საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ "პირველი არხის" ეთერში საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მის მომავალ კარიერასა და გოგა ბითაძის პერსპექტივაზე ისაუბრა.

ვეტერანი მოთამაშის თქმით, ის გოგა ბითაძეს ყველანაირად გვერდში დაუდგება.

"ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს დღევანდელ დღეს მივულოცავ. როდესაც თავიდან ამერიკაში ჩავედი, ბევრს ეგონა, რომ ჯორჯია იყო ამერიკის შტატი. ხშირი შემთხვევა იყო, რომ ჩაძიებიან და ამიხსნია, რომ საქართველო ძველი ქვეყანაა დიდი ისტორიით და ტრადიციით.

16 წლის განმავლობაში რაღაც შედეგს მივაღწიე, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და ამ კუთხით მუშაობა უნდა გავაგრძელო. საქართველოს ნაკრებში 17 წელი ვითამაშე და ჰიმნის დროს ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მქონდა.

განსაკუთრებით, თბილისის სპორტის სასახლეში რომ ვთამაშობდი, ფუფუნებაში ვიყავი იმ მხრივ, რომ გულშემატკივარი სულ დადიოდა და ძალიან ბედნიერები ვიყავით. განსაკუთრებული გრძნობა იყო. მადლობელი ვარ, რა მოგონებებიც ამ 17 წელიწადში დამრჩა და გამოცდილება მივიღე. ეს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება.

ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს და სპორტის ყველა სახეობაში ბევრი ქართველი ახალგაზრდა თამაშობს. სპორტს იმდენი დადებითი რამის მოტანა შეუძლია ბავშვებისთვის: დისციპლინა, პროფესიონალიზმი, გუნდურობა და ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მიდრეკილება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

ეს ყოველივე ადამიანმა ნებისმიერ სფეროში შეიძლება გამოიყენოს. ამიტომ ვისურვებდი, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა იყოს სპორტით დაკავებული. ბოლო წლებში ბევრი კარგი სპორტული აკადემია ჩამოყალიბდა. მე ოთხი შვილის მამა ვარ, ორი ბიჭი და ორი გოგო მყავს და მინდა, რომ ყველამ ითამაშოს, განსაკუთრებით, პატარა ასაკში, ბევრ რამეს შეიძენენ.

NBA-ში 16 წელი დავამთავრე და მინდა მე-17-ზე წავიდე. ამას ჩემი ტვინი და გული მკარნახობს, თუმცა ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა დაისვენო, ისიამოვნო ოჯახთან ერთად, რაც ყველაზე მეტად გაკლია, როდესაც სეზონში 100 თამაშს თამაშობ. გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა პირველ ივლისს, დაიწყება პროცესი, სადაც ხშირად ვყოფილვარ და გამოცდილება დამიგროვდა. განვიხილავ შემოთავაზებებს და გადავწყვეტ ჩემი მომავალი წლის ბედს.

გოგა ბითაძით ძალიან ვამაყობ - ამ ადამიანმა იმდენი ივარჯიშა და იშრომა და საკუთარ თავს იმდენი დრო დაუთმო, რომ ახლა შანსი აქვს, რომ NBA-ში მოხვდეს. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან მესმის, სად მიდის და რისი შესაძლებლობები ექნება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მასთან მქონდა საუბარი და ასეთი სიტყვებით მივმართე - ესაა მხოლოდ დასაწყისი იმ საინტერესო გზის, რაც მას ელოდება, გამოწვევებით და სირთულეებით, თუმცა ამას უნდა შეხვდეს მომზადებული, შემართებით და წინ კარგი კარიერა ელოდება.

მე მას ყველანაირად გვერდში დავუდგები და გამოცდილებას გავუზიარებ. მჯერა, რომ ამისთვის მზად არის. მისი თამაშები ევროპაში ნანახი მაქვს და იმედი მაქვს, ისეთ გუნდში მოხვდება, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარება" - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ "პირველი არხის" ეთერში.

Saertashoriso reportiorta asociacia
რატომ არ მეჭდავთ ხალხის მესიჯებს!!!ქართველი ხალხის აზრს ფეხებზე რატომ იკიიდებ?
Geirgieli buldogi- USA
Vიყოთ ობიქტურები სიმართლე არ აწყენს არავის არგებს, ახალგაზრდა ქართველი ბიჭების მომავალი კალათბურთელების და არა მარტო კალათბურთელების...აღზრდაში. ფაჩულიას ავტორიტეტით და მისი უშუალოდ მონაწილეობით ქართული სპორტის ხელმძღვანელობაში კალთბურთის კუთხით, ბევრი რამის კარგის გაკეთება შეიძლება ქვეყანაში მაგრამ არა ისე ზერელედ მიდგომით -ქვეყნისთვის საზიანოდ, კალაძე რომ "დანიშნეს" ენერგეტიკის მინისტრად იმის მაგივრად რომ როსანიერიში დიდი გამოცდილების მიღების შემდეგ,რომ ქართულ ფეხბურთის მომავლისთვის მიეხედა.... რაშიც ვერკვევით სხვაზე უკეთ იმის კეთება სჯობს ყველასთვის სასიკეთოდ.დავუბრუნდეთ ბასკეთს.ცქიტიშვილის შემდგომ "დიდებში" ცენტრებიდან,რომელიც სათანადოდ მოუმზადებელი წავიდა დრაფტზე ენბეაში და ვერ დამკვიდრდა ლიგაში და რაც შემდგომ შენგელიასაც დაემართა იმავე მიზეზით, აჩქარებულად დრაფტზე წარდგინებით,ფაჩულიაა უძლიერესი ქართველი ცენტრი შერმადინთან ერთად,თანაც დამკვიდრებული მსოფლიოს უძლიერესთა ლიგაში, მაგრამ ამ ლიგაში ორმოცდაათ საუკეთესო ცენტრ კალათბურთელში შედის Uცილობლად,მგრამ ვერ,საწყენად არ ვამბობ სიმართლით ვამბობ , დიდების ოლ სთარში. სიმართლე თვალებს არ უნდა გვწვავდეს უნდა წინსვლისთვის გზას გვანახებდეს.ფაჩულია Iთვლება ძალისმიერ კალათბურთელად დეიმონდ გრინისავით და სხვა თვისებების მქონე სუფერ კალათბურთელებთან ერთად, კარგ გუნდში გადამწყვეტი ძალა ხდება, რაც გამოჩენილმა მწვრთნელმა კერიმ გამოიყენა ორი სეზონი, მაგრამ დეიმონდი ამავე დროს მექულეცაა ენბეას დონის და მერწმუნეთ "Mებრძოლები", ფაჩულიას გარეშეც ისევ ლიდერებში იქნებიან, მინიმუმ ორი წელი მაინც ენბეას ლიგაში, დაიმატეს რა გრინთან ტანდემში,ფაჩულიას შემდგომ ძალისმიერი და ამასთანავე მექულე "დიდი", და სუპერ მექულეები და თანაც უსწრაფესნი მსოფლიოში ხომ სამი მინიმუმ, ჰყავთ და ჰყავთ გოლდენ სტეითს.ეხლა კი მართლა მსოფლიო საუკეატესოთა ხუთეულში შესვლის პერსპექტივით,ქართველი კალათბურთელი მოანგრევს ენბეაში შეღწევის ჯებირებს, თუ გაისარჯა ბოლომდე მამაპაპურად გამარჯვებამდე და გაუმართლა კიდევ,ცოტათი მაინც. "გოგა ბიგ დროგა" მისი კეთილის მსურველნი სერბები რომ გაიძახოდენ, ბალკანურ ლიგაში თამაშისას ამ ქართველის და სადც გაწვრთნეს ენბეასამომავალ ვარსკვლავად
დ.ნ.
ერთი სამიანი ჩააგდე და ყველა გაახარე!
joko
ღმერთმა ქნას ზაზაზე ძლიერად და მაგრად ითამაშოს, მაგრამ ორი ბეჭედი ბარე ბევრ ამერიკელს შეშურდება :)
aburjga
რა კარიერა უნდა გააგრძელოს, რაც დალას მავერიკსიდან გამოუშვეს კალათში ბურთის სროლაზე მაგარი მანდრაჟი აქვს. სადმე კაკტუსში ან თელავში თუ უნდა არ ვიცი?!
samtredski-s
რა ზაზას წყალი გადასხმოდეს,ზაზაზე მეტი თუ ვერ შეძლო კარგად ქონია საქმე.
samtredski
ზაზას წყალი გადასხმოდეს გოგას და დარწმუნებული ვარ თავს არ დაზოგავს ზაზას კი მადლობა კაპიტანო.
გიორგი
ღირსეული კაცია და ნამდვილი კაპიტანი. მადლობა ზაზა!!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა