დარბაზიდან გაიყვანეს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე და სასტიკად სცემეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის იურისტმა ტარიელ კიკნაძემ ფოთში ტაეკვონდოს ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ პირებს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სპორტული ღონისძიების ჩაშლა სურდათ, რისი საშუალებაც არ მისცეს, რასაც მათი მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

„ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის კალენდრის მიხედვით, გაიმართა სამეგრელოს ღია ტურნირი ტაეკვონდოში. მიმდინარეობდა სპორტული ღონისძიება და დარბაზში შემოვიდნენ კონკრეტული პირები, 10-15 კაცი, რომლებმაც აღნიშნული ღონისძიების ჩაშლა განიზრახეს. მათი მოთხოვნა იყო ასეთი: გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი, თორემ ამ ღონისძიებას ჩავშლითო. ფედერაციის გამგეობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი აბულაძე არ დაემორჩილა მათ და გააგრძელეს ღონისძიება. ღონისძიება გაგრძელდა და კიდეც ჩამთავრდა. შემოვიდა დარბაზში ერთ-ერთი კონკრეტული პირი ამ ჯგუფიდან, დარბაზიდან გაიყვანეს აბულაძე - ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი და სასტიკად სცემა რამდენიმე ადამიანმა. ახლა ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

3 პირი, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი აბულაძეს, დააკავა პოლიციამ და მათ მიმართ საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ეს გააკეთეს კონკრეტულმა პირებმა, რომლებსაც ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა აქვთ და არაერთხელ დაწერეს ამაზე საჩივარი, ჩვენ უნდა დავდგეთ, ეგ გადადგესო, თუ არადა, ყველა ღონისძიებას ჩავშლითო. მმართველ რგოლში მოსვლა უნდათ. პრეზიდენტი არჩეულია ყრილობის მიერ და მისი გადაყენება ასე იოლი არ არის“, - განაცხადა იურისტმა.

რაც შეეხება ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ სულხან ბაბუაძეს, იურისტის ინფორმაციით, მას დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ბაბუაძე ფოთშია. ღონისძიებასაც ესწრებოდა, მაგრამ როდესაც თავდასხმა მოხდა, იმ დროისათვის ის იმ ადგილზე არ ყოფილა. მას დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია“, - აღნიშნა იურისტმა.

ამასთან, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა ტარიელ კიკნაძის ინფორმაციით, „ექსპერტიზის შემდგომ შესაძლებელია კვალიფიკაცია უფრო შეიცვალოს“.

interpressnews.ge

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა