ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფიესტა გრძელდება, ”მილანი” ისევ დუღს

ფიესტა გრძელდება, ”მილანი” ისევ დუღს

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა პირველი საშინაო შეხვედრა გამართა ჩემპიონის რანგში და ბუნებრივია, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა
"მილანი"-"კალიარის" პაექრობა სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემი გახლდათ, მაგრამ მთელი საფეხბურთო იტალიის ყურადღება მაინც "სან სიროსკენ" იყო მიპყრობილი.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა პირველი საშინაო შეხვედრა გამართა ჩემპიონის რანგში და ბუნებრივია, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა. 85 000 გულშემატკივარი მთლიანად შავ-წითელ ფერებში შეიღება, მათი გაწბილება კი არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა - ამიტომ, "მილანმა" ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.

ანგარიში რობინიომ გახსნა და თანაც შესანიშნავი რეიდის შემდეგ - ორ მცველს აუარა გვერდი და ძლიერი დარტყმით ბურთი სარდინიერლთა კიპერისგან შორეულ კუთხეში მოათავსა, 1:0. მალევე ჯენარო გატუზომ გაიტანა გოლი და რაც არ უნდა საოცარი იყოს, თავური დარტყმით - კარიდან გამოსული მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს სწორედ თავი დაჰკრა და ბადეში გაახვია, 2:0. პირველ ტაიმში მილანელებმა კიდევ ერთხელ იხეირეს და ამჯერადაც რობინიომ გამოიჩინა თავი - ბრწყინვალედ მიიღო ბურთი, ერთი გაისწორა და საწყალი მიკელე აგაცი უშანსოდ დატოვა. მალევე, ანდრეა კოსუმ გაქვითა ერთი ბურთი, მარიო იეპესს აუარა გვერდი და კრისტიან აბიატის კარის შორეული კუთხე დალაშქრა, 3:1.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მილანელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და 77-ე წუთზე კიდევ ერთი ბურთი "მიართვეს" მეტოქეს - კლარენს ზეედორფი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მარცხენა ფეხით უზუსტესად დაარტყა, 4:1. კიდევ თხუთმეტიოდე წუთი და დაიწყო ის, რისი ხილვაც ნამდვილად ერთ რამედ ღირდა - მილანელებმა კიდევ ერთხელ იზეიმეს მოგებული სკუდეტო და ამჯერად, კიდევ უფრო პომპეზურად და კიდევ უფრო მასშტაბურად. 85 000 გულშემატკივარი და მილიონობით ტელემაყურებელი ადევნებდა თვალს იმას, თუ როგორ გადასცეს თითოეულ ფეხბურთელს საჩემპიონო მედალი, როგორ აღმართა მასიმო ამბროზინიმ თასი, როგორ აიტაცეს კიდევ ერთხელ ხელში ალეგრი, როგორ გაიწუწნენ შამპანურით და რა თქმა უნდა, ულამაზესი შავ-წითელი ფეიერვერკი. კინაღამ დაგვავიწყდა – კევინ-პრინს ბოატენგი მაიკლ ჯექსონის ტანისამოსში გამოეწყო და პოპის მეფის ცნობილი ცეკვა მართლაც ბრწყინვალედ შეასრულა, რასაც გადაჭედილი "სან სირო" საოცარი ოვაციერბით შეხვდა. ზეიმმა ქუჩებში გადაინაცვლა, "მილანი" ერთ ჭერგადახდილ ავტობუსში მოთავსა და როგორც ტრადიციულად ხდება, მთელი ქალაქი შემოიარა. მოკლედ, ფიესტა შედგა, "მილანი" ჩემპიონია...

ფიესტაა ლეჩეშიც, რადგან ადგილობრივმა გუნდმა სერია A-ში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ "სამპდორია" ვერ გადაურჩა დაქვეითებას და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს. ბევრ ნეიტრალურ გულშემატკივარს დაწყდებოდა გული, რადგან "სამპა" ტრადიციული გუნდია, თუმცა რაც მოხდა, გენუელებმა თავის თავს უნდა დააბრალონ... პრეზიდენტმა რიკარდო გარონემ უამრავი შეცდომა დაუშვა და შედეგიც შესაბამისი მოიმკო - ანტონიო კასანოსა და ჯამპაოლო პაცინის გასხვისების შემდეგ, "სამპდორიას" ძალიან უჭირს შეტევაში და როდესაც გოლის გატანა გაქვს სანატრელი, რაიმე შედეგზე საუბარი ზედმეტია. "სამპამ" "პალერმოსთან" წააგო სახლში, "ლეჩემ" გასვლაზე მოუგო "ბარის" და ყველაფერი დასრულდა...

ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, მაგრამ ორ კითხვას კი გაეცა პასუხი: ვერც "რომა" და ვერც "იუვენტუსი" ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში ვერ იასპარეზებენ. "ბიანკონერის" შანსები ისედაც მიზერული იყო და "პარმასთან" მარცხიც არ გაკვირვებია არავის, აი რომაელთა "კატანიასთან" წაგებას კი ცოტა თუ ელოდა. არადა, სიმონე ლორიას გოლით სწორედ დედაქალაქელები დაწინაურდნენ და თითქოს არ უნდა გაჭირვებოდათ უმოტივაციო მეტოქესთან სამი ქულის აღება. თუმცა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფეხბურთში პროგნოზების კეთება უმადური საქმეა - ბოლო თხუთმეტ წუთში სიცილიელებმა ორჯერ გაუტანეს ალეშანდრე დონის და სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს. ნამატჩევს, ვინჩენცო მონტელას დანა პირს არ უხსნიდა, სწრაფად გაემართა გასახდელში და არც საპრესკონფერენციო ოთახში გამოჩენილა.

"უდინეზემ" და "ლაციომ" წყვილში მოიგეს და ბოლო ტურში გაარკვევენ თუ ვის ერგება ჩემპიონთა ლიგის საგზური. რომაელები "ლეჩეს" ესტუმრებიან და გამომდინარე აქედან, მათთვის ძალიან კარგია, რომ მომავალმა მეტოქემ უკვე დაიბევა ადგილი სერია ა-ში; აი "უდინეზე" კი "მილანს" მიიღებს, მართალია უმოტივაციოს, მაგრამ მაინც ჩემპიონს და ობიექტურად, უფრო ძლიერ მეტოქეს. ამ ყველაფერზე კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ, დღეს კი აღვნიშნოთ, რომ "ლაციომ" "ჯენოა" დაამარცხა დამაჯერებლად, "უდინეზემ" კი "კიევოს" არ დაუტოვა შანსები. ფრიულელთა თავკაცმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, ალექსის სანჩესი თადარიგში დატოვა და გუნდი 3-5-1-1 ტაქტიკით განალაგა. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ანტონიო დი ნატალე გახლდათ, რომელმაც მართალ;ია ვერ გატანა 29-ე გოლი, მაგრამ სამაგიეროდ ისლამ და ასამოამ იყოჩაღეს - შედეგად, უკანასკნელ ტურს "უდინეზე" სანუკვარ მეოთხე ადგილზე ხვდება.

მომდევნო ტური:

22 მაისი: ბოლონია-ბარი, პალერმო-კიევო, ინტერი-კატანია, ჯენოა-ჩეზენა, ბრეშა-ფიორენტინა, ლეჩე-ლაციო, უდინეზე-მილანი, კალიარი-პარმა, რომა-სამპდორია, იუვენტუსი-ნაპოლი.

ლაციო-ჯენოა 4:2

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ლიხტშტაინერი (62. სკალონი), ბიავა, სტენდარდო, გარიდო - ლედესმა, მათუზალემი (64. გონსალესი) - მაური, ერნანდესი, სარატე - როკი (83. ფლოკარი).

ჯენოა (4-3-2-1): ედუარდო - რეაფინია, დაინელი (62. მორეტი), ანტონელი, კრიშიტო - კუჩკა (67. დესტრო), როსი, მილანეტო (64. ველოზო) - პალასიო, ფლორო ფლორესი - ბოზელი.

გოლები: 1:0 ბიავა (7), 1:1 პალასიო (12), 2:1 როკი (52), 3:1 ერნანესი (56), 4:1 ერნანესი (66), 4:2 ფლორო ფლორესი (89).

გაფრთხილება: დესტრო (ჯენოა).

გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 7-7; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 9(6)-12(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 27 000

მილანი-კალიარი 4:1

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, იეპესი, ტიაგო სილვა, ძამბროტა - გატუზო (61. ფლამინი), ამბროზინი (46. პირლო), ემანუელსონი - ზეედორფი - რობინიო, პატო (82. ინძაგი).

კალიარი (4-3-2-1): აგაცი - პერიკო (79. არიაუდო), კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, ნაინგოლანი, ლაძარი - მისიროლი (59. რაგაცუ), კოსუ (90. ჩეპელინი) - აკვაფრესკა.

გოლები: 1:0 რობინიო (22), 2:0 გატუზო (24), 3:0 რობინიო (35), 3:1 კოსუ (38), 4:1 ზეედორფი (77).

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 15-7; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9(9)-15(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 85 000

ფიორენტინა-ბოლონია 1:1

ფიორენტინა (4-3-1-2): ფრეი - დე სილვესტრი, გამბერინი, კროლდრუპი, პასკუალი (87. ლიაიჩი) - მონტოლივო, ბეჰრამი, ვარგასი - ჩერჩი (56. ნატალი) - მუტუ, ჯილარდინო (42. სანტანა).

ბოლონია (4-3-1-2): ვივიანო - ბრიტოსი, პორტანოვა, მორასი (46. რამირესი), ჩერუბინი - პერესი, მუდინგაი, კაზარინი - დელა როკა - პაპონი (72. ხიმენესი), დი ვაიო (84. მუტარელი).

გოლები: 1:0 ჩერჩი (20), 1:1 რამირესი (50).

გაფრთხილება: სანტანა - ბრიტოსი, ჩერუბინი.

გაძევება: კროლდრუპი (54) - რამირესი (80).

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 23-13; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10(2)-7(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 26 000

ბარი-ლეჩე 0:2

ბარი (4-3-1-2): ჟილე - ბელმონტე, პარიზი (61. რივასი), ა. მაზიელო, როსი - გაცი, კოპუნეკი, დონატი - ბენტივოლიო - ჰუსეკლეპი, რომერო (31. ალვარესი).

ლეჩე (4-4-2): როზატი - ტომოვიჩი, გუსტავო, ფაბიანო, მესბა - ბერტოლაჩი (34. მუნარი), ვივესი, ოლივერა (40. ბრივიო), ჯაკომაცი - ჯედა, დი მიკელე.

გოლები: 0:1 ჯედა (52), 0:2 ჯედა (79).

გაფრთხილება: პარიზი - ტომოვიჩი, ბერტოლაჩი.

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 8-9; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 7(2)-10(6); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 15 000

კატანია-რომა 2:1

კატანია (4-3-3): ანდუხარი - სილვესტრი, პოტენცა, სპოლი (30. ტერლიცი - 67. ლოდი), კაპუანო - ლედესმა, კარბონი, ბიაჯანტი (53. რიკიუტი) - ბერგესიო, მაქსი ლოპესი, გომესი.

რომა (4-4-2): დონი - კასეტი, ჟუანი (5. ლორია), ნ. ბურდისო, რიისე - როზი, სიმპილისიო, ტადეი, გრეკო (60. პიზარო) - ტოტი, ბორიელო (46. ვუჩინიჩი).

გოლები: 0:1 ლორია (14), 1:1 ბერგესიო (78), 2:1 გომესი (90).

გაფრთხილება: ტერლიცი - როზი, სიმპილისიო, გრეკო.

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 17(7)-5(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 15 000

ჩეზენა-ბრეშა 1:0

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი - ფელიპე, პელეგრინო, ჩეკარელი, ლაურო (48. სანტონი) - სამარკო, პაროლო, კაზერტა (90. კოლუჩი) - ხიმენესი (87. მალონგა), ჯაკერინი, ბუდანი.

ბრეშა (3-5-2): ლეალი - ძობოლი, ბერარდი (69. ძებინა), ბეგა - ძამბელი, კონე, დაპრელა, ჰეტემაი, ვასი (61. ა. ფილიპინი) - ჯონატასი (64. ედერი), კარაჩოლო.

გოლი: 1:0 ჯაკერინი (60).

გაფრთხილება: ფელიპე, კაზერტა - ძობოლი, ჰეტემაი.

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 3-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12(5)-4(0); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 16 000

კიევო-უდინეზე 0:2

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ცეზარი, მანდელი, იოკიჩი (62. კონსტანტი) - ფერნანდესი, გუანა, მარკოლინი - დიმიტრევიჩი (74. პულცეტი) - პელისიერი, თერეუ (55. მოსკარდელი).

უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა, დომიცი - ინლერი, ისლა, არმერო, პინცი, ასამოა - აბდი (65. კორადი) - დი ნატალე (85. პასკუალე).

გოლები: 0:1 ისლა (28), 0:2 ასამოა (75).

გაფრთხილება: კონსტანტი - აბდი.

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 3-12; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 8(4)-16(6); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 12 000

პარმა-იუვენტუსი 1:0

პარმა (4-4-2): მირანტე - პალეტა, ლუკარელი, ძაკარდო, გობი - მორონე (86. ნვანკო), მოდესტო, ჯემაილი, ვალიანი (71. ანჯელო) - ჯოვინკო, ბოჟინოვი (67. კანდრევა).

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - მოტა, კიელინი, ბარცალი, გროსო - მელო, ჯანდონატო (53. ტრაორე), პეპე (72. სალიჰამიჯიჩი), მარტინესი (66. ტონი) - დელ პიერო, მატრი.

გოლები: 1:0 ჯოვინკო (64).

გაფრთხილება: მორონე, ჯემაილი - მოტა, სალიჰამიჯიჩი.

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 6-6; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 10-3; კარში დარტყმა: 6(3)-15(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 30 000

სამპდორია-პალერმო 1:2

სამპდორია (4-4-2): და კოშტა - ლაჟკო, ძაური, ლუკინი (20. გასტალდელო), ვოლტა - პალომბო, გუბერტი, ბიაბიანი, ტისონე (81. პოლი) - მაკარონე, პოცი.

პალერმო (4-3-1-2): ბენუსი - დარმიანი (78. ბოვო), მუნოზი, კასანი, დარმიანი - მილიაჩო, ნოჩერინო, ლივერანი (61. ბაჩინოვიჩი) - ილიჩიჩი - მიკოლი (54. პინილია), ერნანდესი.

გოლები: 0:1 მიკოლი (45), 1:1 ბიაბიანი (50), 1:2 პინილია (86).

გაფრთხილება: .პალომბო, გასტალდელო - დარმიანი, ერნანდესი, ბაჩინოვიჩი.

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 14-7; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 10(5)-12(5); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 25 000

ნაპოლი-ინტერი 1:1

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, არონიკა, კანავარო - მაჯო, გარგანო, პაციენცა, დოსენა (83. ვიტალე) - ჰამშიკი (78. სოსა), ცუნიგა (70. იებდა) - ლავეცი.

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, რანოკია (77. სამუელი), მატერაცი, ნაგატომო - ძანეტი, კამბიასო (75. მარიგა), ხარჯა - მოტა - ეტოო (60. პაცინი), მილიტო.

გოლები: 0:1 ეტოო (15), 1:1 ცუნიგა (45).

გაფრთხილება: ცუნიგა (ნაპოლი).

გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 1-4; ჯარიმა: 7-7; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12(7)-3(2); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 55 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 37 24 9 4 65-24 81

2. ინტერი 37 22 7 8 66-41 73

3. ნაპოლი 37 21 6 10 57-37 69

4. უდინეზე 37 20 5 12 65-43 65

5. ლაციო 37 19 6 12 51-37 63

6. რომა 37 17 9 11 56-51 60

7. იუვენტუსი 37 15 12 10 55-45 57

8. პალერმო 37 17 5 15 57-60 56

9. ფიორენტინა 37 12 14 11 47-42 50

10. ჯენოა 37 13 9 15 42-45 48

11. კატანია 37 12 10 15 39-49 46

12. პარმა 37 11 12 14 38-46 45

13. კალიარი 37 12 8 17 43-50 44

14. ჩეზენა 37 11 10 16 36-47 43

15. კიევო 37 10 13 14 35-39 43

16. ბოლონია 37 11 12 14 35-48 42

17. ლეჩე 37 11 8 18 44-62 41

18. სამპდორია 37 8 12 17 32-46 36

19. ბრეშა 37 7 10 20 32-50 31

20. ბარი 37 4 9 24 23-56 21

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 28 - დი ნატალე (უდინეზე); 26 - კავანი (ნაპოლი); 20 - ეტოო (ინტერი); 19 - დი ვაიო (ბოლონია), მატრი (იუვენტუსი); 16 - რობინიო (მილანი); 15 - პაცინი (ინტერი).

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია