ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" ქართველი თავდამსხმელის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით ნალჩიკიდან ქულა წამოიღო
ქართველებით მდიდარმა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩი სტუმრად ნალჩიკის "სპარტაკთან" გამართა და მათე ვაწაძის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, ფრეს მიაღწია.

ნიჟნინოვგოროდელებმა მასპინძლებისგან გოლი 59-ე წუთზე გაუშვეს. მალევე არბიტრმა ომარ თეთრაძის გუნდის სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა დააპირა, თუმცა გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ გადაიფიქრა.

რამდენიმე ეპიზოდში "ვოლგას" ქართველმა ბომბარდირმა ოთარ მარცვალაძემ ჩვეულად გაიბრწყინა, თუმცა გოლი მასპინძელთა კარში ბოლო წუთამდე არ გავიდა.

ფეხბედნიერი გამოდგა შეხვედრის მე-60 წუთზე მოედანზე მათე ვაწაძის შემოსვლა, რომელმაც გოგიტა გოგუა შეცვალა. მათეს ასისტენტობა მარცვალაძემ, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გაუწია და ჩვენებურმაც აუღებელი დარტყმით "ვოლგას" ქულა მოაპოვებინა. ეს რუსეთის პრემიერლიგაში მათეს პირველი გოლია.

ამ მატჩში ქართველთაგან მარცვალაძის, გოგუას და ვაწაძის გარდა ლაშა სალუქვაძემაც ითამაშა. სამწუხაროდ, მასპინძელთა შორის არათუ მოედანზე, სათადარიგოთა შორისაც არ გამოჩენილა საქართველოს ნაკრების თავადამსხმელი დავით სირაძე.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა