თბილისის დროით ნაშუაღამევს დასრულდა ურუგვაისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრა. მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე წყვილმა

თბილისის დროით ნაშუაღამევს დასრულდა ურუგვაისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრა. მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე წყვილმა თანაბარი თამაში აჩვენა. გოლის გატანისა და შედეგად, გამარჯვების მოპოვების შანსი ორივე გუნდს ფაქტობრივად, თანაბრად ჰქონდა.

აქტიურად ჩაატარა მატჩი ურუგვაელთა ლიდერმა, დიეგო ფორლანმა. საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურებოდა ფრანგთა თავდამსხმელი ფრენკ რიბერი, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. ბევრად უფრო აქტიური ჩანდა ნიკოლა ანელკა, თუმცა მეორე ტაიმის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა ტიერი ანრიმ სწორედ ის შეცვალა. თამაშის მიწურულს, 81-ე წუთზე ურუგვაელმა ლოდეირომ მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და საკუთარი გუნდი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააგდო. ამის შემდეგ ფრანგები გააქტიურდნენ და დარჩენილი დრო ფაქტობრივად სულ შეტევებში გაატარეს, თუმცა ღირებული მაინც ვერაფერი შექმნეს. აღსანიშნავია ტიერი ანრის უხეიროდ შესრულებული საჯარიმო დარტყმა დამატებითი დროის ბოლო წუთზე.

შეიძლება ითქვას, რომ ურუგვაიმ ”ნახევრადსენსაციური” ქულა მოიპოვა, მაგრამ ამ მატჩის წინ უპირობო ფავორიტად აღიარებულ საფრანგეთს, თამაშის მიხედვით გამარჯვება არ ეკუთვნოდა. შედეგად უგოლო ფრე - 0:0 და შვიდი ყვითელი ბარათი, რომლისგანაც ერთი გაწითლდა. ამ თამაშისგან ნამდვილად უფრო მეტს ველოდით...

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა