© გოგიტა ბუხაიძე

"ბათუმმა" დიდი 10-ის ფინალში რუსთავის "ხარებს" 36:11 სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

ზღვისპირელებს აქამდე საჩემპიონო თასი ორჯერ ჰქონდათ შემართული. მაშინ ამ ქალაქის გუნდი "დათვების" სახელით გამოდიოდა და პირველი ტიტული 1999 წელს, ხოლო მეორე 17 წლის წინ, 2002 წელს მოიპოვა.

რუსთავის გუნდი ფინალში 25 წლის შემდეგ დაბრუნდა. მათ 1993 წელს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს, 1994 წელს ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ და ამჯერად მეორე ადგილი დაიბრუნეს.

"ბათუმმა" დიდი 10-ის მიმდინარე სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფის ეტაპს საუკეთესო ფორმაში შეხვდა და "ხარებს", რომელთანაც რეგულარულ გათამაშებაში ორჯერ დამარცხდა, ორივე გადამწყვეტ მატჩში სოლიდური სხვაობით აჯობა.

ფინალური დღე ბათუმის რაგბის სტადიონზე ნამდვილ ზეიმად იქცა. კარგი ამინდის პირობებში, სტადიონის ტრიბუნები პირთამდე შეივსო და ქომაგობაც სამაგალითო, გულიანი იყო. მასპინძლებმა მეტოქეს აგრესიული, ხისტი დაცვა დაუპირისპირეს, ხოლო როდესაც ბურთს მოიხელთებდნენ, სწრაფად და მრავალფეროვნად უტევდნენ. გარდა ამისა, "ბათუმი" სრულ უპირატესობას ფლობდა შერკინებაში და ამ ყველაფერმა საფინალო სასტვენთან ერთად, ლოგიკური შედეგი დააფიქსირა.

საგულისხმოა, რომ 12-წლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა. რეფერი საერთაშორისო მსაჯი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელსაც კიდეებიდან ასევე საერთაშორისო მსაჯები - შოთა თევზაძე და სულხან ჩიხლაძე ეხმარებოდნენ, ხოლო ვიდეორეფერი საბა აბულაშვილი იყო.

ნინიძე მექულეებში დაწინაურდა

თამაშში ბურთი რუსთავის "ხარებმა" შეიყვანა, მეტოქის ნახევარზე 4 წუთი გაატარა, ჯარიმის უფლება მოიპოვა და კობა ბუჯიაშვილმა კიდიდან, 42-44 მეტრიდან ანგარიში გახსნა.

მე-7 წუთზე სტუმართა სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა და აქვე გამოჩნდა ამ კომპონენტში მასპინძელთა უპირატესობა. "ბათუმმა" ჯარიმის უფლება მოიპოვა და მამუკა ნინიძემ წონასწორობა აღადგინა, ხუთიოდე წუთში კი მან შერკინების მიერ გამომუშავებული მორიგი ჯარიმიდან საკუთარი გუნდი დააწინაურა.

სანამ მაყურებელი ლელოებს იხილავდა, ნინიძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და ზღვისპირელების უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა - 12:3. ინდივიდუალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო მატჩში მესამე ჯარიმა, რომლის გატანით ნინიძემ საუკეთესო მექულეთა დავაში "არმაზელ" რეზი ჯინჭველაშვილს გადაასწრო. მთლიანობაში, ბათუმელთა მგეზავმა ამ მატჩში 16, ხოლო ჩემპიონატში 204 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ჯინჭველაშვილი 196 ქულით მეორეზე დარჩა.

ბუჯიაშვილმა ნინიძის მეოთხე ჯარიმას 1 წუთში უპასუხა და სხვაობა შეამცირა, თუმცა ის 2 წუთში, ლამაზი ლელოს შემდეგ გაიზარდა. "ბათუმმა" მაღალ ტემპში შეუტია და რამდენჯერმე გადალახა უპირატესობის ხაზი. ლაშა ხმალაძემ მარცხენა ფრთაზე ანზორ სიჭინავა შენიშნა, რომელსაც გასაოცარი სიზუსტით ბურთი ფეხით გადაუკიდა და დაგვიანებული ბოჭვის მიუხედავად, შეხვედრის პირველი ლელო გავიდა, ხოლო ნინიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. "ხარებმა" ტაიმის დასკვნით წუთებში ჯარიმა აღარ დაარტყა, მაგრამ 5-მეტრიანი დერეფნიდან ორჯერ ვერ იხეირა და ტაიმი 19:6 დასრულდა.

დაიწყო მეორე ტაიმი და ჩემპიონმა კიდევ ერთი ლამაზი ლელო გაიტანა. მათ მაღალ ტემპში, ფორვარდებით შეუტიეს. კოკი თხილაიშვილმა ორჯერ მოიგო მანძილი და ლელო ზურაბ ერისთავმა გაიტანა. ამჯერად გარდასახვიდან დარტყმული არაზუსტი იყო.

"ხარებმა" გარკვეული დროით ბურთზე კონტროლის დამყარება მოახერხა, მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა და მათ შეტევებს საბა შუბითიძე სინბინით შეეწირა. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს, თუმცა 61-ე წუთზე ლოგიკური ლელოს გატანა მაინც მოახერხეს. კარგად გათამაშებული შეტევის შემდეგ, ლექსო მელიქიშვილმა გრძელი გადაცემა მიიღო, მბოჭავს გაექცა და ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მატჩის განახლებისთანავე სტუმრებისთვის ყველაფერი დასრულდა.

"ხარები" საკუთარ 22-ში შეცდა. ბურთი შუბითიძემ აიტაცა, ნიკა ნინიძეს ოფლოუდი ამოუგო და მანაც ლელო გაიტანა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახა. "ხარების" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლა და მეტოქის ლელოში შესვლა ორჯერ მოახერხა, თუმცა ორივეჯერ მცველებმა ბურთში ჩაჯდომა მოახერხეს. სულ ბოლოს კვლავ მასპინძლებმა შეუტიეს და სიჭინავამ თავისი მეორე ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 36:11.

რუსთავის "ხარებმა" ვერცხლის, ხოლო "ბათუმმა" ოქროს მედლები ჩაიბარა და 17 წლის შესვენების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონის თასი შემართა!

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ბათუმელი
ვულოცავ ბათუმს! წელს ორივე ჩვენ და მომავალშიც ჩვენ:):)
სირბილის სწავლების ცენტრი
საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს - ვულოცავ "ბათუმს" და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ!
ქუთაისელი
ვულოცავ ბათუმს. წელს რაგბი თქვენ და ფეხბურთის ჩემპიონატი ჩვენ - ასე გავინაწილოთ.. :))
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10-ის ფინალი 12 მაისს ბათუმში გაიმართება
დიდი 10: "ყოჩებმა" დაბრუნება მოგებით აღნიშნა
"ხარებმა" "ბათუმთან" გასული სეზონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
დიდი 10: აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში