეულებში სტუმრები უპირატესობას ინარჩუნებდნენ, თუმცა მეოთხე რაუნდის ბოლოს "გენტის" კალათბურთელებმა ძალები მოიკრიბეს და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს. როგორც ბელგიური გაზეთები წერენ, გადამწყვეტ მომენტში შენგელიასა და ენტონი ჩადას საჯარიმოებისას ხელი არ აჰკანკალებიათ და "პეპინსტერს" 74:64 მოეგებინეს.

მარგი ქმედების კოეფიციენტიც (28) მოწმობს, რომ ახალგაზრდა ქართველი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი იყო. ამ კომპონენტში 20-ს თორნიკეს გარდა ვერც ერთი მოთამაშე ასცდა. შენგელიას გასწვრივ ოქმში ვკითხულობთ: 38 წუთი, 10-დან 3 ორქულიანი, 15-დან 13 საჯარიმო, 19 ქულა, 11 მოხსნა (ყველა დაცვაში), 2 ჩაჭრა, 1 ფოლი, 3 შეცდომა. მასზე 9-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან ორმაგ დუბლს გამორჩა რაშუან ფრიმენი - 16 ქულა, 15 მოხსნა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16 იყო.

ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფში 6 გუნდი გადის. ხუთს ეს საკითხი დადებითად აქვს გადაჭრილი. დარჩენილია ერთი ადგილი, რომლისთვისაც "პეპინსტერი"' და "ლუვენი" იბრძვიან. პირველს 11 მოგება (20 მარცხი) აქვს და მე-7 ადგიზეა, ხოლო "ლუვენი" 12 გამარჯვებით მეექვსეა.

რეგულარული ეტაპის დასრულებამდე დარჩენილია ერთი ტური, რომელშიც ერთმანეთის წინაშე სწორედ კონკურენტები წარდგებიან - "პეპინსტერი" "ლუვენს" უმასპინძლებს. მატჩი 14 მაისს გაიმართება. მეტოქის ჩამოსაცილებლად და პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად "პეპინსტერს" 2 და მეტი ქულით გამარჯვება სჭირდება.

ამასობაში ბელგიურ პრესაში გავრცელდა იქაური ლიგის ხელმძღვანელის ნაუბარი - "პეპინსტერი" ლიცენზირებისთვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებს (იგულისხმება ფინანსური გარანტიები) და შესაძლოა, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება არ მივცეთო. "პეპინსტერის" ხელმძღვანელობას საპირისპიროს დასამტკიცებლად და გარანტიების წარსადგენად 5 დღე აქვს.

მკითხველი
ძალიან კარგი იქნება მსგავს ინტერვიუებს თუ უფრო მეტს ჩაწერთ სხვადასხვა სპორტსმენებთან. კარგია რომ მუდმივად სიახლეებს გვთავაზობთ
manana
ძალიან კარგი ახალგაზრდა და პერსპექტიული კალათბურთელია თორნიკე შენგელია, მას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ სათანადო ორგანოებმა, იგი თავის სიტყვას კალათბურთში კიდევ ბევრჯერ იტყვის
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა