საკონტროლო მატჩებში საქართველოს ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია, ხან ერთმა იტვირთა ბომბარდირობა, ხან - მეორემ, ხანაც – მესამემ...

საკონტროლო მატჩებში საქართველოს ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია, ხან ერთმა იტვირთა ბომბარდირობა, ხან - მეორემ, ხანაც – მესამემ. ამის მიუხედავად, გუნდში იყვნენ სტაბილურად მოთამაშენი, რომლებიც 10 ქულას ქულაზე ნაკლებს იშვიათად აგროვებდნენ. მათ შორის იყო ნიკა ცქიტიშვილი, რომელმაც ხუთ საკონტროლო მატჩში საშუალოდ 10.8 ქულა მიითვალა.

ნიკას ვესაუბრეთ ნაკრებზეც, კლუბზეც, და აზრის გამოთქმა ნატურალიზებულ ამერიკელებზეც ვთხოვეთ.

- თბილისის ტურნირზე კი გავიმარჯვეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, ისე ვითამაშეთ, როგორც შეგვეფერებოდა. ჩვენს ნაკრებს მეტი შეუძლია. თუმცა ეს საკონტროლო მატჩები იყო და მთავარი აქცენტი შეთამაშებაზე კეთდებოდა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სათანადო ფორმაში არ ვიყავით...

- როგორ ფიქრობ, აგვისტოს დასაწყისისთვის ოპტიმალურ კონდიციებს მიუახლოვდებით?

- ივლისის დასაწყისში შევიკრიბეთ. მას მერე ბევრს ვმუშაობთ და წინსვლას ვგრძნობთ. კონდიციებს დღითი-დღე ვიუმჯობესებთ. ამ გზაზე ძალიან სასარგებლო იყო თბილისის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საინტერესო გუნდებს დავუპირისპირდით. თანდათან უკეთეს ფორმაში შევდივართ და ვიმედოვნებ, რომ 2 აგვისტოსთვის ნაკრები ყველანაირად მზად იქნება.

- ჰოსლისა და გრინის შესახებ ბევრი ლაპარაკია. ეს არცაა გასაკვირი - ისინი გუნდის ახალწვეულები არიან.

- ჰოსლიცა და გრინიც ფასეული კალათბურთელები არიან. ამას ერთი ფაქტი ადასტურებს - ივლისში ისინი ესპანურ კლუბებში ჩაირიცხნენ, ჰოსლი - "ხუვენტუდში", გრინი - "გრან კანარიაში". ესპანეთის ჩემპიონატი ევროპაში საუკეთესო რომ არის, ამის შეხსენება საჭირო არაა. ორივე ამერიკელს საკმარისი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, ოფიციალურ მატჩებში განაცხადში რომელიც უნდა მოხვდეს, დიდად დაგვეხმარება.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი ბოლომდე ჯერ ვერ გაიხსნენ...

- ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ერთი თვე არცაა, რაც ახალ გუნდში, ახალ გარემოში ვარჯიშობენ. აკლიმატიზაციისთვის დრო სჭირდებათ. ჩვენც ვცდილობთ, რომ მათ ფსიქოლოგიურად ბოლომდე გახსნაში სათანადოდ დავეხმაროთ.

- სხვათა შორის, გრინი შენსავით საბერძნეთიადან უკმაყოფილო წამოვიდა - კუთვნილი ხელფასი არ მისცეს...

- საბერძნეთში ფინანსური თვალსაზრისით ცუდი სიტუაციაა. მხოლოდ ორი გუნდია - "პანათინაიკოსი" და "ოლიმპიაკოსი" - რომლებსაც მატერიალური პრობლემები არ აქვს... "პანიონიოსიდან" დროულად წამოვედი.

- "ფუენლაბრადას" არათანაბარი სეზონი გამოუვიდა...

- გუნდში რომ მივედი, გასვლით მატჩებსაც ვიგებდით და სატურნირო ცხრილშიც საპატიო ადგილზე ვიყავით, თუმცა შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, რასაც მწვრთნელის გადაყენება მოჰყვა. სიტუაციის გამოსწორება ახალმა მწვრთნელმაც ვერ მოახერხა, რასაც ტრავმიანობა დაემატა და საბოლოოდ პლეი ოფში გასულ რვა გუნდს საგრძნობლად ჩამოვრჩით.

- "ფუენლაბრადასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გქონდა...

- ამ გუნდში გაისად აღარ ვითამაშებ. "ფუენლაბრადაში" ერთგვარი ფინანსური კრიზისია...

- მომავალი კლუბს კლუბს როდის გავიგებთ?

- ჯერ არ ვიცი. ამ საკითხზე ჩემი აგენტი მუშაობს.

- ბოლოს საქართველოს ნაკრების მეტოქეებზე ვთქვათ. ყველაზე მეტად რომელი გუნდს იცნობ?

- ზოგადი წარმოდგენა ოთხივე ნაკრებზე მაქვს, თუმცა ბულგარეთს სხვებზე მეტად ვიცნობ. იქ ძმები ივანოვები თამაშობენ. ერთი ესპანეთის ჩემპიონატში გამოდის, მეორე - იტალიაში. გუნდის ერთ-ერთი ლიდერია ფილიპ ვიდენოვი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემთან ერთად "კახასოლში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა