• ნინო პასიკაშვილმა 2019 წლის სეზონში პირველმა, ერთ თამაშში, 5 გოლი გაიტანა

• 5 ტურის შემდეგ მხოლოდ ორი გუნდი, "ნიკე" და "ლანჩხუთი" ასპარეზობენ წაგების გარეშე

• მომდევნო, მე-6 ტურში, "ბასაზე" ქვეყნის მოქმედი და ორგზის ჩემპიონი დაუპირისპირდებიან

17 მაისს, 18 საათზე, თბილისში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ბასას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე 2019 წლის პირველ შეხვედრას გამართავენ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ნიკე" და ამ ტიტულის ორგზის გამარჯვებული ქუთაისის "მართვე".

ქალთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თუკი "ნიკეში" ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ქალი ფეხბურთელები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან კონცენტრირებულები, "მართვეს", წინა წლებთან შედარებით, დანაკარგები აქვს. ქვეყნის ორგზის ჩემპიონის რიგები რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, 5 ტურის შემდეგ ქუთათურები სატურნირო ცხრილში მე-3 საფეხურზე არიან 12 ქულით და ლიდერებს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან. არაა გამორიცხული, ეს მოცემულობა მე-6 ტურის შემდეგ შეიცვალოს.

მე-5 ტურის შეხვედრა კი იმერლებმა ბათუმში 12 მაისს, "ანგისას ბაზაზე" ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართეს და მარტივად, სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს - 0:3. ანგარიში 25-ე წუთზე ლანა გორგაძემ გახსნა. მანვე მეორე ტაიმში საკუთარ აქტივს კიდევ 2 გოლი დაუმატა, მე-60 და მე-80 წუთებზე და აჭარული ჰეთ-თრიქის შემდეგ მიმდინარე სეზონში გატანილი 8 გოლით ბომბარდირთა სიაში მეორე პოზიციაზე აინაცვლა.

ქალთა ლიგის მე-5 ტურში თბილისის "ნიკეს" მოთამაშე-მწვრთნელმა ნინო პასიკაშვილმა, პირველმა, 2019 წლის გათამაშებაში ერთ თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა. 10 მაისს, ამ ტურის პირველ შეხვედრაში "ცხრამუხას სტადიონზე", ხაშურის "ივერიასთან" დაპირისპირებაში პასიკაშვილმა გოლები მე-3, 45-ე, 47-ე, 53-ე და 69-ე წუთებზე გაიტანა, წინა ტურებში გატანილ ხუთს კიდევ ხუთი დაუმატა და შედეგად, 10 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა.

"ცხრამუხის სტადიონზე" ხაშურის "ივერიასთან" მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისელთა აქტიურობით დაიწყო და მათივე კარნახით წარიმართა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიში სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე გახსნა. 35-ე წუთზე "ნიკეს" აქტიურობას ხაშურელთა ავტოგოლი მოჰყვა და სტუმართა გუნდი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. ამ ტაიმში კიდევ ოთხი გოლი გავიდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 6-წუთიან შუალედში ერთი გოლის გატანა ხაშურელებმა, ხოლო სამის თბილისელებმა შეძლეს. პირველი ნახევარი 1-5 დამთავრდა "ნიკეს" სასარგებლოდ, შეხვედრა კი 1:10 დასრულდა. მიმდინარე გათამაშებაში თბილისის "ნიკეს" ყველაზე მეტი, 41 გოლი აქვს გატანილი.

ქალთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში კიდევ ერთი გუნდი, "ლანჩხუთი" ასპარეზობს უდანაკარგოდ. გურულებმა 11 მაისს, თბილისში, "შატილის სტადიონზე" "ნორჩი დინამო" დაამარცხეს, რომელიც საკუთარ კედლებში, როგორც წესი, სტაბილურად, კარგად თამაშობს. შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და შეიძლება ითქვას, რომ ამ ვითარებაში გადამწყვეტი თბილისელთა კარში 25-ე წუთზე დანიშნული 11-მეტრიანი გამოდგა, რომელიც ნინო ჩხარტიშვილმა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის დასაწყიში, 48-ე წუთზე თეონა თოდაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ნათელა წოწერიამ "ლანჩხუთი" კიდევ უფრო დააწინაურა, 0:2. თბილისელებისთვის კი, როგორც ჩანს, საბედისწერო გამოდგა ავტოგოლი, რომელიც 53-ე წუთზე სტუმართა აქტიურობას მოჰყვა. "ლანჩხუთმა" კი გასვლაზე თბილისში მორიგი თამაში მოიგო - 0:3 და მორიგი 3 ქულაც ჩაიწერა.

წინა ტურში ერთ-ერთი პოკერის ავტორმა, ჩხოროწყუელმა მარინა კახიძემ, 11 მაისს "გორი იუნაიტედის" კარში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მისმა გუნდმა მე-5 ტურის მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 ქულის აღებაც მოახერხა. "სამეგრელოსა" და "გორი იუნაიტედის" შეხვედრა 3:0, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ამ ტურის კიდევ ერთი თამაში ხობში გაიმართა. ადგილობრივმა "კოლხეთმა" ანგარიშით 2:0 ქალთა ლიგის გათამაშების დებიუტანტი "ზარზმა" დაამარცხა, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელმაც ქულის აღებაც კი ვერ მოახერხა.

ქალთა ლიგის გათამაშების მე-6 ტური 17 მაისს გაიმართება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
ზაზას აკადემია 2 საქართველოს 16-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი გახდა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა საემიროები დაამარცხა [VIDEO]
“ბ” ლიგების გათამაშება 18-წლამდელებმა დაიწყეს
საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელი: მიხარია, რომ ამ ჯგუფში მოვხვდით
"ლანჩხუთი" სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი
"ლანჩხუთმა" "ნიკე" ჩაანაცვლა და ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი რჩება
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "ვითა" საკალათბურთო ასპარეზს უბრუნდება
საქართველოს ნაკრების მცველი "სივასპორში" ითამაშებს
ქართულ ქალთა ფეხბურთში გამორჩეული - პასიკაშვილი წარსულსა და მომავლის იმედზე
თეა წულუკიანი "ლანჩხუთს" შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა
ქალთა შორის საქართველოს თასის ფინალში "ნიკე" და "ლანჩხუთი" შეხვდებიან
"ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ქულებით დავბრუნდებით" - რა ითქვა ბელარუსთან მატჩის შემდეგ
ქალთა ლიგის გათამაშებაში ლიდერები არც მეექვსე ტურის შემდეგ შეცვლილან
ქალთა შორის საქართველოს თასი "ლანჩხუთმა" მოიგო
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი საქართველოს ქალთა ფეხბურთში
ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი "ნიკე" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს
ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა საემიროებს მეორედაც მოუგო [VIDEO]
"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება
ირის ანტმანი: ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ