საფეხბურთო კლუბმა "თელავმა" განცხადება გაავრცელა და ცილისმწამებლური უწოდა იმ განცხადებებს, რომლებიც ბოლო დღეებში გაისმა და მათი კლუბი გარიგებული მატჩების კონტექსტში მოიხსენიეს.

"22 მაისს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში წამყვანებმა და მიწვეულმა სპორტულმა ჟურნალისტმა საფეხბურთო კლუბი "თელავი" ახსენეს ისეთ კონტექსტში, თითქოსდა ჩვენი გუნდი ე. წ. გარიგებულ მატჩებში იღებდეს მონაწილეობას და ნებსით თუ უნებლიეთ დაკავშირებულია ბოლოხანს ქართულ ფეხბურთში აგორებულ სკანდალთან.

პირდაპირ ვაცხადებთ, ს.კ. "თელავი", გუნდის ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები, პერსონალი და ჩვენი გუნდის გულშემატკივრები აღშფოთებულნი ვართ ზემოხსენებული ჟურნალისტების არაკომპეტენტურობით და არაპროფესიონალიზმით.

საფეხბურთო კლუბი "თელავი" დაარსების დღიდან მოქმედებს და თამაშობს გამჭვირვალედ, სამართლიანი თამაშის პრინციპებით და როგორც ჩანს, ვიღაცას ან ვიღაცებს ეს არ უხარიათ და ძალიანაც აწყობთ და უნდათ, ჩირქი მოგვცხონ.

სამწუხაროდ, პირველ ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2017 წლის 3 დეკემბერს, ლანჩხუთის" გურიასთან" გამართულ საპასუხო საპლეიოფო მატჩთან დაკავშირებით, როდესაც ლანჩხუთელი მსაჯის, ილია ტუღუშის ტრაგიკულად გარდაცვალება ირიბად და პირდაპირ დაგვიკავშირეს და მაშინ რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებამ დაუფარავად განაცხადა, რომ თურმე ილია ტუღუში სწორედ ამ შეხვედრას სჯიდა - არადა, ელემენტარული ცოდნა უნდა იმას, რომ ლანჩხუთელი მსაჯი "გურიას" თამაშზე უბრალოდ, ვერ და არ დაინიშნებოდა.

ს.კ. "თელავი" რატომღაც "ვიტ ჯორჯიასთან" სათასო მატჩის დროსაც ახსენეს და ბოლოს, 20 მაისს, "ცხინვალთან" 0:1 წაგებულ შეხვედრაშიც დაგვდეს ბრალი, თუმცა ფაქტებით ვერ ასაბუთებენ, თუ რატომ იყო "ცხინვალთან" გარიგებული მატჩი, რატომ "წავაგეთ ძალით" შეხვედრა, როდესაც ჩვენს გუნდს ეროვნულ ლიგაში გადასვლა ჰქონდა მიზნად დასახული და ჩვენთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი ჰქონდა.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ს.კ. "თელავი" უფლებას იტოვებს და ვაცხადებთ:

ჩვენი გუნდი დაარსების დღიდან ემსახურება სამართლიანი თამაშის პრინციპებს და მჭიდროდ და ღიად თანამშრომლობს და ითანამშრომლებს, როგორც ფეხბურთის ფედერაციასთან, ისე ნებისმიერ საგამოძიებო სტრუქტურასთან!

ჩვენ არავისთან დასამალი, დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს და პირიქით, მოვითხოვთ საჯაროდ ბოდიშის მოხდას ცილისმწამებლური და არაკომპეტენტური განცხადებების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კლუბის სახელის, იმიჯის შელახვისთვის და მორალური შეურაცხყოფისთვის მივმართავთ სასამართლოს!!!"

ს.კ. "თელავის" პრესსამსახური

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
სერიები... "იბერია 1999"-მა, "ტორპედომ" და "გაგრამ" მოიგეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...