მოლდოვის ჩემპიონი "შერიფი" ქართული კლუბებისთვის უცხო გუნდი არაა.

შეგახსენებთ, რომ "შერიფი" თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

შარშან აღნიშნულმა კლუბმა გამოთიშა ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან.

მიუხედავად ამისა, "შერიფმა" ევროტურნირებზე გასვლა ვერ მოახერხა. ჯერ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე დამარცხდა ჩრდილომაკედონიურ "შკენჯიასთან" და შემდეგ ევროპა ლიგის პლეი-ოფში წააგო "ყარაბაღთან".

რას წარმოადგენს "შერიფი"?

კლუბი 1997 წელს ყოფილი პოლიციელის და კომპანია "შერიფის" თანამშრომლის, ვიქტორ გუშანის მიერ დაფუძნდა. "შერიფმა" ასპარეზობა მოლდოვის რანგით მეორე ჩემპიონატში დაიწყო, პირველსავე წელს პირველ ადგილზე გავიდა და უმაღლეს ლიგაში აღზევდა.

1999 წელს კლუბმა მოლდოვის თასის მოგება მოახერხა, ორი წლის შემდეგ კი უკვე ქვეყნის ჩემპიონობა დაისაკუთრა და ჩემპიონის სტატუსი 10 წლის მანძილზე შეინარჩუნა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტირასპოლის "შერიფი" გახდა პირველი მოლდოვური კლუბი, რომელმაც შემადგენლობაში ბრაზილიელი და აფრიკელი ლეგიონერები აიყვანა.

კლუბმა არსებობის მანძილზე ოთხჯერ შეძლო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. პირველად მოლდოვური კლუბი 2009-10 წლების სეზონში ჯგუფში საკმაოდ რთულ მეტოქეებთან, ბუქარესტის "სტიაუასთან", "ტვენტესა" და "ფენერბაჰჩესთან" მოხვდა. მაშინ "შერიფმა" 5 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ასპარეზობას გამოეთიშა.

მომდევნო წელს "შერიფი" კვლავ გავიდა ჯგუფურ ეტაპზე და ამჯერადაც ძლიერი მეტოქეები შეხვდა - კიევის "დინამო", ბორისოვის "ბატე" და "ალკმაარი". მოლდოველებმა 5 ქულით ბოლო ადგილი დაიკავეს.

მესამედ ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდა 2013-14 წლების გათამაშებაში. მისი მეტოქეები იყვნენ "ტრომსო", "ანჟი" და "ტოტენჰემი". მოლდოვური კლუბი კვლავ პლეი-ოფის გარეშე დარჩა და 6 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა.

უკანასკნელად ევროტურნირებზე "შერიფმა" არც ისე დიდი ხნის წინ, 2017 წელს იასპარეზა. ევროპა ლიგის ჯგუფში მხოლოდ 1 თამაში წააგო, 9 ქულა დააგროვა და ბურთების უარესი ბალანსის გამო ვერ გავიდა პლეი-ოფში.

რაც შეეხება თბილისის "საბურთალოს", 1999 წლიდან საფეხბურთო კლუბი ქართული ფეხბურთის ღირსებას იცავს. "საბურთალო" ახალგაზრდა კლუბია და ტიტულების გრაფაში საქართველოს ჩემპიონობა უწერია. "საბურთალო" ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონია და მიმდიანრე სეზონში ორი წრის შემდეგ ეროვნულ ლიგას ლიდერობს.

დღევანდელი "შერიფი"

ახლა კვლავ მეტოქეზე გადავიდეთ. გუნდის მთავარი მწვრთნელი 45 წლის ხორვატი ზორან ზეკიჩი გახლავთ, რომელიც "შერიფს" 2019 წლის მაისიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 4 შეხვედრა ჩაატარა და 4-ვე მოიგო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზეკიჩი მოლდოვურ გუნდს 2014-15 წლებშიც თავკაცობდა. კლუბის დირექტორი კი ქართველი ვაჟა თარხნიშვილია, რომელიც "შერიფის" ნამდვილი ლეგენდა გახლავთ.

მოლდოვის მიმდინარე 8-გუნდიან ჩემპიონატში "შერიფი" დამაჯერებლად იკავებს პირველ ადგილს. დნესტრისპირელთა კლუბმა 13 გამართული შეხვედრიდან 11 მოიგო და ბურთების შთამბეჭდავი ბალანსი აქვს - 33:4-ზე.

უეფას კლუბების რეიტინგში, რომელსაც მადრიდის "რეალი" ლიდერობს, ტირასპოლის "შერიფს" 108-ე ადგილი უკავია.

ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები

ამჟამად "შერიფის" განაცხადში 22 ფეხბურთელია. მათი საერთო ღირებულება 11,23 ("საბურთალოსი"- 5.78) მილიონი ევრო გახლავთ, საშუალო ასაკი კი 27 წელია. კლუბში მოლდოვის ნაკრების 4 ფეხბურთელი თამაშობს, 1 კი ბელორუსის ეროვნული გუნდის წევრია. ჯამში კი, "შერიფს" 14 ლეგიონერი ჰყავს.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები გუნდში პოლონელი იაროსლავ იახი და ბელორუსი იური კეინდრიში არიან. ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 1.1 მილიონი ევროა. გუნდის კაპიტანი და ცენტრალური მცველი ვეაჩესლავ პოსმაჩი "ტრანსფერმარკეტის" მიერ 1 მილიონად არის შეფასებული.

"შერიფის" ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები ასე გამოიყურება:

მეკარეები

ზვონიმირ მიკულიჩი (ხორ) - 350 000 ევრო

დიმიტრუ ჩელეადრიჩი (მოლ) - 250 000

სერგეი პასჩენკო (მოლ/რუს) - 100 000

მცველები

იაროსლავ იახი (პოლ) - 1 100 000

ვეაჩესლავ პოსმაჩი (მოლ) - 1 000 000

ვლადიმირ კოვაჩევიჩი (სრბ) - 500 000

კრიშტიანო (ბრა) - 700 000

მატეო სუსიჩი (ხორ/ბოჰ) - 650 000

ვილფრიდ ბალიმა (ბურკინა ფასო) - 250 000

ნახევარმცველები

ალექსანდერ ბელოუსოვი (მოლ/რუს) - 100 000

მიხაილ გეჩევი (მოლ) - 100 000

იური კეინდრიში (ბლრს) - 1 100 000

არტემ ჰორდიენკო (უკრ) - 800 000

ხოსე ხურადო (ესპ) - 500 000

ევგენი ონჩეა (მოლ) - 600 000

მაქსიმ კოჯაკარუ (მოლ) - 275 000

ანტუნ პალიჩი (ხორ) - 500 000

გეორგ ანტონი (მოლ) - 400 000

თავდამსხმელები

ლეანდრო რიბეირო (ბრა) - 600 000

ანდრეი ბლიზნიჩენკო (უკრ) - 550 000

პატრიკ პედერსენი (დან) - 400 000

რობერტ ტამბე (კამერ) - 400 000

შედარებისთვის შეგიძლიათ იხილოთ "საბურთალოს" ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები:

მეკარეები

დენის სელიხოვი (უკრ) - 150 000 ევრო

ომარ მიგინეიშვილი - 50 000

მცველები

გაგი მარგველაშვილი - 400 000

თედორე გრიგალაშვილი - 200 000

გიორგი რეხვიაშვილი - 200 000

დაჩი ცნობილაძე - 150 000

ლუკა ლაკვეხელიანი - 350 000

ცოტნე ნადარაია - 100 000

გიორგი თევზაძე - 100 000

გიორგი ჩაბრაძე - 250 000

ნიკა მალი - 225 000

გიორგი ჯინჯოლავა - 50 000

ლევან კაკუბავა - 250 000

ნახევარმცველები

ვაგნერ გონსალვეში - 500 000

ლაშა შინდაგორიძე - 325 000 ელვინ ტერა (კენ) - 200 000

სანდრო ალთუნაშვილი - 200 000

თორნიკე გორგიაშვილი - 200 000

გიორგი დიასამიძე - 375 000

თავდამსხმელები

ინტერს გიი - 200 000

გიორგი კოხრეიძე - 500 000

გიორგი გაბედავა - 400 000

ოგნიენ როლოვიჩი (მონტ) - 250 000

გუნდში თამაშობს გორის "დილას" ყოფილი შემტევი, ბრაზილიელი ლეანდო რიბეირო, რომელსაც "საბურთალოსთვის" 3 გოლი აქვს გატანილი 1 შეხვედრაში. მოლდოვის მიმდინარე ჩემპიონატში კი რიბეირომ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 558 წუთში 3 გოლი გაიტანა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირები კი იური კეინდრიში და კამერუნელი რობერტ ტამპე არიან 5-5 გოლით. ეს უკანასკნელი "შერიფს" რუმინული "კლუჟიდან" შეუერთდა.

კლუბის სტადიონი

კლუბის მთავარი სტადიონი "შერიფის დიდი არენა" გახლავთ, რომელზეც, დაახლოებით, 13 000 ადამიანი ეტევა.

"შერიფი" აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გუნდია. ზოგადად კი, საშუალო დონის კლუბს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებით მაღალი კლასის ფეხბურთელები არ ჰყავს და ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომლის დამარცხებაც "საბურთალოს" არ შეუძლია.

რიბეირომ "შერიფის" ვებგვერდთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეროვნული ლიგა ბევრად რთული ჩემპიონატია, ვიდრე მოლდოვის პირველობა. ვფიქრობთ, "შერიფის" შესახებ გარკვეული წარმოდგენა შეგიქმენით და შესაბამისად, თქვენი აზრიც გვაინტერესებს.

vax-vax
დროა დაიწყოს აღმასვლა
გუჯი
საქართველოს უმეტესი 1-2 წლიანი გუნდებისგან განსხვავებით საბურთალო სტაბილურად ვითარდება და ეს იმედის მომცემია. რეალურია ამ ბარიერის გადალახვა.შანსები 60/40 შერიფის სასარგებლოდ.
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
შარშანწინ "საბურთალოსთან" წავაგეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ და...- ინტერვიუ "შერიფის" ქართველ ლეგენდასთან
გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა