აგდამის "ყარაბახის" ქართველმა შემტევმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში უკვე გაჩემპიონებულ ბაქოს "ნეფთჩისთან" ჰეთ-თრიქი შეასრულა
გუშინ გიორგი ადამიამ გაიბრწყინა. ქართველმა შემტევმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში აგდამის "ყარაბახს" უკვე გაჩემპიონებულ ბაქოს "ნეფთჩისთან" 3:0 მოაგებინა და სამივე გოლი თავად გაიტანა. მან გოლები მე-5, მე-12 და 49-ე წუთებზე გაიტანა. მესამედ მან მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანით დალაშქრა.

ამ ჰეთ-თრიქით ადამიას 17 გოლი დაუგროვდა, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სათავეში მოექცა და უახლოესი მდევარი ორი გოლით ჩამოიტოვა. თანაც "ყარაბახმა" მეორე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

პრემიერლიგაში დასარჩენად მებრძოლ ექვსეულში კი "განჯამ" "გაბალას" უმასპინძლა და მეტოქეები ერთმანეთს უგოლოდ გაეყარნენ. მასპინძელთა ძირითადში იყო ზურაბ ძამსაშვილი, რომელიც მე-80 წუთზე შეცვალეს. სტუმართა კაპიტანმა გოგა ბერაიამ კი შეუცვლელად ითამაშა.

"მუღანმა" შინ მოიკ-ს 1:0 სძლია, რაშიც წვლილი გიორგი გულორდავამაც დაიდო. იგი სასტარტოში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა