ევროლიგაზე გიორგი შერმადინის წარმატებული თამაში "ევრობასკეტის" ჟურნალისტებმა დააფასეს
ევროლიგაზე გიორგი შერმადინის წარმატებული თამაში სათანადოდ დააფასეს "ევრობასკეტის" ჟურნალისტებმა. მათ სეზონის საუკეთესოთა შორის გიორგიც დაასახელეს. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევნობით.

ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო ჩემპიონ დიმიტრის დიამანტიდისს ერგო. სიმბოლური ხუთეული ასე გამოიყურებოდა: დიმიტრის დიამანტიდისი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ხუან კარლოს ნავარო (ბარსელონა, ესპანეთი), ფერნანდო სან ემეტერიო (კახა ლაბორალი, ესპანეთი), მაიკ ბატისტი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სოფოკლის შორციანიტისი (მაქაბი, ისრაელი).

ასევე გამოქვეყნდა მეორე და მესამე ხუთეულები, რომლის შემდეგაც ჩამოთვლილია ევროლიგის გამორჩეული თორმეტეული. მასში გიორგი შერმადინთან ერთად მოხვდნენ: რაშო ნესტეროვიჩი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), დორ ფიშერი (რეალი, ესპანეთი), ანტე ტომიჩი (რეალი, ესპანეთი), ხალიდ ელ ამინი (რიტასი, ლიტვა), როკო უკიჩი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), მირსად თურქანი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ომარ კუკი (ვალენსია, ესპანეთი), იგორ რაკოჩევიჩი (ეფესი, თურქეთი), დარიუს ვაშინგტონი (რომა, იტალია), ჯოელ ფრილენდი (უნიკახა, ესპანეთი), კენი გრეგორი (ოლიმპია, სლოვენია).

ევროლიგიდან სლოვენიაში გადავინაცვლოთ. შიდა ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "მარიბორთან" წაგების შემდეგ "ოლიმპიას" მწვრთნელმა, მირო ალილოვიჩმა შეგირდები გვარიანად შეაფუცხუნა, რაც მომდევნო მატჩის შედეგზე აისახა. ოლიმპიელებმა საშინაო მატჩში "სლოვანს" 12-ზე მეტი ქულა ერთ მეოთხედშიც არ დაანებეს, საბოლოოდ 70:45 მოიგეს.

მწვრთნელმა ვოვა ბოისა და გიორგი შერმადინი "ოლიმპიას" ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. გიორგიმ სულ 8 წუთი ითამაშა, თუმცა მეტოქეებმა მისი შეჩერება ვერ მოახერხეს - 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 8 ქულას თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა მიამატა.

ვლადიმერ ბოისამ ორჯერ მეტი, 16 წუთი ითამაშა და ძირითადად დაცვითი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული: მხოლოდ ერთი ორქულიანი და 2 საჯარიმო ისროლა. თითო მოხსნა-პასი-ქულა - ასეთი იყო ვოვას მონაგარი.

მატჩის ბომბარდირი "ოლიმპიას" ხორვატი ფორვარდი დამირ მარკოტა გახდა, რომელმაც 14 ქულას მოუყარა თავი.

სლოვენიის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან მომდევნო ეტაპზე (ნახევარფინალში) 4 გუნდი გადის. ჯგუფში პირველობა განაღდებული აქვს კრკა-ს - 11 მოგება, 0 წაგება. მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ "ოლიმპია", "ზლატოროგი" და "ჰელიოსი". სამივეს 7-7 გამარჯვება აქვს. ვინ რომელ ადგილზე დაასრულებს ამ ეტაპს, დარჩენილი სამი ტური გაარკვევს. 14 მაისს "ოლიმპია" "ზლატოროგს" სტუმრობს, შემდეგ "პოლზელას" მიიღებს, ხოლო ბოლო ტურში სტუმრად კრკა-ს დაუპირისპირდება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა