ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა ალექსანდრ ბუბნოვმა "ვოლგას" მიერ თამაშის განზრახ დათმობის შესახებ ეჭვი საჯაროდ გამოთქვა
რუსულ პრემიერლიგაში "ვოლგასა" და "ანჟის" მატჩმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა ალექსანდრ ბუბნოვმა "ვოლგას" მიერ თამაშის განზრახ დათმობის შესახებ ეჭვი საჯაროდ გამოთქვა.

მისი თქმით, ნიჟნინოვგოროდელთა თავკაცმა ომარ თეთრაძემ საგანგებოდ არ ათამაშა გუნდის რამდენიმე ლიდერი. ბუბნოვმა ისიც შენიშნა, რომ სხვა დროს ემოციური თეთრაძე მარცხს სათადარიგოთა სკამიდან მშვიდად ადევნებდა თვალს.

ამ მატჩში მხოლოდ ორმა ქართველმა ითამაშა - ვოლგელებმა ლაშა სალუქვაძემ და გოგიტა გოგუამ, თუმცა რომ მათ გარდა ორივე გუნდში ჩვენი თანამემამულეები კიდევ არიან და ამ თემაზე ყურადღებას ამიტომაც ვამახვილებთ.

რამდენიმე დღის განმავლობაში თეთრაძეს ბრალდებისთვის პასუხი არ გაუცია, თუმცა გუშინ დუმილი დაარღვია, მატჩის ჩაწყობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო დაასვენა, წაგებამ კი გული ამჯერადაც ძალიან დასწყვიტა და თქვა, ადამიანი ემოციებს ყოველთვის ერთნაირად არ გამოხატავსო. ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და ძირითადად წმინდა საფეხბურთო საკითხებს შეეხო.

ჯერჯერობით უცნობია, ბუბნოვისა და სხვათა მიერ გამოთქმული ეჭვი ეჭვად დარჩება თუ ეს მატჩიც უეფას შავ სიაში მოხვდება და გამოძიება დაიწყება. "ვოლგას" ხემლძღვანელობას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა