ხვალ, 18 ივნისს, 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშების პირველი ეტაპების კენჭისყრა გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი "საბურთალო" ითამაშებს, ხოლო ევროპა ლიგაზე - სამი ქართული კლუბი: საჩხერის "ჩიხურა", ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო".

თავიდან "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქეებზე ვისაუბროთ.

"საბურთალო" საკუთარი ისტორიის განმავლობაში პირველად ასპარეზობს ევროტურნირებზე. აქედან გამომდინარე, თბილისურ გუნდს ევროქულები მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის მოგებიდან გამომდინარე ჩაეწერა და განუთესავ კლუბებს შორის ბოლო ადგილზეა.

"საბურთალოს" სავარაუდო მეტოქეებიდან რამდენიმე საკმაოდ კარგი გუნდია: გლაზგოს "სელტიკი", ბორისოვის "ბატე", "ასტანა", "ლუდოგორეცი", "ყარაბაღი".

რეალური მოცემულობებიდან გამომდინარე, "საბურთალოს" ამ კლუბებთან ძალიან გაუჭირდება. ადვილი არც სხვა გუნდებთან თამაში იქნება, თუმცა, ზემოთ აღნიშნულ კლუბებთან საქართველოს ჩემპიონს შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე მცირე შანსები ექნება.

სავარაუდო მეტოქეებიდან ასევე აღსანიშნავია ტირასპოლის "შერიფი", ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა", ნორვეგიული "როსენბორგი". ამ გუნდებთან, წესით, "საბურთალოს" უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ზევით ჩამოთვლილ კლუბებთან.

გარდა ამისა, არის რამდენიმე "სასურველი" მეტოქე, რომელთა დაპირისპირებაში "საბურთალოს" შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსები ექნება. ეს გუნდებია: შვედეთის ჩემპიონი აიკი, ბრატისლავას "სლოვანი", უელსური "ზე ნიუ სეინთსი", ჩრდილომაკედონიური "შკენჯია", ლევან ყენიას "დუდელანჟი", ირლანდიური "დანდალკი", ფინეთის ჩემპიონი ჰიკი. ძნელია გადაჭრით თქმა, თუ რომელი კლუბია ყველაზე სასურველი მეტოქე "საბურთალოსათვის", თუმცა, თუ გაგვიმართლებს კენჭისყრის დროს, სავსებით შესაძლებელია, რომ "საბურთალომ" შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხოს.

ვისაც უნდა შეხვდეს "საბურთალო", საქართველოს ჩემპიონი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 9 ან 10 ივლისს გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 16 ან 17 ივლისს იქნება.

რაც შეეხებათ ქართულ კლუბებს, რომლებიც ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობენ, თბილისის "დინამო" განთესილთა შორისაა და შედარებით სუსტი მეტოქე ეყოლება.

აქ იმდენი გუნდია, გაცილებით რთულია სასურველ და არასასურველ მოწინააღმდეგეზე საუბარი, თუმცა მაინც შეგვიძლია გამოყოფა.

არასასურველი იქნება უნგრულ "დებრეცენთან" და "ჰონვედთან", რუმინულ "კრაიოვას უნივერსიტეტთან", სლოვაკურ "დუნაისკაია სტარდასა" და "რუზომბეროკთან" დაპირისპირება, სხვა კლუბების გამოყოფა ძნელია.

თბილისის "დინამოს" მეტოქეების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

"კრაიოვას უნივერსიტეტი" (რუმ), "დაჩ დუნაისკაია სტრადა" (სლვკ), "რუჟომბეროკი" (სლვკ), "ბ 36 ტორშავნი" (ფარერ), "დებრეცენი" (უნგ), "მურა" (სლვნ), "მისლამი" (მლდ), "ჰონვედი" (უნგ), "ფლორა" (ესტ), "ლიეპაია" (ლატ), "ჰიბერნიანსი" (მლტ), "რეიკიავიკი" (ისლ), "ბალზანი" (მლტ), "ლაჩი" (ალბ), "შემროქ როვერსი" (ირლ), "შიროკი ბრიგი" (ბჰრ), "ქონაჰს ქუეი ნომადსი" (უელ), "ბანანცი" (სომხ), "სენტ პატრიკს ატლეტიკსი" (ირლ), "შკუპი" (ჩრ. მაკედ), "პანდევის აკადემია" (ჩრ. მაკედ), "მაკედონია" (ჩრ. მაკედ), ჰინჩესტის "პეტროკლუბი" (მლდ), ნისპორენის "სპერანტა" (მლდ), "ტეუტა" (ალბ), "კუპს" (ფინ), "როპსი" (ფინ), ტურკუს "ინტერი"(ფინ), "ბრეილაბლიკი" (ისლ), ბიელინიას "რადნიკი" (ბჰრ), "შტუმბრასი" (ლიეტ), "რიგასი"(ლატ), "ჟენეს ეხ" (ლუქს), ვანაძორის "ლორი" (სომხ), "გზირა იუნაიტედი" (მლტ), ნარვას "ტრანსი"(ესტ), "ზეტა" (მონტ)

რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოსა" და საჩხერის "ჩიხურას" , აქ უფრო ნათელია სავარაუდო მოწინააღმდეგეების რანჟირება.

არასასურველი მეტოქეებიდან გამოსაყოფია: ვარშავის "ლეგია", ბუქარესტის "სტიაუა", გლაზგოს "რეინჯერსი", "მალმიო", "მიოლდე", "ვიდი", "ბრონდბიუ", სპლიტის "ჰაიდუკი". ამ გუნდებთან განსაკუთრებით არასასურველი იქნება პირველ ეტაპზე შეხვედრა, თუმცა ისევ ჩვენი მდგომარობიდან გამომდინარე, არც ყაზახურ "ტობოლთან" და "კაირათთან" დაწყვილება იქნება მაინცდამაინც იმედისმომცემი.

"ტორპედოსა"და "ჩიხურას" მეტოქეების სია ასე გამოიყურება:

ვარშავის "ლეგია" (პოლ), ბუქარესტის "სტიაუა" (რუმ), "მალმიო" (შვე), "მიოლდე" (ნორ), ლიმასოლის "აპოლონი" (კვი), ბეერ შევას "აპოელი" (ისრ), "ვიდი" (უნგ), მინსკის "დინამო" (ბლრს), ტრნავის "სპარტაკი" (სვკ), ლარნაკის აეკი (კვი), ჰაიდუკის "სპლიტი" (ხორ), "ჟალგირისი" (ლიეტ), "აბერდინი" (შოტ), "ბრონდბიუ" (დან), "რეინჯერსი" (შოტ), მოსტარის "ჟრინსკი" (ბჰრ), "ქაირათი" (ყაზ), "კუკსი" (ალბ), "ალაშკერტი" (სომხ), "რადნიჩკი" (სრბ), "ჩუკარიჩკი" (სრბ), კილიმარნოკი (შოტ), სოლიგორსკის "შახტიორი" (ბლრს), "ვიტებსკი" (ბლრს), "დომჟალე" (სლვნ), "ქრუსაიდერსი" (ჩრ. ირლ), "ვენსპილსი" (ლატ), "სტიარნანი" (ისლ), "ნორკეპინგი" (შვე), "ჰოგესუნი" (ნორ), "ბრანი" (ნორ), "ფოლა ეხ" (ლუქს), "ვადუცი" (ლიხტ), "ტობოლი" (ყაზ), "ორდაბასი" (ყაზ), "კრაკოვია" (პოლ), ბაქოს "ნეფჩი" (აზრ), "საბაილ" (აზრ), ლუბლიანას "ოლიმპია" (სლვნ), "ქორ სიტი" (ირლ), ჰაიფას "მაკაბი" (ისრ), სოფიას ცსკა (ბულ), სოფიას "ლევსკი" (ბულ), "რიტერიაი" (ლიეტ), პოდგორიცას "პუდოჩნოსტი"(მონტ), "ლევადია" (ესტ)

ევროპა ლიგის ამ ეტაპზე, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე კლუბი დაუმარცხებელია. ქართულ გუნდებს აუცილებლად ექნებათ გამარჯვების შანსები და იმედია, გამოიყენებენ კიდეც.

geno
ეგ იმიტომ, რომ ფორმატი შეიცვალა, სეზონის მიხედვით ახალი კარგი რომ გამოჩნდეს არაფერია გასაკვირი. მასე ყველაზე ძლიერები არასდროს შეიცვლებოდნენ
კახა
რა მნიშველობა აქვს მეტოქეს,ხომ ისედაც შეჩვეულები ვართ რომ პირველივე ეტააპიდან ყველა ქართული გუნდი უნდა გამოვარდეს.ტყვილა ნერვების შლას რა აზრი აქვს
ვასიკო
ყველაფერთან ერთად არც გვიმართლებს იმ წელს როცა ახალი ძლიერი გუნდი გამოჩნდება ის არ თამაშობს ევროტურნირებზე შარშანწინ დინამო იყო ბოლო წლების ყველაზე ძლიერი ქართული კლუბი ჩაკვეტატაძე გვყავდა ბოლობოლო მაგას დამტებული ქვილითაია კიტეიშვილი ლობძანიძე მაგრამ დინამო ევროპის ლიგაძეც არ იყო. მერე დასუსტდა. შარშან საბურთალო იყო ყველაზე ძლიერი მაგრამ არც საბურთალო არ იყო ევროპაძე მაგრამ ისაა კარგი რომ არ დასუსტებულა და დღეს საუკეთესო ქართული კლუბია თან ძაან მაგარ ფორმაშია წელს ბათუმი გამოჩნდა თავისი გულშემატკივრებით მაგრამ ისიც არაა ევროპაზე ბათუმზე იმიტომ მწყდება გული რომ გულშემატკივრები ეყოლებოდა არცერთ გუნდს არ ექნება ალბათ გულშემატკივრების მხარდაჭერა ამ ტორპედოს სტადიონის რემონტიც ახლა დაიწყეს. მაინც წარმატებები ოთხივეს.
ka
წელსაც წარმატების ძალიან მცირე შანსია ტორპედოს კრიზისი რომ არა მშვენიერი გუნდია და 1-2 ეტაპს გადალახავდა მინიმუმ დინამოსი არ ვიცი ძალიან სუსტად გამოიყურება და სანამ ვინმე წესიერს არ დაიმატებენ მინიმუმ 3-4 კაცს მაქამდე მაქს 1 ეტაპი გადალახონ ეგეც იმის ხარჯზე რომ განთესილები არიან ჩიხურა საერთოდ ნორმალურად კი გამოდის ხოლმე ამ ტურნირზე მაგრამ თავიდანვე ჩანს რომ ვერაფერს გახდებიან და მაქს 1 ფრე გააგორონ რაც შეეხება საბურთალოს ინტერს გის ნაირი ფეხბურთელებით თუ აპირებს გაძლიერებას ნიუ საინთსიც მოუგებს ამ მეტოქეებიდან ვერცერთან ვერაფერს გახდება თუ ნახევარდაცვა არ მოაძლიერა
ისევ რაგბის მივაწვეთ
სათაური შეცვალეთ: ვისთან დამარცხდებიან ქართული კლუბები - 18 ივნისს ევროთასების შესარჩევის კენჭისყრა გაიმართება
kaxa
ყარაბაღი მეეჭვება შვედებზე ძლიერი იყოს.
ირაკლი
ამ სტატიას ერთი სათაური დაამშვენებდა - "მორიგი სრული ფიასკოს მოლოდინში". ძალიან გული მწყდება, მაგრამ დღეს ქართული ფეხბურთის სამწუხარო რეალობა ესაა.
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა