რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე ქართული დერბი 29 ოქტომბერს თბილისში, "ავჭალაზე" 16 საათზე დაიწყება. აღმოსავლეთ კონფერენციის დასკვნით ტურში "შავი ლომი" "ბათუმს" მასპინძლობს.

"შავი ლომი" 18 ქულით პირველ ადგილზეა და ნახევარფინალის საგზური გარანტირებული აქვს. ის "თელ-ავივ ჰითს" 4 ქულით უსწრებს და დასკვნით ტურში გაირკვევა პირველი ადგილით გავა ნახევარფინალში თუ მეორეთი. "ბათუმი" 9 ქულით მესამეა და სამწუხაროდ, ნახევარფინალში გასვლის შანსი აღარ აქვს.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ერთმატჩა ნახევარფინალში დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს საკუთარ მოედანზე მასპინძლობს. ამისათვის "შავ ლომს" მეექვსე ტურში 2 საცხრილო ქულის აღება სჭირდება. დასავლეთ კონფერენციას 19-19 ქულით პორტუგალიური და ესპანური ფრენჩაიზები ლიდერობენ და დიდი ალბათობით საქართველოში ესპანური "იბერიანსი" ჩამოვა, "ჰითი" კი პორტუგალიაში "ლუზიტანუშს" ეწვევა.

გასულ კვირაში ბუქარესტში "ვულვზთან" 49:6 მოგების შემდეგ "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ორი მორაგბე შეცვალა. ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად თამაშს ოთარ ლაშხი იწყებს, კვაჭის პოზიციაზე კი შალვა მამუკაშვილს ჯაბა ბრეგვაძე შეცვლის. ოთხი ახალი სახეა მარქაფაში – კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი და ხაზში ლაშა ლომიძე.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. VI ტური

29 ოქტომბერი. თბილისი. „ავჭალა“ 16:00

შავი ლომი (საქართველო) – ბათუმი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

30 ოქტომბერი. 20:00

ჰითი (ისრაელი) – ვულვზი (რუმინეთი)

შავი ლომი – 18, 2. ჰითი – 14, 3. ბათუმი – 9, 4. ვულვზი – 5

დასავლეთ კონფერენცია

ლუზიტანუში (პორტუგალია) – დელტა (ნიდერლანდები) (28 ოქტომბერი. 23:00)

იბერიანსი (ესპანეთი) – დევილზი (ბელგია) (30 ოქტომბერი. 15:30)

ლუზიტანუში – 19, 2. იბერიანსი – 19, 3. დევილზი – 6, 4. დელტა – 5

Rugby.ge

დავითი...
კარგია რომ შავი ლომი წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო სარბიელზე და გასაგებია რომ მთავარი კლუბია ქართულ რაგბში და მეტი ყურადღება ეთმობა ჟურნალისტებისგან,მაგრამ რა დააშავა ბათუმმა?ისიც ხომ იგივე ტურნირში მონაწილეობს წელს სადაც შავი ლომი და ახლა ერთმანეთს ხვდებიან,არ შეიძლება თუნდაც მოვალეობის მოხდის მიზნით დაწეროთ ბათუმზეც?მის შემადგენლობაზეც?მის მდგომარეობაზეც?თუ არ არის დიდათ საინტერესო "ლომთან"შედარებით?ესეც ხომ საქართველოს წარმოადგენს,და გვეამაყება და გვიხარია(ყოველ შემთხვევაში მე)მისი წარმატებები და მიღწევები,ნუ გავაცალკევებთ თითქოს ისე რაა რა....წარმატებები ქართულ რაგბს,ნაკრებს და მთლიანად ქართულ სპორტს...
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"