საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ქართული რაგბის აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

სვანიძემ მოახლოებულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატსა და დიდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- სულ მალე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები არგენტინაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება. გუნდმა მზადება უკვე დაასრულა და არგენტინაში გაემგზავრა. რამდენად შეძლო რაგბის კავშირმა "უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის" სათანადო მოსამზადებელი პირობების შექმნა?

- ამ ნაკრების მოსამზადებლად ყოველ წელიწადს თანხას არ ვიშურებთ. ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ. ტრადიციად იქცა სამხრეთ აფრიკაში საწვრთნელი შეკრება და იქ საკონტროლო მატჩების გამართვა. ეს ხელს უწყობს მორაგეებს, ახლოს ეზიარონ დიდ რაგბის და მსოფლიოს ჩემპიონატზე პლანეტის საუკეთესო გუნდებთან თამაშისას თავი უცხოდ არ იგრძნონ. გუნდის მწვრთნელებს დეტალურად გაწერილი გეგმა აქვთ და რაგბის კავშირი ყველა ღონეს ხმარობს, მზადებას სწორედ ამ გეგმის მიხედვით შეუწყოს ხელი.

ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები, აგერ, უკვე მეხუთე წელიწადია, უცვლელად მუშაობენ. ყოველ წელიწადს გუნდი საინტერესო, კარგ, ხარისხიან რაგბის თამაშობს და იმედი გვაქვს, არც არგენტინაში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იქნება გამონაკლისი.

- 2019 წლის ყველაზე დიდი სარაგბო მოვლენა, ცხადია, იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებაა, სადაც ჩვენი გუნდი ზედიზედ მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას. როგორაა დაგეგმილი "ბორჯღალოსნების" მზადება მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმისთვის?

- საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 24 ივნისიდან დაიწყებს ვარჯიშს. ივლისში მზადების მეორე ეტაპზე გუნდი თურქეთში, ანტალიაში გაემგზავრება და აგვისტომდე იქ დაჰყოფს. მესამე ეტაპი ისევ თბილისში გაიმართება. 27 აგვისტოს რუსეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ. 31 აგვისტოს კი, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ელიტური, პირველი დონის ქვეყნის, შოტლანდიის ეროვნული ნაკრები გვეწვევა. ერთი კვირის თავზე საპასუხო ვიზიტით ედინბურგში გავემგზავრებით. იქიდან კი გეზს პირდაპირ იაპონიისკენ ავიღებთ, სადაც ოსაკასთან ახლოს მდებარე ბაზაზე დასკვნით საწვრთნელ შეკრებას გავივლით.

- მსოფლიოს თასზე ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში ვართ. ძალზე ძლიერი მეტოქეები გვყავს...

- ჩვენი გუნდისთვის ცუდი ის არის, როცა სუსტ ჯგუფში ვართ. როცა მეტოქე ძლიერი გვყავს, მეტად კონცენტრირებულნიც ვართ და მონდომებულნიც. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრები საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე

ლევანი
ამ დონის გუნდებთან ყოველ წელს თამაში ამ თაობისთვის შესანიშნავია. წინ გამარჯვებებისკენ! პ.ს. ეს ვენდისის რეკლამა არ მაწუხებს ამ დილით, სიზმარია თუ მართლაა ასეა ?)))
დათო
საერთოდ ნამუსი თუ გაქვთ?შევდივარ საიტზე რეკლამა,მერე რამე კონკრეტულს ვრთავ და იქაც იმ წამშივე იგივე რეკლამა.თქვენ რა საცინლათ გვიგდებთ?ხომ არ გავიწყდებათ რომ ჩვენით არსებობთ და ცოტა პატივი გვეცით.აბა თქვენ იცით თუ მოახერხებთ დაბლოკვას.
კახა
კარგია უფრო მეტი ინტენსიურობით რეკლამა თორე მოვიწყინეთ
ჰაჰა
ნებისმიერ სპორტში რამდენი ზემოდან დავუწყეთ მეტოქეს ყურება, იმდენჯერ წავაგეთ-შევრცხვით. ასე რომ რუსეთთან მთელი სერიოზულობით უნდა მზადება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შოტლანდიასთან მაგარი ჯახი. თორე ამას მოვუგებ "ლაღად" (რომელმა ქვეყნის მტერმა მოიგონა ეს ტერმინი) და მერე ფორმაში შესული შოტლანდიას გადავუვლი, არის სიაფანდი სადღეგრძელო.
ბათუმელი
ძალიან კარგია ტესტებს რუსეთით რომ ვიწყებთ! ჯერერთი რუსეთი არცისე სუსტი გუნდია, თუმცა ჩვენ ერთი თავით მაღლა ვდგავართ! ცხადია მათ მოვუგებთ და შეთამაშდებიან ბიჭები საშოტლანდიოდ, კაი სპარინგია წინასაშოტლანდიოთ! თანაც მორალურად და ფსიქოლოგიურად დადებითად განეწყვებიან და შედეგიც კარგი გვექნება შოტლანდიასთან! წარმატებები ლომებს!
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]