ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი - სუს-ი მოთამაშეების დაკავებას ადასტურებს და ვიდეოკადრებს ავრცელებს [VIDEO]

8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი - სუს-ი მოთამაშეების დაკავებას ადასტურებს  და ვიდეოკადრებს ავრცელებს [VIDEO]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფეხბურთელების დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას და ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელსაც Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას"ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. "ჰანდიკაპით" – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ "თბილისის მერანსა" და საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ "ბათუმის დინამოსთან" შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს."

• amber

ამათ თუ 93 მიიღეს იმათ წარმომიდგენია რამდენი მოხვეტეს

• სიმართლის მთქმელი

თავისთავად ცუდი ფაქტია და გამართლება არა აქვს ამათ საქციელს, მაგრამ ჯოხის მარტო ამათზე გადატეხა არ იქნება სწორი. ჯერ ერთი ის მოიკითხეთ იგივე ვიტჯორჯიადან რატო წავიდა მწვრთნელები, მერე ის იკითხეთ ამ გუნდში ხელფასები დროულად თუ რიგდება? არადა სახელმწიფო დიდ ფულს ხარჯავს ბიუჯეტიდან კლუბებისთვის. ახლა გურიაში იკითხეთ თუ აქვთ ელემენტარული პირობები ფეხბურთელებს? რა ხდება ტორპედოში? რატო აქვთ ფინანსური პრობლემები? სად წავიდა უეფადან (საქართველოს მაშტაბით) გადმორიცხული მსუყე თანხები? ან რა დაემართა სამტრედიას, რომელიც ორი წლის წინ ევროტურნირზე თამაშობდა (და მათაც საკმაოდ დიდი ფული ჩაერიცხათ იგივე უეფადან) სად არის დღეს? ჩემი აზრით ყველა კლუბში უნდა ჩატარდეს სრულყოფილი ფინანსური შემოწმება და კლუბის სათავეში მყოფი ხელმძღვანელები (ვირთხები, ვისაც ეხება ეს ეპითეტი) ყურებით უნდა გამოათრიო იქედან, წრუწუნებივით დაადგა ფეხი მუცელზე და მოატანინო უნდა სახლში წაღებული ფულები. კიდე ვიმეორებ ამათ საქციელს გამართლება არა აქვს მაგრამ მშიერი ფეხბურთელი ყველაფერზეა წამსვლელი მათაც ოჯახები ყავთ. მოკლედ ლიფსიტების დაჭერა კარგია, მაგრამ ეხლა დროა ღლავები და ვეშაპები დაიჭიროთ!.

• Geo_Dinamo

ასეთ კორუპირებულ ქვეყანაში ნეტა რა გაგიკვირდათ? უბრალოდ ეს ფაქტი დადგინდა და რაც არ დადგინდა ის სხვა იქნება. თევზი თავიდან ყროლდებაო.

• ლალუკა

ამათ კლუბის პრეზიდენტებიც უნდა მიაყოლონ და ფედერაციაში ჩაბუდებული კორუმპირებულები. ევროპის ჩემპიონობა მოიგო თბილისის დინამომ და 150 მანეთი მისცეს პრემია, რომელიმე გამოხვალთ ახლა და მეტყვით, რომ დავით ყიფიანზე, გუცაევზე, შენგელიაზე, მაჩაიძეებზე და რომელი ერთი ჩამოვთვალო მეტი ხართ?, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ზესტაფონი რომ არ გაურიგდნენ გაანდგურეთ.

• კახა

ტოტალიზატორებმა წალეკა დიდი ხანია ფეხბურთი და არა მარტო ფეხბურთი,ყველა სპორტი!

• კახა

რა გიკვირთ?! ეს ყველა ქვეყანაში და ყველა რანგის ასპარეზობაზე ხდება. ტოტალიზატორებმა

• megre

სუს რა მაგარი სპეცსამსახური ხარ, ეს რა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მეტად საჭირო საქმე გაგიხსნია, ეს რა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტები გამოგივლენიაა, ვამაყობ ქართული სპეცსამსახურით!! თქვენ რა ეხუმრებით საქართველოს მეორე ლიგაში მოასპარეზე გაკოტრების პირას მყოფი ლანჩხუთის გურიას მშიერი ფეხბურთელის მიმართ ოპერაციის დაგეგმვას და განხორციელებას. ამ ბოლოდროს რაღაც თერჯოლის საპოვნელას და ჩხერიმელას თამაშები მეეჭვება იმედია თქვენს მახვილ თვალსაც არ გამორჩება რამე))))))

• ჩორნა

თან ამ ბოლო დროს როგორ მოხშირდა სენსაციური ქამბექი(ბი) სასწაულია!არა უფრო საოცრებას მივაწეროდ უკეთესია, დონე ფეხბურთის ძალიან დაბალია ჩვენთან ეგ ფაქტია ვერ ან არ შეუძლიად ჩვენებს სპეკტაკლის დადგმა,ჩემპიონთა ლიგას და უეფას მალე ოსკარის ნომინაციაში წარადგენენ მაზიანს ვდებ მალე მოვა ეგ დრო)))

• Bb

Itamashet exla zonashi pexburti mazianebze

• ზუზუ

აი, ახლა რომ არ მოკვეთონ გუნდი ჩემპიონატიდან, უბრალოდ უსამართლობა იქნება.. პირველ რიგში ზესტაფონი გამახსენდა, რომელთან საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდათ რომ გარიგებულ მატჩში მიიღებდნენ მონაწილეობას და უარი თქვეს თამაშზე, რადგან მათი სახელიც არ შელახულიყო და "უსაყვარლესმა" ძმებმა არველაძეებმა ეგეთი გუნდი მოკვეთეს ჩემპიონატიდან საერთოდ და ახლა სადღაც რანგით მეხუთე ლიგაშია, წლების შემდეგ! რა მიიღეს სანაცვლოდ? კოკაია წავიდა ფეხბურთიდან და ყველამ იცის თუ რას ნიშნავდა კოკაია ფეხბურთში. იმედი მაქვს ზესტაფონი აღზევდება მალე და დაუბრუნდება ეროვნულ ლიგას!

• kirkita

ქარტული ფეხბურთის სახე ეგ არის.ამათ როგორ უნდა უგულშემატკივრო

• giorgi

ძალიან სამწუხარო ფაქტია მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ფეხბურთელებს სანამ ექნებათ დაბალი ხელფასი და სანამ გვექნება ბანძი ჩემპიონატი , თამაშის გაკეთების მოტივაცია სულ იქნება. ესე იქცევა ადამიანი

• niko

asea yvelgan evropashi ufro chkvianurad aketeben chempionta liga aige an top ligrmebi koeficienti daigruzeba tuara tamashi tydeba. zogi ambobs vin unda gayidos ligis tamashio magram rogorc arasdros ar waagebs kazino aseve ar waagebs totalizatori

• ემრე

ვიტ ჯორჯია მერამდენედ უნდა გაეხვეს ესეთ ამბებში? მგონი მარტო ფეხბურთელები არ იქნებიან ესეთ ამბებში გარეული, მახსოვს ეს გუნდი ყოველთვის უბრალოდ ფულის კეთებაზე იყო და ფეხებზე ეკიდა გუნდის წევრები.

• სადღაა ფეხბურთი???

მე რომ ვწერდი, სადღაა ფეხბურთითქო, აქ გამოხტნენ ვიღაც-ვიღაცეები და სისულელეების წერა დაიწყეს)))) მაშინ, რათქმაუნდა საქართველოს ჩემპიონატს არ ვგულისხმობდი, მაგრამ იმას მაინც ნუ მეტყვით ეხლა, რომ ეს ყველაფერი ქართველების მოგონილია))))) აი ზუსტად ესე ხდება ევროპაშიც, უყურებ და ვერ ხვდები რა მომენტში გაგაცურეს)))) არა მე კი ვხვდები, უბრალოდ ხალხია დაჩლუნგებული))))) გადაიტანეთ ეს ყველაფერი ეხლა ევროპის თამაშებზე და მიხვდებით, რომ ფეხბურთი აღარ არსებობს:) როცა უნდათ, სადაც უნდათ, რა ანგარიშსაც უნდათ - იმას დაგისვამენ:) ადიოს ამიგოს ))))

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება

ეროვნული ლიგა. XIX ტური: გორის "დილა" - "ვიტ ჯორჯია [LIVE]

ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს

ეროვნული ლიგა. XII ტური. საჩხერის "ჩიხურა" - მცხეთის "ვიტ ჯორჯია" [LIVE]

გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი

მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

საქართველოს ეროვნული ლიგა. XXIII ტური: "ვიტ-ჯორჯია" - "დინამო ბთ" [LIVE]

"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...

ბათუმის "დინამოს" ოფიციალური განცხადება

ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა