ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი დღის 30 წლისთავის აღსანიშნავად თბილისს ბევრი ცნობილი ფეხბურთელი და პიროვნება ესტუმრა
ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი დღის 30 წლისთავის აღსანიშნავად თბილისს ბევრი ცნობილი ფეხბურთელი და პიროვნება ესტუმრა: იენის "კარლ ცაისის" მაშინდელი კაპიტანი ლოთარ კურბიუვაიტი, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი რაინერ მილკორაიტი, უკრაინული, სომხური და აზერბაიჯანული ფეხბურთის ლეგენდები, ანდრეი ბიბა, ვლადიმერ მუნტიანი (კიევის "დინამო", საბჭოთა კავშირის ნაკრები), ხორენ ოგანესიანი (ერევნის "არარატი", საბჭოთა კავშირის ნაკრები), ისკანდერ ჯავადოვი, მაშალა ახმედოვი (ბაქოს "ნეფთჩი"), ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი,"დინამოს" ყოფილი თავკაცი ივო შუშაკი, ჩეხეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი დუშან უჰრინი, რომელიც"დინამოსაც" წვრთნიდა, "ნტვ ფუტბოლის" წამყვანი ალექსეი ანდრონოვი.

გუშინ, დილით თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებმა სტუმრებს დიღმის საწვრთნელი ბაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერებინეს. შეიძლება ითქვას, რომ ბაზა თავიდან შენდება, მოედნებზე მალე დაიწყება საფარის დაგება, ხელოვნურსაფრიანი მოედნის მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე კი, ახალი სტანდარტული მოედანი მოეწყობა, განახლდება საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, კვებისა და ტრენაჟორების ბლოკები.

ბოლოს სტუმრებმა სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს, საღამოს კი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრნენ.

იყო მოგონებები გარდასულ ტკბილ დღეთა, რა გუნდი იყო "დინამო" და მისი მაშინდელი მეტოქე "კარლ ცაისი" - ერთ-ერთი საბაზო გუნდი გერმანიის დემოკრატიული ნაკრების, რომელიც ოლიმპიადის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე იყო და თასების თასის იმ გათამაშებიდან გამოაგდო "რომა", "ვალენსია", "ბენფიკა", მაგრამ ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილებთან ვერას გახდა.

ბოლოს საუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორმა, თბილისის "დინამოს" ახალმა მეპატრონე რომან ფიფიამ 13 მაისის შემოქმედნი ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა