ფიფა ბრაზილიაში გასამართი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის თამაშგარე მდგომარეობის გამარტივებას გეგმავს
ფიფა ბრაზილიაში გასამართი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის თამაშის წესებში ცვლილებებს გეგმავს. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის საიტის ცნობით, გამარტივდება თამაშგარეს წესი, შესაძლებელი გახდება მეოთხე ცვლილების გაკეთება და დამონტაჟდება კარის აღების ავტომატურად ფიქსატორი სისტემა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის პირველი სხდომა, რომელსაც Task Force Football 2014 ეწოდება, 10 მაისს გაიმართა და მას ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს თავდმჯდომარე ფრანც ბეკენბაუერი და ლეგენდარული ბრაზილიელი პელე უძღვებოდნენ.

კომიტეტმა ფიფას თამაშგარეს წესის გამარტივება შესთავაზა, რომლის თანახმად, ის არ უნდა დაფიქსირდეს მაშინ, როდესაც თავდამსხმელი და მცველი მხარდამხარ არიან - უფრო ზუსტად, როდესაც მათ შორის ფიზიკური კონტაქტია. ხშირად იქმნება საკამათო სიტუაციები, როდესაც თამაშგარეში შეტევაში მყოფი გუნდის ფეხბურთელის სხეულის ნაწილი აღმოჩნდება ხოლმე.

ფიფა უკვე დიდი ხანია, რაც მსაჯებს თამაშგარე მდგომარეობის განსჯას შეტევაში მყოფი ფეხბურთელის სასარგებლოდ ურჩევს, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოედანზე ყველაფერი საპირისპიროდ ხდება.

კომიტეტის წევრებმა ფიფას ე.წ. სამმაგი დასჯის წესის შემსუბუქება ურჩიეს. საუბარია იმ შემთხვევაზე, როდაც საკუთარ საჯარიმოში წესის დამრღვევი გუნდი პენალტით, წითელი ბარათითა და "დამნაშავე" მოთამაშის მომდევნო მატჩისთვის ავტომატური დისკვალიფიკაციით ისჯება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ჯობს ასეთ დროს ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დაისაჯოს და დაინიშნოს პენალტი, წითელი ბარათის გამოყენება კი მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში მოხდეს.

ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 1 ივნისს, ფიფას მსოფლიო კონგრესზე მიიღებენ, რომელიც ციურიხში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამ დღეს ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებია დანიშნული, რომელშიც ერთმანეთს ამჟამინდელი ხელმძღვანელი იოზეფ ბლატერი და აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი მოჰამედ ბენ ჰამამი უპირისპირდებიან.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა