რუსულმა გამოცემა Sports24-მა საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველ საბა კვირკველიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ საიტერესო საკითხზე ესაუბრა.

კვირკველია უკვე 2.5 წელია "ლოკომოტივშია" და ამ ხნის განმავლობაში გახდა რუსეთის ჩემპიონი, მოიგო თასი და მისი გუნდი ახალი სეზონიდან კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მისი კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ნობელ არუსტამიანის ინფორმაციით, კვირკველიას მსურველმა კლუბმა კონტრაქტის მიხედვით მინიმუმ 3.6 მლნ ევრო უნდა გდაიხადოს.

თუმცა აქვე გეტყვით, რომ ადრე კვირკველიას სატრანსფერო ფასი 15 მლნ ევროსაც აღწევდა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რუსეთში სეზონის დასრულების შემდეგ ნაკრებში გამოძახებამდე რამდენიმე უქმე დღე გამოგივიდათ, როგორ დაისვენეთ?

- ეგრევე საქართველოში წავედი. თუმცა ნაკრებში ტრავმის გამო არ ვითამაშებ. გახსოვთ, "უფასთან" მატჩში რომ 15 წუთით გამოვედი, მაშინ დავიზიანე კუნთი. სერიოზული არაფერია, მაგრამ დასვენება მჭირდება. მინდოდა თამაში - 3-4 დღე ვივარჯიშე და ექიმებიც მამზადებდნენ, მაგრამ ერთი დღით ადრე სახლში მომიწია წასვლა. ახლა შინ ვარ ოჯახთან ერთად. ნაკრების თამაშის დროს სტადიონზე წავალ და ტრიბუნიდან ვუგულშემატკივრებ. შეკრებამდე საქართველოში ვიქნები. შეიძლება რამდენიმე დღით ოჯახთან ერთად სადმე წავიდე.

- სამი კერძი, რომელიც უნდა გასინჯო საქართველოში...

- პირველი - აუცილებლად აჭარული ხაჭაპური. შემდეგ ხინკალი და მესამე ღორის მწვადი.

- სტამბულში ისეთი ხმაური იყო, რომ პრესლოჟაში ერთმანეთის არ გვესმოდა. "გალათასარაის" სტადიონის ატმოსფერო ყველაზე მეტად გამოირჩევა თქვენს კარიერაში?

- იქ ნამდილად მაგარი ატმოსფეროა, მაგრამ ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება "ენფილდმა" მოახდინა, როცა "რუბინის" შემადგენლობაში ვიყავი და "ლივერპულთან" ფრედ ვითამაშეთ. როგორ მღერიან - ეს უბრალოდ არარეალურია! გამოდიხარ და გესმის You`ll never walk alone და სიამოვნებას იღებ. აი, ისინი ნამდვილად ფეხბურთით ცხოვრობენ.

- ზამთარში "ლოკოში" კიდევ ერთი ქართველი მოვიდა - ხვიჩა კვარაცხელია. ის ამ თაობის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია საქართველოში?

- ერთი-ერთი. მას ნამდვილად დიდი მომავალი აქვს. ყველა მონაცემი ხვიჩას აქვს. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება.

- კვარაცხელია იჯარით არის. არ ელაპარაკეთ სიომინს (მწვრთნელი) ან კიკნაძეს (აგენტი) სრულყოფილ კონტრაქზე?

- მინდა, რომ "ლოკოში" დარჩეს, მაგრამ ჩემი, როგორც ფეხბურთელის მხრიდან არასწორი იქნება, რამე ვთხოვო და რჩევა მივცე მათ. ეს არც არის საჭირო - ყველამ ნახა, როგორ თამაშობს. მენეჯერი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს განიხილავენ და საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

- თქვენს მომავალზე რას გვეტყვით? 2021 წლის ზაფხულამდე გაქვთ კონტრაქტი, გისაუბრიათ თუ არა კლუბში მის გახანგრძლივებაზე?

- ამაზე არავისთან მისაუბრია. 2 წელი დამრჩა, ამიტომ დრო მაქვს.

- გაზაფხულზე ნობელ არუსტამიანმა თქვა, რომ პირველი ივლისიდან თქვენს კონტრაქტში გაწერილია მინიმალური თანხა 3.6 მლნ ევრო. ეს სიმართლეა?

- თუ ნობელმა თქვა... პლუს-მინუს, ეგრეა.

- გასულ წელს წერდნენ, რომ თქვენით ინგლისური პრემიერლიგის კლუბები იყვნენ დაინტერესებულები. ევროპაში რომ დაგიძახონ, წახვალთ?

- "ლოკოში" უკვე 2.5 წელია ვარ და ყველაფერი მოვიგე. თუ კარგი შემოთავაზება მექნება ევროპიდან, რატომაც არა? სხვა ქვეყანაში ტიტულის აღებაც შეიძლება სცადო. ჩემპიონი გახდე, თასი მოიგო და დასრულდეს - ეს ჩემზე არ არის, მე ასეთი არ ვარ. გამარჯვებები მწყურია! რაც უფრო მეტი ტიტულია, მით უკეთესი.

- ანუ, თუ წასვლაა, მაშინ მხოლოდ ტოპ-კლუბში?

- გადარჩენისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს. იდეალურ ვარიანტში მსურს ტოპ5-ის რომელიმე ჩემპიონატში თამაში და მინიმუმ ევროპა ლიგისთვის ვიბრძოდე. რა თქმა უნდა, რთულია იქ მოხვედრა, მაგრამ თუ იქნა კლუბისთვისა და ჩემთვის საინტერესო წინადადება, მაშინ დავფიქრდები. ეს კარიერაში შესაძლოა კარგი ნაბიჯი იყოს.

- მაგალითად, ხვალ თქვენზე ინგლისური პრემიერლიგის კლუბი გამოვიდა, მაგრამ არა ტოპ-5-დან. არც კი განიხილავთ?

- არა, რატომ? ნებისმიერ წინადადებას განვიხილავ, მხოლოდ "ჩელსიში" გადავალ ან არსად - ასე საკითხს არ ვაყენებ. თუ ნორმალურ პირობებსა და გუნდს შემომთავაზებენ, რატომაც არა? განვიხილავ.

- მართალია, რომ შეგეძლოთ გასული სეზონის შემდეგ წასვლა?

- 2-3 ვარიანტი იყო - ინგლისიდან და გერმანიიდან. ერთ-ერთი მათგანი "ლესტერი" იყო. რატომ არ წავედი? ამოცანა გვქონდა - ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა. გუნდი კარგად გააძლიერეს. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ დარჩენა ჯობდა.

- ინგლისში მინიმუმ ერთი გუნდია, სადაც არ წახვალათ - "უოტფორდი"...

- რატომ, რადგან იქ ხავიერ გრასიაა? მოიცათ, ეს ფეხბურთია და ცხოვრებაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.

Geo_Dinamo
როგორც აქ უმეტესობა ვფიქრობდით "ლესტერში" არ გადასვლა შეცდომა იყო. ლოკო სამწუხაროდ საბასთვის და ჩვენთვისაც ჩაფლავდა ლიგაზე, რისი ალბათობაც იყო. საბას უფრო დაფიქრებულად მართებდა გადაწყვეტილების მიღება. იმედია შემდეგში უფრო მეტად დაფიქრედბა. ევროპაში რომ მეტი წინსვლა და განვითარებაა ეს აშკარაა ყველასთვის. წარმატებები საბა.
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა