"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს, ელიტურ 12 გუნდს შორის გაისად ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ და 22 ივნისს მეცხრე ადგილისთვის მატჩში იტალიას შეხვდებიან.

გუნდის მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამბობს, რომ მომავალ შეხვედრას კარგ მდგომარეობაში შეხვდებიან:

"იტალიის თამაში ჯერ არ გვინახავს და მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით. ახლა დავისვენებთ, დავმშვიდდებით და საღამოს ვიდეო-ანალიზი გვექნება. დიდი ყურადღება დაეთმობა აღდგენას. მომდევნო ორი დღე სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და გვექნება ვიდეო-ანალიზები. უკვე ოთხი თამაში ჩავატარეთ და დაღლილობა პიკზეა, თუმცა მორაგბეებზე სათამაშო დრო გადავანაწილეთ და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ შეხვედრას კარგ მდგომარეობაში შევხვდებით. შევარჩევთ მაქსიმალურად ოპტიმალურ შემადგენლობას, რათა მათი დამარცხება მოვახერხოთ".

გულშემატკივარს დასკვნით შეხვედრაში გამარჯვებისთვის ბრძოლას პირდება ფიჯისთან პირველი ლელოს ავტორი იოანე იაშაღაშვილი:

"იტალიის თამაშს ვნახავთ, შევისწავლით მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს და ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ. ვეცდებით შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ და მე-9 ადგილი დავიკავოთ".

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა