დღეს, გამთენიისას ჩვენი ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები პრაღაში გაფრინდა, სადაც ამ უქმეებზე თანატოლთა ევროპის თასზე ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს...
დღეს, გამთენიისას ჩვენი ახალგაზრდა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები პრაღაში გაფრინდა, სადაც ამ უქმეებზე თანატოლთა ევროპის თასზე ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: ოთარ კაიდარაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (55), გიორგი ბროლაშვილი, შმაგი ლაგაზაური, ლაშა შავდათუაშვილი (60), ლაშა ლომიძე, ფრიდონ გიგანი (66), ზებედა რეხვიაშვილი, ბეთქილ აფრასიძე, ლაშა ზურაბიანი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი მერმანიშვილი, გიორგი უსტარაშვილი (81), არჩილ შინჯიკაშვილი, გიორგი ნოზაძე (90), მიხეილ ნარიმანიძე (100), უშანგი კოკაური, სლავა რეზესიძე (+100).

ესაა ბოლო შესარჩევი ტურნირი 17-19 სექტემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის. ამიტომ ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა ყველა ძირითადი კანდიდატი წაიყვანა - საქართველოს ახალგაზრდული პირველობის ფინალისტები. ამით მწვრთნელი ფინალში წაგებულებს შანსს აძლევს, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გამოსცდის გამარჯვებულებს, ამჯერად - უცხოეთში. რაც შეეხება იმ წონებს, სადაც სამ-სამი კაცია წარმოდგენილი, შავდათუაშვილი, ზურაბიანი და უსტარაშვილი საკუთარი ხარჯებით მიდიან. ცხადია, ნაკრებში მოხვედრის შანსი მათაც აქვთ - ლიპარტელიანი ევროპაზე წაიყვანს იმათ, ვინც პრაღაში უკეთ იჭიდავებს. რაც შეეხება 100 კილოგრამ წონით კატეგორიას, აქ ლიდერი გარკვეულია - ნარიმანიძე და ამიტომ არც ჩეხეთში მიჰყავთ სხვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა