გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცეპრეზიდენტი რაინერ მილკორაიტი გვაფრთხილებს
13 მაისის აღსანიშნავად თბილისში გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი რაინერ მილკორაიტიც ჩამოვიდა. თბილისის "დინამოს" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გია ისინის თქმით, მილკორაიტი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და ქართულ ფეხბურთს ბევრჯერ დახმარებია. მისი ინიციატივით, 2010 წელს გერმანიის საფეხბურთო კავშირმა სოლიდური თანხის გამოყოფით, სამაჩაბლოდან ლტოლვილთა საფეხბურთო სკოლის დაფუძნებას შეუწყო ხელი.

- დაუჯერებელია, მაგრამ კორუფციულ სქემათა გამოიძებამ ისე აჩვენა, თითქოს ამ "საქმეში" მსოფლიო ფეხბურთის ლიდერები ხართ. გერმანელებმა გარიგებული თამაშები პატიოსნად გამოიკვლიეთ, თუმცა ერთგვარად საკუთარ პრესტიჟსაც ავნეთ.

- რეალურად, გარიგებულ მატჩებს გერმანიაში დიდი მასშტაბები არ შეუძენია. იყო ლაპარაკი, თითქოს პირველ და მეორე ბუნდესლიგებში რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვერაფერი დაამტკიცეს და სულ ორი ფეხბურთელი დაისაჯა, რაც მინიმალური მაჩვენებელია. ჩვენ ეს სახიფათო პროცესი დროულად აღვკვეთეთ.

- ჩვენთან გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს უბედურება აზიური ტოტალიზატორებიდან მოდის.

- ჩვენც ასე ვიცით. საერთოდ, აზიური ტოტალიზატორები ფეხბურთში ძალიან ცუდ ტენდენციებს ნერგავენ - მატჩის დაწყებისას ტაქტიკასა და სტრატეგიაზე კი არ ლაპარაკობენ, არამედ იმაზე, ვინ ჩააწვდის პირველ კუთხურს, პირველ აუტს, ვინ მიიღებს პირველ ყვითელ ბარათს. თამაშის დროს ფეხბურთელი ამაზე რომ ფიქრობს და არა მოგებაზე, მერე 5 ათასი ევრო რომ აიღოს, საშინელებაა!

- ნაცნობი სურათია, თითქოს ქართულ სკანდალზე ლაპარაკობთ.

- ეს საერთო სენია, ყველგან ერთი სქემით მოქმედებენ. სხვათა შორის, საქართველოში მომხდარზეც ინფორმირებული ვარ და მაინტერესებდა, რა სასჯელს გამოუტანდნენ მოთამაშეებს. ვფიქრობ, სამუდამო დისკვალიფიკაცია აბსოლუტურად სამართლიანი განაჩენია. ეს სხვებისთვის სერიოზული გაფრთხილება იქნება.

- გარიგებათა ამოსაძირკვად ფიფა ინტერპოლს 20 მილიონი დოლარით დააფინანსებს. ასე ტოტალიზატორებთან ბრძოლა სასაცილო ჩანს.

- ამას 20 კი არა, 200 მილიონი დოლარიც არ ეყოფა, თუ ინტერპოლს ეროვნული ფედერაციები არ დაეხმარებიან. ინტერპოლი მათთან ითანამშრომლებს, მაგრამ მათ ნაცვლად საქმეს ვერ გააკეთებს.

- გერმანიის საფეხბურთო კავშირი გარიგებულ მატჩებს როგორ ებრძვის?

- სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ. თუ მოთამაშეზე არის ინფორმაცია, რომ აზარტულია, ის კონტროლის ქვეშ ხვდება. ამას გარდა, სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელი ხელმოწერით ადასტურებს, რომ საკუთარი გუნდის თამაშზე ფსონს არ დადებს.

- თქვენი აზრით, რეალურია, ფეხბურთს ტოტალიზატორი რომ ჩამოაშორონ?

- ტოტალიზატორი უნდა იყოს, მაგრამ კონტროლი სჭირდება. ჩვენთან ტოტალიზატორები სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, რაც პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. თუმცა იმხელა ზეწოლა იყო, ტოტალიზატორების დაფუძნების უფლება ახლა ბიზნესსაც მისცეს, ეს კი ჩემთვის მართებული გადაწყვეტილებაა.

- ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება აბსოლუტურად არასაფეხბურთო ყატარს მისცა. თქვენი აზრით, ამით არაბულ სამყაროში ფეხბურთი განვითარდება?

- ვერ გეტყვით. მიმაჩნია, რომ ასეთი მასშტაბის ტურნირის მასპინძელს უნდა ჰქონდეს საფეხბურთო ტრადიციები ან მისი განვითარების პერსპექტივა მაინც. ისიც დასაფიქრებელია, ყატარის კლიმატურ პირობებში შესაძლებელია საინტერესო ფეხბურთის ჩვენება?

- მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ესპანური, იტალიური, პორტუგალიური და ჰოლანდიური კლუბები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ, მაგრამ გერმანულმა კლუბებმა ნაკლებად იზარალეს.

- საქმე ძალიან მარტივად არის - ლიცენზირების სისტემა ყველა პრობლემას აგვარებს. კლუბებს უმკაცრეს მოთხოვნებს ვუყენებთ, მესამე ბუნდესლიგის კლუბებსაც იმავე პირობების შესრულება უწევთ, როგორიც ბუნდესლიგელებს.

ლიცენზირებისას კლუბმა უნდა წარადგინოს გარანტია, რომ სეზონს ფინანსურად არ ჩააგდებს, აჩვენოს, საიდან აქვს ფული, რამდენია მისი შემოსავალი და ხარჯი. თუ ეს ვერ დაასაბუთა, ლიგაში თამაშის უფლებას არ მივცემთ. გარდა ამისა, ჩვენი პრინციპული პოზიციაა - არც ერთ კომპანიას თუ ბიზნესმენს არ აქვს უფლება, იყოს კლუბის 100-პროცენტიანი მფლობელი. ეს ისევ კლუბების ინტერესებისთვის გადაწყდა. როდესაც ერთი მეპატრონეა, დიდი შანსია, მისი გაკოტრებით კლუბიც დაიშალოს. ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით "ჰანოვერის" მეპატრონე ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ პოზიცია არ შეგვიცვლია. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება ამ და სხვა ხერხებით შევძელით.

- ფინანსური გარანტიები ახსენეთ. გუნდს ანგარიშზე თანხა ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა ჰქონდეს თუ მისი მსვლელობის დროსაც შეუძლია ბიუჯეტის შევსება?

- ცხადია, ჩემპიონატის დაწყებამდე - ეს არის რეალური გარანტია და არა შეპირება, რომ თანხა ექნება. ამით ჩემპიონატს პრობლემებს ავარიდებთ. მაგალითად, სეზონის დაწყებამდე თანხის პრობლემა ბილეფელდის "არმინიას" ჰქონდა და გერმანიის საფეხბურთო კავშირი ორი მილიონი ევროთი დაეხმარა, მაგრამ სამი ქულაც დააკლო.

- გერმანიაში რა სასჯელია მსაჯის გინებისთვის?

- შეურაცხყოფისა და დაუსაბთუბელი კრიტიკისთვის გუნდის ხელმძღვანელი, მწვრთნელი და ფეხბურთელი 5-დან 20 ათას ევრომდე ისჯება.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა