სერია A. XXXVII ტურის წინ: „იუვენტუსმა“ გასულ ტურში დაკარგული ქულების შემდეგ, წესით, მიზნად ევროლიგა უნდა დაისახოს
დღეს:

ლაციო-ჯენოა 20.00

დისკვალიფიკაცია: დიასი, ბროკი, კოზაკი - მესტო.

ტრავმა: დიაკიტე, რადუ, მეგნი - სკარპი, კალაძე.

მილანი-კალიარი 22.45

დისკვალიფიკაცია: ბოატენგი (მილანი).

ტრავმა: იანკულოვსკი - ნენე, პერიკო, პიზანო.

ხვალ:

ფიორენტინა-ბოლონია 14.30

დისკვალიფიკაცია: ეკდალი (ბოლონია).

ტრავმა: იოვეტიჩი - ბუშე, მონტელონგო, გარიჩი, ესპოზიტო.

ბარი-ლეჩე 17.00

დისკვალიფიკაცია: გლიკი (ბარი).

ტრავმა: რუდოლფი, კუტუზოვი, ოკაკა, ს. მაზიელო, ბარეტო, კასტილო - გროსმიულერი, სინი, ოფერე.

კატანია-რომა 17.00

დისკვალიფიკაცია: დე როსი, პეროტა (რომა).

ტრავმა: ლიამა, შაკა, ბელუში - ბრიგი, მექსე, პიზანო.

ჩეზენა-ბრეშა 17.00

დისკვალიფიკაცია: დიამანტი, ლანცაფამე (ბრეშა).

ტრავმა: ფატიჩი, კოლუჩი, ფონ ბერგენი - დალამანო, კორდოვა, სერენი, ძანეტი, მარეკო.

კიევო-უდინეზე 17.00

დისკვალიფიკაცია: ანჯელა (უდინეზე).

ტრავმა: სარდო, ურიბე - ბასტა, კოდა.

პარმა-იუვენტუსი 17.00

დისკვალიფიკაცია: კრასიჩი, მარკიზიო (იუვენტუსი).

ტრავმა: პალადინო, ამაური, კრესპო - აკვილანი, რინაუდო, სისოკო, კვალიარელა, იაკვინტა, გრიგერა.

სამპდორია-პალერმო 17.00

დისკვალიფიკაცია: მანინი, ციგლერი (სამპდორია).

ტრავმა: მარტინესი, პადალინო, სემიოლი - ბრიკეტო.

ნაპოლი-ინტერი 22.45

დისკვალიფიკაცია: კავანი, მასცარა (ნაპოლი).

ტრავმა: სნეიდერი, სტანკოვიჩი, კორდობა (ინტერი).

მართალია, ჩემპიონი წინა უქმეებზე გამოვლინდა, მაგრამ იტალიურ საფეხბურთო საზოგადოებაში XXXVII ტურიც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. ერთი, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურის ბედია გასარკვევი, მეორე, სერია B-ში გასავარდნი მესამე გუნდი უნდა გამოვლინდეს და მესამე: ევროპის ლიგის ორი საგზურია გასათამაშებელი, რომელიც ოთხ გუნდს შეიძლება ერგოს - „ლაციო“, „რომა“ და „უდინეზე“ მოვლენათა ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ისურვებდა, აი „იუვენტუსმა“ კი გასულ ტურში დაკარგული ქულების შემდეგ, წესით სწორედ ევროლიგა უნდა დაისახოს მიზნად.

ძალიან დიდ ინტერესს იწვევს „მილანი“-„კალიარის“ შეხვედრა და ეს მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სატურნირო ინტრიგა არ ახლავს. საქმე იმაშია, რომ ჩემპიონის რანგში „როსონერი“ პირველ საშინაო შეხვედრას ატარებს და სტადიონზე რომ საოცარი ატმოსფერო იქნება, ჩვენი თქმა არ უნდა. დიდი ამბები იგეგმება და ბუნებრივია, ყველას უნდა ამ ზეიმის მონაწილე გახდეს. „როსონერი“ ახალი, მომავალი სეზონისთვის გათვლილი ამუნიციით წარსდგება და რაც მთავარია, გადაჭედილ „სან სიროზე“ საჩემპიონო თასს აღმართავს. ამ შემთხვევაში, შემადგენლობებს და ტაქტიკურ სქემებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ „კალიარის“ მთავარი მწვრთნელი დაუპირისპირდება მშობლიურ გუნდს - რობერტო დონადონის სარდინიიდან აბარგებას უწინასწარმეტყველბდნენ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.

სატურნირო თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არც „ნაპოლი“-„ინტერის“ ჯახს აქვს, თუმცა მეორე მხრივ, ეს უდავოდ ტურის ცენტრალური პაექრობაა. ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის მეორე და მესამე გუნდები წარსდგებიან და თუ შეხვედრა ნეაპოლელთა გამარჯვებით დასრულდა, „ნერაძურის“ მეორეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება - წინაამდეგ შემთხვევაში კი ლეონარდოს გუნდი სწორედ ამ პოზიციაზე დაასრულებს ჩემპიონატს.

ვალტერ მაძარის სერიოზული დანაკლისი აქვს - დისკვალიფიკაციის გამო, „ინტერის“ წინააღდეგ ჯუზეპე მასკარა და რაც მთავარია, ედინსონ კავანი ვერ იასპარეზებენ. ეს მნიშვნელოვნად შეასუსტებს ნეაპოლელთა შემტევ პოტენციალს, რაზეც თავად მწვრთნელმა ისაუბრა:

„დასამალი არაფერია, წინა ხაზზე ლავეცის გავამწესებ და მჯერა, რომ თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს. ბოლო დროს, ისე ვეღარ მიგვდის საქმეები, როგორც სასურველია და ეს უიღბლო სერია სწორედ „ინტერის“ დამარცხებით უნდა დავასრულოთ. მთავარი პრობლემა მოტივაციაა, ფეხბურთელები თითქოს ინერციით თამაშობენ და ერთი სული აქვთ, როდის გაემგზავრებიან დასასვენებლად, რასაც ხშირად წყობიდან გამოვყავარ. პატივი უნდა ვცეთ გულშემატკივრებს და მათთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.“

დანაკლისი „ინტერსაც“ აქვს - ლეონარდოს დეიან სტანკოვიჩის, ვესლი სნეიდერის და ივან კორდობას გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. გამომდინარე ნახევარდაცვაში არსებული პრობლემებისა, ბრაზილიელი ექსპერიმენტს მიმართავს და ტაქტიკას ცვლის - პირველად ამ სეზონში, „ნერაძური“ კლასიკური 4-4-2-ით ითამაშებს. ცენტრში ხარჯა და კამბიასო გაირჯებიან, მარჯვნივ ძანეტის გამოჩენაა ნავარაუდები, მარცხნივ კი ნაგატომოსი. აი, ასეთი ორიგინალური შუა ხაზი ეყოლება მილანურ გრანდს და ვნახოთ, რამდენად კომფორტულად იგრძნობენ თავს თავდამსხმელები: სამუელ ეტოო და ჯამპაოლო პაცინი.

მეოთხე ადგილზე მყოფი „უდინეზე“ „კიევოს“ ესტუმრება და თანაც, აუცილებლად სამი ქულის ასაღებად. ფავორიტი უდინეური გუნდია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „კიევო“ საკუთარ მოედანზე იოლად არაფერს თმობს - მაშინაც კი, როდესაც სრულიად უმოტივაციოდ არის დარჩენილი. ვერონელები იმუქრებიან კიდეც, ფრიულელებს უქულოდ დავტოვებთო. თავის მხრივ, უდინელებიც იმედიანად არიან, რადგან ალექსის სანჩესიც მწყობრშია და ანტონიო დი ნატალეც - თუ რა შეუძლია ფორვარდთა ამ ტანდემს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

„რომა“ „კატანიას“ ესტუმრება, გუნდს, რომელმაც გასულ ტურში „ბრეშას“ უკრა თავი სერია B-ში. „კიევოსი“ არ იყოს, იოლად დანებებას არც სიცილიელები აპირებენ, მაგრამ ფავორიტად მაინც დედაქალაქური გუნდი უნდა მივიჩნიოთ. ფრანჩესკო ტოტიმ მცირე ტრავმა მოიშუშა და თუ „გაძეტა დელო სპორტს“ დავუჯერებთ, კუნძულელებს პირველივე წუთებიდან შეერკინება. მის მხარდამხარ მირკო ვუჩინიჩი ითამაშებს, რომელიც „ინტერთან“ სათასო პაექრობაში მარკო ბორიელოზე გაცილებით უკეთ გაისარჯა - და ეს მიუხედავად იმისა, რომ მილანელთა კარში გატანილი ერთადერთი გოლი სწორედ ბორიელოს ანგარიშზეა. ძირითადში ველოდებით ლეანდრო გრეკოს, რომელიც ვუჩინიჩის მსგავსად, ნაატრაქტევს ჩაერთო „ინტერთან“ თამაშში და საკმაოდ კარგად წარმოჩინდა - ნახევარდაცვაში მასთან ერთად ფაბიო სიმპილისიოს, როდრიგო ტადეის და ალესანდრო როზის ვიხილავთ. ვნახოთ, რა ბედს ეწევა ვინჩენცო მონტელას სამწყსო.

„ლაციო“ „ჯენოას“ მიიღებს და შეეცდება სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტოს. დელიო როსის გუნდს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაეწყო ჩავარდნა და შედეგად, მეოთხე ადგილი „უდინეზეს“ დაუთმო. რომაელთა ბედი, რომ უდინელებმაც უხვად კარგეს ქულები, თორემ დღეს ლიგაში მოხვედრის თეორიული შანსიც აღარ ექნებოდათ. „გაძეტას“ მტკიცებით, შეტევის წინა ხაზზე მაურო სარატეს ვიხილავთ, რომელმაც წინა ტურში „უდინეზესთან“ პაექრობაში თერთმეტმეტრიანი გააცუდა და კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. არგენტინელი მწვრთნელმა დაიცვა და იქვე დასძინა, რომ მაუროს მომდევნო შეხვედრაშიც დაეყრდნობა. ესეც მომდევნო შეხვედრა და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს. სარატეს უკნიდან სამი შემტევი ნახევარმცველი დაეხმარება: სტეფანო მაურო, ჯუზეპე სკული და ერნანესი. „ჯენოა“ უმოტივაციოდ არის დარჩენილი, სერია ბ-ში დაქვეითება არც არასდროს ემუქრებოდა, ევროსაგზურს კი ნამდვილად ვეღარ შეწვდება - მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, კახა კალაძე ტრავმირებულ ფეხბურთელთა ჩამონათვალში აღმოვაჩინეთ.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 36 23 9 4 61-23 78

2. ინტერი 36 22 6 8 65-40 72

3. ნაპოლი 36 21 5 10 56-36 68

4. უდინეზე 36 19 5 12 63-43 62

5. ლაციო 36 18 6 12 47-35 60

6. რომა 36 17 9 10 55-49 60

7. იუვენტუსი 36 15 12 9 55-44 57

8. პალერმო 36 16 5 15 55-59 53

9. ფიორენტინა 36 12 13 11 46-41 49

10. ჯენოა 36 13 9 14 40-41 48

11. კალიარი 36 12 8 16 42-46 44

12. კიევო 36 10 13 13 35-37 43

13. კატანია 36 11 10 15 37-48 43

14. პარმა 36 10 12 14 37-46 42

15. ბოლონია 36 11 11 14 34-47 41

16. ჩეზენა 36 10 10 16 35-47 40

17. ლეჩე 36 10 8 18 42-62 38

18. სამპდორია 36 8 12 16 31-44 36

19. ბრეშა 36 7 10 19 32-49 31

20. ბარი 36 4 9 23 23-54 21

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა.

ბომბარდირები: 28 - დი ნატალე (უდინეზე); 26 - კავანი (ნაპოლი); 20 - ეტოო (ინტერი); 19 - დი ვაიო (ბოლონია); 19 - მატრი (იუვენტუსი); 15 - პაცინი (ინტერი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), პატო (მილანი).

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა