29 მაისს, ევროპა ლიგის ფინალში "ჩელსიმ" "არსენალი" 4:1 დაამარცხა და მეორედ მოიგო ეს ტურნირი.

პირველ ტაიმში უფრო მეტი სახიფათო მომენტი "არსენალმა" შექმნა, თუმცა შესვენების წინ "ჩელსი" გააქტიურდა, მაგრამ გოლი ვერც ერთმა გუნდმა ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ თამაში გამოცოცხლდა და გოლებიც გავიდა:

ჟირუმ თავურით გახსნა ანგარიში, მერე პედრომ მეორედ დაამწუხრა ჩეხი, ცოტა ხანში კი საჯარიმოში ჟირუ წააქციეს და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი აზარმა მოიყვანა სისრულეში - 3:0.

68-ე წუთზე შეცვლაზე "მეთოფეთა" ნახევარმცველი ივობი შევიდა და ბურთთან პირველივე შეხებით ანგარიში შეამცირა, თუმცა აზარმა ჟირუს პასით მალევე დუბლი შეასრულა.

სარის გუნდი კი შეტევებს აგრძელებდა და ჩეხმა აზარსა და ვილიანს არ დაანება ანგარიშის დამრგვალება.

ბოლოს ემერის შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, ლაკაზეტმა და უილოკმა გააცუდეს მომენტები. ეგ იყო და ეგ. "ჩელსიმ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ორი ინგლისური გუნდის დაპირისპირებაში სასტარტოში ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელი იყო - მეიტლენდ-ნაილსი.

სასტარტო შემადგენლობებში 15 ეროვნების ფეხბურთელი იყო, რაც ევროტურნირების ფინალების რეკორდის გამეორებაა.

ჩეხი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირების ფინალში ერთ ინგლისურ გუნდში და შემდეგ მის წინააღმდეგ ითამაშა.

ჟირუ 13 მატჩში 11 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 10-10 გოლი ლუკა იოვიჩმა (აინტრახტი) და ვისამ ბენ-იედერმა (სევილია) გაიტანეს.

60 წლის სარიმ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. აქამდე მან "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ მეორე ადგილზე და თასის ფინალში გაიყვანა.

"ჩელსი" ბოლო 11 წელიწადში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროტურნირი დაუმარცხებლად მოიგო.

აზარმა სეზონში 21 გოლი გაიტანა და "ჩელსიში" თავისი რეკორდი გააუმჯობესა.

პედრო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალებში, აგრეთვე, უეფას სუპერთასზე გაიტანა.

ბაქო. "ოლიმპია". 51 370 მაყურებელი

ჩელსი - არსენალი 4:1

გოლები: 1:0 ჟირუ (50), 2:0 პედრო (61), 3:0 აზარი (66, პენ), 3:1 ივობი (69), 4:1 აზარი (72)

ჩელსი: არისაბალაგა, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, დავიდ ლუისი, ემერსონი, კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბარკლი 76), აზარი (ძაპაკოსტა 88), ჟირუ, პედრო (ვილიანი 71)

არსენალი: ჩეხი, სოკრატისი, კოსიელნი, მონრეალი (გენდუზი 68), მეიტლენდ-ნაილსი, ტორეირა (ივობი 67), ჯაკა, კოლაშინაცი, იოზილი (უილოკი 77), ობამეიანგი, ლაკაზეტი

lis
აზარი... გული მწყდება რომ რეალში მიდის....
ლევანი
ყოველ განახლებაზე ვის გაუგია ამდენი რეკლამა. ასე ნეგატივს უფრო მეტს მიიღებთ! ზომიერად ცოტა!
Bacho
Vendiszec daceret rame raubedurebaa ra reklamebia
saba
უეფა ალიევს ყავს გამაზული...მაგათ ფული მაგრა უყვართ
irakli
ვერ არის უეფა ჭკუაზე, ასეთ ბანძ სტადიონზე რატო უნდა ჩაატარო ფინალი თან ცარიელი ტრიბუნები ვაფშე ბანძობა
GEORGIAN FCDB
Uefas sul kidia megobaro gulshematkivari,mtavari $-ia
G.A.L.
იოზილმა თამაში რეალში დაასრულა. ამ უქნარას რატომ Iნახავენ, თუ იცით ვინმემ?
ynwa
მართალი იყვნენ, ბაქოში რა უნდა თასის ფინალსო! ამხელა სტადიონზე ისეთი სიჩუმე იდგა გეგონებოდა სადღაც ჩინეთში, მალაიზიაში და სინგაპურში რომ თამაშობენ ევროპის გუნდები საზაფხულო, მოსამზადებელ ტურნირებს, იმას მოგაგონებდა კაცს. თბილისის დინამოს სტადიონზე რომ ჩატარებულიყო, ბევრად მეტი ემოცია წამოვიდოდა მაყურებლისაგან. ისე რა ბანძი სტადიონი ჰქონიათ, მინდვრიდან ტრიბუნებამდე მანძილი მოედნის ნახევარი იყო. თან 2020 წელს მანდ ევროპის ჩემპიონატის სამი თამაში უნდა ჩაატარონ და სად აქვს ჭკუა უეფას?

ჩელსიმ ამ ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა, არსენალმა კი - უარესი. განსაკუთრებით მეორე ტაიმში არსენალი უკვე გადაღლილი ჩანდა. მთლიანობაში სანახაობრივი ფინალი გამოდგა, 5 ბურთი გავიდა და მაყურებელმაც ისიამოვნა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს